სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ სალომე გოგიაშვილის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერის მცირე მონაკვეთი იხილა. ტელეწამყვანმა მისი მეუღლის, ვახო ნიკოლაიშვილისა და ყოფილი მოდელის, ლიკა შენგელიას სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა. მისი ეს გადაწყვეტილება კი, როგორც თავად განმარტა, ლიკა შენგელიას მხრიდან დაუსრულებელი ცილისწამებისა და შანტაჟის შესაჩერებლად გააკეთა. ასევე, როგორც სალომე გოგიაშვილი განმარტავს, ის ამ ჩანაწერით შენგელიას ამხელს ტყუილში და სურს, რომ ამ თემაზე საჯაროდ საუბარი აღარ გაგრძელდეს, რადგან მას საჩივარი პოლიციაში უკვე შეტანილი აქვს და ელოდება რეაგირებას.
სალომე გოგიაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერს ნახავთ აქ
აღნიშნულ საკითხზე ბოლო რამდენიმე კვირაა, არც ერთი მხარე აღარ საუბრობს. სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება ლიკა შენგელია, სალომე გოგიაშვილი კი საკუტარ ყოველდღიურობას "ინსტაგრამ სთორის" საშუა;ებით ხშირად აზიარებს. ამჯერად პოსტს შვილების შესახებ წერს და ამბობს, რომ მეუღლესთან დაშორების შემდეგ ისინი განსაკუთრებით ზრუნავენ დედაზე:
"მოკლედ, რაც მარტო დავიწყეთ ცხოვრება, გადაწყვიტეს, რომ იზრუნონ ჩემზე. არ ვიცი, სადღაც გულში, ეტყობა, ეცოდებათ დედა. ჰო და მაღაზიაშიც მარტო არ გამიშვეს, ღამეა და წამომყვნენ. ერთი საათია ვზივარ მანქანაში. გაღვიძებისთვის მეცოდება ორივე, ისე ტკბილად სძინავთ და მარტოც ვერ ვტოვებ. წამოვედი უკან. გზაში კი დამჭირდა ნახევარი საათი და კი გამოიძინეს კარგად", - წერს სალომე და ვიდეოს აქვეყნებს.

სალომე გოგიაშვილი ყოფილი ტელეწამყვანია - ის მაყურებელმა წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. როგორც თავად ამბობს, თამამი განცხადებების გამო, ხშირად გაუკრიტიკებიათ, მაგრამ ამას დიდ ყურადღებას არ აქცევს. სალომეს ცხოვრებაში 3 ქორწინება იყო:
"წინა ქორწინებებიდან ორი შვილი მყავს – 15 წლის და 10 წლის, ვახოსაც წინა ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს – 19 და 12 წლის ბიჭები. საერთო შვილები 4 წლის ირაკლი და 2 წლის დუდა გვყავს. სულ 6 შვილის მშობლები ვართ.
სანამ ერთმანეთს შევეგუებოდით, სირთულეები ნამდვილად გვქონდა, თუმცა ამისთვის მზად ვიყავი. ყველაფერში ისევ ჩემი ხასიათი დამეხმარა. ვიცოდი, რომ ვახოსთვის მისი შვილების კომფორტი მნიშვნელოვანი იქნებოდა.
მაქსიმალურად შევეცადე, საუკეთესო ურთიერთობა ჩამომეყალიბებინა და შედეგიც სახეზეა. ჩემს და ვახოს შვილებს ერთმანეთი ძალიან უყვართ. ჩვენთან რომ მოდიან, ერთი დიდი გემრიელი ოჯახი ვიკრიბებით და ამისთვის ყველაფერი ღირდა", - ამბობდა სალომე.
ბოლო მეუღლესთან, ბიზნესმენ ვახო ნიკოლაიშვილთან განქორწინება განსაკუთრებით ხმაურიანი აღმოჩნდა. სოციალურ ქსელში გამხელილი დეტალები და დავა ორ ცნობილ ქალს შორის, საბოლოოდ, სასამართლომდე მივიდა. დაშორების მიზეზი მესამე ადამიანი გახდა. ამის შესახებ რამდენიმე წლის წინ სალომემ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეუღლეს ღალატს ვერ აპატიებდა:
"ჩემს გარშემო უამრავი ოჯახი ინგრევა და გული მწყდება. კი ბატონო, თუ ტანჯვაში ხარ და ვერ ეწყობი ქმარს, მთელი ცხოვრების დანგრევას, უნდა გაშორდე, მაგრამ თუ ოდესღაც, ვიღაცასთან „გაძვრა” და ეს მერე გაიგე, უნდა აპატიო. ეს ვიგულისხმე სწორედ. მარტივი მიზეზისთვის, არ უნდა დაანგრიო ქალმა ოჯახი. თუმცა, ახლა რომ დავფიქრდი და წარმოვიდგინე, ვახო შეიძლება, სადღაც „გაძვრეს”, შეიძლება ჭკუიდან შევიშალო. ჩემმა ქმარმა იცის ჩემი რეაქცია ასეთ „გაძრომებზე” და ამიტომ, პატიება მასზე არ ვრცელდება. ამ თემაზე მშვიდად საუბარი მიჭირს და ზოგადად, არც სახლში ვსაუბრობთ", - ამბობდა სალომე გოგიაშვილი.