ნიცა თავაძის პოსტი გულდასაწყვეტი მარცხის შემდეგ: რა ფოტოს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე - Marao

ნიცა თავაძის პოსტი გულდასაწყვეტი მარცხის შემდეგ: რა ფოტოს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე

2025-11-20 10:12:51+04:00

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე, ნიცა თავაძე სოციალურ ქსელში ხვიჩასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო, მეექვსე ტურში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთთან გასვლით მატჩში 1:2 დამარცხდა. მატჩის პირველი ტაიმი ბულგარელებმა 2:0 მოიგეს, მეორე ტაიმის ბოლოს კი ერთი გოლი ბულგარეთის კარში ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ტურნირი 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. ჯგუფში პირველი ადგილი და შესაბამისად მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ესპანეთის ნაკრებმა მოიპოვა.

ეს მარცხი გულდასაწყვეტი აღმოჩნდა როგორც ფეხბურთელებისთვის, ისე გულშემატკივრებისთვის. სოციალურ ქსელში არაერთი წერილი გამოქვეყნდა, სადაც ემოციების, პრობლემებისა და მხარდაჭერის შესახებ საუბრობდნენ. ფეხბურთელების მიმართ არაერთი კრიტიკული პოსტიც ვიხილეთ. 

ამის საპასუხოდ, მეუღლის გასამხნევებლად, ნიცა თავაძემ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა. 

  • როგორ იცვლებოდა ნიცა თავაძე წლების მანძილზე: ქართველი ვარსკვლავის უმშვენიერესი ცოლი და მისი ამბავი კამერებს მიღმა 

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.

ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა.  წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.

  • "არც მოდელია, არც მსახიობი, ნიცა პროფესიით ექიმია" - რას წერს უცხოური გავლენიანი გამოცემა ნიცა თავაძის შესახებ 

ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წელს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა.

ამჟამად წყვილი პარიზში ცხოვრობს. ნიცა პატარა დამიანესთან ერთად ყოველთვის ესწრება მეუღლის თამაშებს. 

შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“.