ემა სტოუნი „ოქროს თანაფარდობის“ მიხედვით მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალია - ზენდაია კი მეორე ადგილზეა.
კინო- და სატელევიზიო ფილმების ვარსკვლავი, ემა სტოუნი, 94.72 პროცენტით აკმაყოფილებს „ოქროს თანაფარდობის“ კრიტერიუმებს.
„ემა სტოუნი აშკარა გამარჯვებული იყო, როდესაც სახის ყველა ელემენტი ფიზიკური სრულყოფილებისთვის გაიზომა“, - განმარტა დოქტორმა ჯულიან დე სილვამ, რომელიც ხელმძღვანელობს ლონდონში სახის კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგიის მოწინავე ცენტრს.
„მან უმაღლესი შეფასება მიიღო წარბებისთვის (94.2 პროცენტი) და მაღალი შეფასება ყველა სხვა კატეგორიაში. მას აქვს თითქმის იდეალური ყბა - 97 პროცენტით და ლამაზი პროპორციების მქონე ტუჩები - 95.6 პროცენტით. ის პირველ ადგილზე გავიდა ოქროს თანაფარდობის ყველა ელემენტში თანმიმდევრული სრულყოფილების გამო.“
კვლევის თანახმად, სხვა ვარსკვლავებს შორის, რომლებსაც სამეცნიერო თვალსაზრისით, ლამაზი სახეები აქვთ, არიან ზენდაია, ბიონსე და მარგო რობი.
ეთანხმებით ამ შეფასებას?

იმის გასაგებად, თუ რომელი ქალები არიან ყველაზე ლამაზები, დოქტორ დე სილვამ გამოიყენა სახის კომპიუტერული რუკების ტექნიკა, რომელიც დაფუძნებულია ოქროს თანაფარდობაზე.
„კომპიუტერული რუკების ეს სრულიად ახალი ტექნიკა საშუალებას გვაძლევს ამოვხსნათ ზოგიერთი საიდუმლო, თუ რა ხდის ადამიანს ფიზიკურად ლამაზს. ტექნოლოგია სასარგებლოა პაციენტების ოპერაციის დაგეგმვისას“, - განმარტა მან.
ოქროს თანაფარდობა არის მათემატიკური განტოლება, რომელიც ბერძნებმა შეიმუშავეს სილამაზის გასაზომად. ეს თანაფარდობა ლეონარდო და ვინჩიმაც კი გამოიყენა იდეალური მამაკაცის სხეულისთვის თავის ცნობილ ნაშრომში, „ვიტრუვიანელი კაცი“.
ოქროს თანაფარდობის პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ რაც უფრო ახლოსაა სახის ან სხეულის თანაფარდობები 1.618-თან (Phi), მით უფრო ლამაზად წარმოჩინდებიან ისინი.
მიუხედავად იმისა, რომ დოქტორ დე სილვას ანალიზმა აჩვენა, რომ ემა სტოუნი ყველაზე ლამაზი ქალია, ათივე ქალი ახლოს იყო იდეალურ 100%-იან ქულასთან. Dune-ს მსახიობი ზენდაია სტოუნს მიჰყვებოდა 94.37%-ით.

„ზენდაიამ კარგი ქულები მიიღო თითქმის ყველა კატეგორიაში... ტუჩებში (99.5%), თვალებში (97.3%), შუბლზე (98%)“, - განმარტა დოქტორ დე სილვამ. „მას დაბალი შეფასება მიეცა ცხვირ-ტუჩის პოზიციისა და წარბების ფორმის მიხედვით“.
Slumdog Millionaire-ის მსახიობი ფრიდა პინტო სიაში შემდეგია 94.34%-ით, შემდეგ მოდის The Crown-ის ვარსკვლავი ვანესა კირბი (94.31%).
ამასობაში, ჯენა ორტეგას ყველაზე ლამაზი შუბლი (99.6 პროცენტი) ჰქონდა, თუმცა სახის ფორმის მიხედვით ყველაზე დაბალი ქულა (88 პროცენტი) მოიპოვა.
სიაში სხვა ვარსკვლავებს შორის არიან ოლივია როდრიგო (93.71 პროცენტი), აიშვარია რაი (93.41 პროცენტი) და ტანგ ვეი (93.08 პროცენტი).
ათეულს ასრულებს სუპერვარსკვლავი ბიონსე, რომლის სახემაც 92.4 პროცენტი დააგროვა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დოქტორმა დე სილვამ სილამაზის შესაფასებლად ოქროს თანაფარდობა გამოიყენა. გასულ წელს პლასტიკურმა ქირურგმა ფორმულა გამოიყენა მსოფლიოში ათი ყველაზე სიმპათიური მამაკაცის გამოსავლენად.
შთამბეჭდავი ქულით - 93.04%-ით, სიის სათავეში აარონ ტეილორ-ჯონსონი აღმოჩნდა, რომელმაც გაუსწრო ლუსიენ ლავისკონტს (92.41%), პოლ მესკალს (92.38%) და რობერტ პატინსონს (92.15%).

„აარონი აშკარა გამარჯვებული იყო, როდესაც სახის ყველა ელემენტი ფიზიკური სრულყოფილების მიხედვით გაიზომა“, - განმარტა დოქტორმა დე სილვამ.
„ის გაცილებით უსწრებს ჯეიმს ბონდის ყველა მსახიობს - შონ კონერი მეორე ადგილზეა 89.2%-ით, როჯერ მური მესამეზეა 88.8%-ით და დენიელ კრეიგი ბოლო ადგილზეა - ჯორჯ ლეზენბის შემდეგ - 84.2%-ით.“