"ბოლო ერთი თვის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა - ცვლილებები" - რას წერს მარინა კარპი - Marao

"ბოლო ერთი თვის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა - ცვლილებები" - რას წერს მარინა კარპი

2025-11-19 12:35:57+04:00

"ბოლო ერთი თვის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა - ცვლილებები, რომლებმაც წინ წაგვწიეს და კიდევ უფრო დიდი ცვლილებები, რომლებიც უკეთესობისკენ გვიბიძგებს. გამუდმებით ვუმეორებდი ჩემს თავს - ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება, ყველაფერი უკეთესობისთვისაა - ჯერ პანიკაში, შემდეგ ჩვევის გამო - და ახლა, საბოლოოდ, მივხვდი, რომ ამდენი რამ ნამდვილად არ ხდება შემთხვევით. ყველაფერი თავის დროზე ხდება და ხდება მიზეზის გამო", - წერს გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე მარინა კარპი.

მარინა და გიგი უკვე 13 წელია დაოჯახებული არიან. წყვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს.

  • 13-წლიანი ქორწინება და ტრადიცია, რომელსაც წყვილი არ ღალატობს - როგორ აღნიშნავენ გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი ქორწინების იუბილეს 

გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი

გიგი დედალამაზიშვილისა და მარინა კარპის წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. გიგი საზოგადოებამ წლების წინ შეიყვარა, როცა ის სცენაზე კოლეგებთან ერთად მუსიკალური ჯგუფის, "მგზავრების" შემადგენლობაში გამოჩნდა. გიგის დედა, ციცი ფალავანდიშვილი ასევე მუსიკოსია და გიგის ეს ნიჭი მემკვიდრეობით ერგო. დედას რომ გიგის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი აქვს, ამაზე მას არაერთხელ უსაუბრია: "ვგრძნობ, რომ ვარ დედაჩემის ნაწილი, მისი გაგრძელება... ჩემთვის დედა ყველაფერია...დედაჩემი მკაცრი არასდროს არ ყოფილა, ყოველთვის ჩემი მეგობარი იყო, ამისთვის მას დიდი მადლობა... რომ არა დედაჩემი, ჩემი ცხოვრება ასე ფერადი არ იქნებოდა" - ამბობდა გიგი.   

  • "ეს ჩვენ ვართ" - გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი ბერძნული მზის ქვეშ 

რაც შეეხება მარინა კარპის, ის უკრაინელი ფოტოგრაფია. გიგიმ და მარინამ საკუთარი სიყვარულის ისტორიის შესახებ საჯაროდ არაერთხელ ისაუბრეს. წლების წინ გიგიმ და მისი ჯგუფის წევრებმა სარისკო გადაწყვეტილება მიიღეს, უარი თქვეს სტანდარტულ სამსახურში მუშაობაზე და მუსიკალური კარიერის ასაწყობად უცხო ქვეყანაში წავიდნენ. შრომისა და, რა თქმა უნდა, ცოტა იღბლის წყალობით, ისინი სწორ დროს სწორ ადამიანებს შეხვდნენ და ახალგაზრდა ბიჭებმა ხალხის სიყვარული მალევე მოიპოვეს. ამის პარალელურად, გიგიმ ცხოვრების მთავარი სიყვარულიც სწორედ უკრაინაში იპოვა - იქ გაიცნო მარინა, რომელიც მას საქართველოში გამოჰყვა. მარინა აღნიშნავს, რომ ფოტოგრაფიით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, მაგრამ სწავლა არსად გაუგრძელებია. 16 წლიდან მოყოლებული, ფოტოგრაფიის ყველა მნიშვნელოვანი კურსი მოიარა კიევში და შემდგომ 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი ჰქონდა.„16-დან 20 წლამდე ჩემმა ცხოვრებამ ყოველდღიურ გადაღებებში ჩაიარა და უცბად, ბრახ! – მე მას შევხვდი. გიგიმ თავი შემაყვარა, საკუთარი ნებით ჩავხტი ტომარაში და გავფრინდი საქართველოში. 2011 წლიდან ჩემი ცხოვრება ორ ქალაქს – თბილისსა და კიევს შორისაა გადაშლილი. საქართველოში ყველაფერი მიყვარს, იმიტომ, რომ გიგისთანაა კავშირი. ტრადიციები, ხალხი... გიგის მეგობრები უკვე ჩემი მეგობრები არიან. თავს სახლში ვგრძნობ... გიგის ფეთქებადი ხასიათი არ მომწონს, მაგრამ ამის გარეშე არ წარმომიდგენია", - ამბობდა მარინა.