"კეთილი ადამიანი კირა კაშია" - ნანუკა გულუა სამი შვილის დედის ამპლუაში - Marao

"კეთილი ადამიანი კირა კაშია" - ნანუკა გულუა სამი შვილის დედის ამპლუაში

2025-11-18 10:54:53+04:00

ნანუკა გულუა ყველასთვის საყვარელი მსახიობია. მან მაყურებლის გული სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" მოიგო. მან დოჩი ალიშბაიას როლი მოირგო.

ნანუკა უკვე რამდენიმე წელია დაოჯახებულია. მისი მეუღლე კახა კაშიაა. წყვილი 3 შვილს ზრდის. ნანუკა ხშირად აქვეყნებს შვილების კადრებს სოციალურ ქსელში და ამჯერადაც პატარ კირა კაშიას ფოტოები გააზიარა, შემდეგი წარწერით "კეთილი ადამიანი". კირამ უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა. "მიშველეთ უკვე ძალიან ლამაზი როა", "რა საყვარელია, როგორ უცებ გაიზარდა", "რა ცხოვრებაა და რა უცხოო ვიდი აქვს, სასწაულია, დაგლოცოს უფალმა" - წერდნენ კომენტარებში.

nanuka-gulua1-1763449540.jpg

  • 2025 წლის "ბეიბი ბუმი" - TOP 8 ცნობილი ქალი, რომლებიც წელს დედები გახდნენ 

ნანუკა გულუა

ნანუკა გულუამ რჩეულზე, კახა კაშიაზე 2021 წელს იქორწინა. როგორც თავად ამბობდა, მათი ქორწინება მოულოდნელად გადაწყდა და ამაში დიდი წვლილი ოჯახის წევრებსაც მიუძღვით.

ნანუკასა და კახას სამი შვილი, ნინა, ირაკლი და კირა ჰყავთ. ნანუკა თავად ხშირად აღნიშნავს, რომ მის ასაკში დედობა კიდევ უფრო განსაკუთრებული გრძნობაა. მისი თქმით, ორი შვილის ყოლა გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა მზადაა, რამდენი შანსიც მიეცემა, იმდენჯერ გახდეს დედა. მსახიობი ცოტა ხნის წინ ხუმრობდა კიდეც, რომ მოსწონს, როცა ორსულობის დროს მასზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და მეოთხე შვილის ყოლაზეც დაფიქრდება.

  • "არასდროს არ გავამხელ ჩემი ძმის დედის ვინაობას სანამ ცოცხალი ვარ, რადგან მე მას პირობა მივეცი" - რას ამბობს ნანუკა გულუა მოპარულ ძმაზე 

  • "მე ჩემს არასასიამოვნო სხეულში ჩამჯდარი ვზივარ და ვიხსენებ... არასოდეს ვყოფილვარ მსგავსად ბედნიერი! - ნანუკა გულუა, როგორც სამი შვილის დედა 

„იმედია, ქვის სროლას არ დავიწყებ. ამის გარანტიასაც ვერ ვიძლევი. პირველი მშობიარობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი მქონდა იდეალური. არაფერზე მინერვიულია და ემოციებს ზედმეტად არ ავყოლივარ. მეორე ორსულობაც იდეალური იყო. ორსულობის შემდგომი დეპრესია ორ თუ სამ კვირას გაგრძელდა. რომელმაც ჩემ ფსიქიკას დიდი დაღი დაასვა. რაც ყველაზე უცნაურია, ორსულობის პერიოდში ვმშვიდდები, ემოციურადაც უფრო კარგად ვარ.“ – ამბობს ნანუკა გულუა.