ვინ არის მისი იმედი, რა არის სიყვარული და რას ნანობს: ნანიკო ხაზარაძე სხვა რაკურსით - Marao

ვინ არის მისი იმედი, რა არის სიყვარული და რას ნანობს: ნანიკო ხაზარაძე სხვა რაკურსით

2025-11-17 17:00:53+04:00

ჩემი ყველაზე დიდი იმედი ცხოვრებაში არის...

- არავის იმედი არ მაქვს, უბრალოდ სულ მობილიზებული ვარ, რომ მე ვიყო ჩემი თავის პატრონი. 

ვნანობ... 

- არაფერს.

რა არის სიყვარული?

- მდგომარეობა. 

1 სურვილი, რომ მქონდეს ვისურვებდი, რომ... 

- გამეკეთილშობილებინა სამყარო.

ნანიკო ხაზარაძის ბლიც-ინტერვიუს digest.ge გვიზიარებს. 

xazaradze

ნანიკო ხაზარაძის კარიერა და პირადი ცხოვრება 

ნანიკო ხაზარაძე ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. 2007-2008 წლებში მიჰყავდა გადაცემა „ნანიკოს შოუ“. გადაღებულია 5 ფილმში. 

ნანიკო ხაზარაძე პირველად ლევან ნუცუბიძეზე იყო დაქორწინებული. წყვილს ერთი შვილი, ლილუ ნუცუბიძე შეეძინა, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა განქორწინებით. 

  • "ცხოვრებისეულმა ტკივილებმა და ბევრმა სტრესმა ჩამომაყალიბა იმ ადამიანად, ვინც დღეს ვარ" - ნანიკო ხაზარაძის გულახდილი ინტერვიუ

განქორწინების შემდეგ ნანიკო პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარს  ერიდებოდა. ამიტომ ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც, 5-წლიანი ურთიერთობის შემდგომ, საზოგადოებას თავისი რჩეული, ფსიქოლოგი ლევან მათითაშვილი წარუდგინა, როგორც მეუღლე. დიდხნიანი დუმილის შემდეგ „იმედის დილის“ სიუჟეტში ერთმანეთის გაცნობის ისტორიასაც მოჰყვნენ - ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მის ცხოვრებას მუდამ თვალს ადევნებდა. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო.

ტელეწამყვანის ყურადღება კი ეთერში მისი ძმის, ცნობილი პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის სტუმრობის შემდეგ დაიმსახურა. „მახსოვს მისი პირველად მოწერილი წერილი. მთელი ცხოვრებაა მომწონხარ და როგორ არ დადგა ის დღე, რომ უშუალოდ გაგიცნოო. მეც ძალიან მშვიდად მივწერე, ალბათ, ეს დღე არც ახლა დამდგარა-მეთქი და დავემშვიდობე.

  • რატომ გახდა მაკა ასათიანი განხილვის საგანი - რას წერენ ცნობილი ადამიანები ქართველი ვარსკვლავის შესახებ

მეორე დღეს ეთერში მისი ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი გვყავდა. უცებ გვარმა ჩამაფიქრა და საღამოს მივწერე, კოტე მათითაშვილი შენი ვინ არის-მეთქი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მიხარია, რომ საოცრად კარგი ადამიანი გავიცანი“, - იხსენებდა ნანიკო ხაზარაძე. 

ცოტა ხნის წინ ნანიკო ხაზარაძემ მეორე მეუღლესთან დაშორების შესახებ დაწერა და ეს სიახლე გულშემატკივრებს სოციალური ქსელით გაუზიარა. 

დღეს ნანიკო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ტელეწამყვანია, რომელიც საზოგადოების სისი სიყვარულით სარგებლობს.