ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მისი ჩაცმულობა განხილვის საგნად იქცა. ცნობილია, რომ მაკა ბოჭორიშვილის გარდერობში არაერთი ბრენდული, ძვირადღირებული სამოსი მოიძებნება. ის ოფიციალურ შეხვედრებზე ყოველთვის დრესკოდის დაცვით, კლასიკური სამოსით ჩნდება. განსაკუთრებით ხშირად ირგებს პიჯაკებსა და საშუალო სიგრძის კაბებს, იშვიათად იყენებს დიდი ზომის აქსესუარებს და უპირატესობას მინიმალისტურ ყელსაბამებს, საათებსა და საყურეს ანიჭებს.










მაკა ბოჭორიშვილი არის ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს; საქართველოს დიპლომატიური აკადემია სპეციალობით - საერთაშორისო ურთიერთობები/დიპლომატია 1999 წელს; საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიის ევროპული კვლევითი ცენტრის (CERIS) საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა (ქ. ბრიუსელი, ბელგია) 2008 წელს.
1999-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტის სტაჟიორი, ატაშე, II მდივანი; 2002-2005 წწ. საქართველოს დიპლომატიური აკადემიის ლექტორი; 2005-2009 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში, II მდივანი; 2005-2009 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის I მდივანი; 2009-2010 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ევროკავშირ-საქართველოს შორის ურთიერთობების სამმართველოს უფროსი; 2010-2014წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში, მრჩეველი; 2014-2015 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2015-2017 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 2017-2018 წწ. საქმეთა დროებითი რწმუნებული; 2018-2020 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 2020 წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2024 წ. საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2024 წლის 1 დეკემბრიდან - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად ოჯახის გრაფაში მაკა ბოჭორიშვილს არავინ ჰყავს მითითებული, შესაბამისად, ის ამ ეტაპზე დაოჯახებული არ არის, თუმცა 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში, მას მითითებული ჰყავდა მეუღლე ჯემალ რამიშვილი. დიპლომატსა და პოლიტიკოს ჰყავს 24 წლის ქალიშვილი ნინა რამიშვილი, რომელიც ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა და საბალეტო სკოლაში სწავლობდა, თუმცა შემდგომ მისი ინტერესის სფერო მნიშვნელოვნად შეიცვალა და მან განათლების მიღება ბრიუსელში, ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით გადაწყვიტა.