ცივ სეზონებზე თმასა და კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დაბალი ტემპერატურა და შემცირებული ტენიანობა მათ გამოშრობას იწვევს, რის შედეგადაც უფრო მარტივად ირღვევა კანის ბუნებრივი ბარიერი, ხოლო თმა მეტად მტვრევადი და ძნელად დასამორჩილებელი ხდება.
ცივ სეზონებზე განსაკუთრებული გამოწვევაა ხოლმე ხვეული თმისთვის სიჯანსაღის შენარჩუნება, მისი დამორჩილება და სასურველ ფორმაში მოყვანა. სწორედ ამიტომ, თუ ზაფხულში სქელი კონსისტენციის საცხებისა და ზეთების გამოყენებას ვერიდებოდით, შემოდგომიდან ისინი ჩვენი თმის მოვლის რუტინის მთავარ გმირებად იქცევა.
გთავაზობთ 5 რეკომენდაციას, როგორ მოვუაროთ ხვეულ თმას შემოდგომა-ზამთრის სეზონებზე:
იტალიური თმის მოვლის პროფესიონალური ბრენდის Echosline-ის („ეკოსლაინი“) ნიღბისა და კონდიციონერის ფორმულების რეგულარულად გამოყენება თავიდან აგვარიდებს თმის ჩახლართვას, გამოშრობას, აღუდგენს თმას სიცოცხლისუნარიანობას და ღრმა დატენიანების ხარჯზე მიანიჭებს მას ბზინვარებას.
პროდუქტები განკუთვნილია ხვეული და ტალღოვანი თმისთვის. მათი რეგულარულად გამოყენება დაგეხმარებათ, ნებისმიერ სეზონზე შეინარჩუნოთ აბრეშუმისებრი თმა.

მაღალი ტემპერატურა თმის ღერებს აზიანებს, რის გამოც შრება და უხეში ხდება. სწორედ ამიტომ, სჯობს, მეტი დრო დავხარჯოთ თმის საშუალო ტემპერატურაზე გაშრობაში და გამოვიყენოთ დიფუზორი, რომელიც ჰაერს თანაბრად გაანაწილებს.

Echosline-ის სპეციალურად ხვეული თმის შამპუნი ერთი მხრივ, საფუძვლიანად გაგისუფთავებთ სკალპს და მეორე მხრივ, დაიცავს მას გარემო ფაქტორებისგან. პროდუქტი გამდიდრებულია თაფლითა და E ვიტამინის შემცველი არგანის ზეთით, რისი საშუალებითაც ინტენსიურად კვებავს თმას, ანიჭებს ელასტიკურობას, სიკაშკაშესა და ჯანსაღ ბზინვარებას.

არგანის ზეთი განამტკიცებს თითოეულ ხვეულს და ხელს შეუწყობს თმის სტრუქტურისა და ფორმის შენარჩუნებას მთელი დღის განმავლობაში.
დაბანის შემდეგ თმის ბოლოების დატენიანება დაგეხმარებათ, შეუნარჩუნოთ მას სიჯანსაღე და ელასტიურობა, გახადოთ ადვილად დასამორჩილებელი და დაიცვათ გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისგან. რეკომენდებულია, აღნიშნული პროდუქტები, თუ მათ თერმოდამცავი ფუნქციაც არ აქვს, გაშრობის შემდეგ დაიტანოთ თმაზე.
Echosline-ის ხვეული თმის კრემი გამდიდრებულია აბუსალათინის ზეთით, ჰიდროლიზებული ხორბლის პროტეინებითა და სხვა მცენარეული ინგრედიენტებით. პროდუქტი აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, ახვევს, ატენიანებს და აწესრიგებს ისე, რომ კულულები უფრო გამოიკვეთოს და თან ბუნებრივად გამოიყურებოდეს.

მისი გამოყენების შემდეგ თმა ხდება უფრო მორჩილი და ბზინვარე.
Echosline-ის ფლუიდი ხვეული თმისთვის ხელს უწყობს კულულების გამოკვეთას, კვებავს, და ატენიანებს მას, ანიჭებს ჯანსაღ ბზინვარებას.
ხვეულ თმას, განსაკუთრებით ცივ სეზონებზე სჭირდება ფიქსაციის საშუალებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, ფორმა მთელი დღის განმავლობაში ვერ შეინარჩუნოს. თუ მსგავს პროდუქტებს ყოველდღიურად იყენებთ, ეცადეთ, შეარჩიოთ ფორმულა, რომელიც თმის გაჯანსაღებასა და დატენიანებას შეუწყობს ხელს. ამ მიზნის მიღწევაში კი დაგეხმარებათ Echosline-ის სპრეი ხვეული თმისთვის გამდიდრებულია აბუსალათინის ზეთით, ჰიდროლიზებული ხორბლის პროტეინებით და სხვა მცენარეული ინგრედიენტებით, მისი ძირითადი მოქმედება თმის სტრუქტურის გაუმჯობესებაა, ახვევს, ატენიანებს და აწესრიგებს ისე, რომ კულულები ბუნებრივად გამოიყურებოდეს. სპრეი ხელს უწყობს კულულების უკეთ გამოკვეთას. სპეციალურ მინერალურ კომპლექსს აქვს ანტისტატიკური ეფექტი, აგვარებს აფუების პრობლემას, თმა უფრო ადვილად ივარცხნება. კვებავს ეპიდერმისს.

ხვეული თმის ფიქსაციის მუსი კი საუკეთესო არჩევანია, თუ ერთი მხრივ ძლიერი ფიქსაცია და მეორე მხრივ, თმის გარემო ფაქტორებისგან დაცვა გსურთ. მისი მეშვეობით ხანგრძლივად შეინარჩუნებთ კულულებს და დაიცავთ თმას ქიმიური ნივთიერებების, ტენიანობისა და სხვა ფაქტორებისგან.
პროდუქტების სწორად შერჩევასთან ერთად რეკომენდებულია, შევადგინოთ თმის დაბანის სწორი რუტინაც. ყოველდღიურად დაბანამ შეიძლება თმა და სკალპი გამოგიშროთ, ამიტომ ყოველ მეორე დღეს საფუძვლიანად დაიბანეთ და ყოველდღიურად გამოიყენეთ თმის ფიქსაციისა და დამატენიანებელი საშუალებები პროფესიონალური ბრენდისგან.
R