ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნინო ჩხეიძეს ქალიშვილი, მარიკო კორახაშვილი დაინიშნა, მისი რჩეული კანადელი ჯერემი ელენორია. ცოტა ხნის წინ, ნინომ ნოე სულაბერიძეს გადაცემაში "ნოესთან" სტუმრობისას ჯერემიზეც ისაუბრა.
"მარიამი დაინიშნა, ჩემი სიძე არის კანადელი. მინდოდა ეგოისტობა ჩამერთო და ეამაყა, რომ ნინო ჩხეიძეს ოჯახში შედის. მარიამი ძალიან გაწონასწორებული, ჭკვიანია, თავისი საზღვრები აქვს და საყვედური უთხრა ან შენიშვნა მისცე, ვერ გაბედავ. ჩემ თავთან მქონდა ფიქრები, რატომ კანადელი, ქართველი ბიჭი რა კარგი იქნებოდა, კარგი ქართული ოჯახით-მეთქი, მაგრამ ეს ყველაფერი მარიამთან ძალიან მეგობრულად გამოვხატე. მარიამს რომ ვესაუბრე, ისეთი პასუხი გამცა, მივხვდი, რომ არაფერს აზრი არ ჰქონდა, არც ჩარევას და არც რჩევას, პირიქით, ვუთხარი, რა კარგია, რაში მოგეხმარო-მეთქი. ერთი წლის წინ რომ გავიცანი ეს ბიჭი მივხვდი, რომ ჩემი შვილი არ შემცდარა.
ჩემი სიძე პროფესიონალურად უკრავს საქსოფონზე, გიტარაზეც და ბევრ სხვა ინსტრუმენტზეც", - ამბობს ნინო ჩხეიძე.
მარიამ კორახაშვილი და ჯერემი ელენორია
როგორც ნინო ჩხეიძე "რადიო ფორტუნასთან" ამბობს, წყვილმა ერთმანეთი ოთხი წლის წინ გაიცნო, მაშინ, როცა ჯერემი საქართველოში იყო.
"მოულოდნელი მაინც იყო, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წელია იცნობენ ერთმანეთს და აქვთ მიმოწერა. ჯერემი ელენორი ცხოვრობს კანადაში, ერთმანეთი კი გაიცნეს აქ, თბილისში, როდესაც ის გაცვლითი პროგრამით იყო ჩამოსული ვებსტერის უნივერსიტეტში, სადაც მარიკო სწავლობს. მარიკოს, ძირითადად, უცხოელებთან აქვს შეხება… მაშინ, როცა ერთმანეთი გაიცნეს, არაფერი ყოფილა და შესაბამისად, მეც არ ვიცნობდი.

როცა უკან დაბრუნდა, კანადაში, მარიკოსთან ოთხი წლის განმავლობაში ჰქონია მიმოწერა. შარშან ჩამოვიდა და უკვე მარიკომ გაგვაცნო. თქვა, რომ ისევ დაბრუნდებოდა და მართლაც ისევ ჩამოვიდა. მარიკოს ხელი ჩემთვის არ უთხოვია. მარიკოც და ისიც ბობ დილანის ფანები არიან. მარიკოს სიურპრიზი გაუკეთა და ბობ დილანის კონცერტზე დაპატიჟა. ის ხელის თხოვნის ვიდეოც, რომელიც გავრცელდა, სწორედ ამ კონცერტზეა გადაღებული.
მეც არ ვიცოდი და ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო. როცა ფოტოები დაიდო და ყველა წერდა, ვერ ვაკეთებდი კომენტარს, ცოტა დავიბენი, არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა", -თქვა მან "რადიო ფორტუნასთან" საუბრისას.