ქალებმა იციან შეუძლებლის შესაძლებლად ქცევა. ისინი ყველაფერს ასწრებენ: ამზადებენ პრეზენტაციას და ურეკავენ კლიენტს, პარალელურად ამოწმებენ ოჯახის ჩათს, წყვეტენ სამუშაო საკითხებს, არ ავიწყდებათ ახლობლები და საკუთარი თავი. მათი დღე გაწერილია წუთებით, და ზოგჯერ გეჩვენება, რომ ენერგია ამოგეწურა, მაგრამ მაინც აგრძელებ.
მიუხედავად ამისა, საქმეებს, შეხვედრებსა და უსასრულო ამოცანებს შორის საჭიროა დროის გამონახვა საკუთარი თავისთვის - მომენტი, როდესაც შეგიძლია გაეთიშო ყველაფერს, ამოისუნთქო და თავს ცოტაოდენი ჯადოსნობის უფლება მისცე.
ვიღაცისთვის ეს არის ფინჯანი ყავა აივანზე. ვიღაცისთვის ხანმოკლე გასეირნება. ბევრისთვის - თამაში. შეჯიბრების სახით არა, უბრალოდ მსუბუქი განტვირთვა: სულ რამდენიმე წუთი სხვა სამყაროში, სადაც არ არის წერილები აღნიშვნით „სასწრაფოა“ და ყოველდღიური დედლაინები.
დღეს, ასეთი პაუზის გაკეთება კიდევ უფრო მარტივი გახდა, ROG Xbox Ally-ს პორტატიული კონსოლებით, რომელიც ROG და Xbox-ის ერთობლივი მუშაობის პროდუქტია.

ROG Xbox Ally - მსუბუქი (670 გ), ელეგანტური, თეთრ ფერში. შესანიშნავად გამოიყურება თანამედროვე ქალის ხელში. ის ფოტოებშიც და რეალურ ცხოვრებაშიც ნებისმიერ ჩანთასთან, ოფისის სტილთან, მოგზაურობასთან და უბრალოდ მშვიდ მომენტებთან ჰარმონიულად გამოიყურება. ასევე, შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს გეიმინგში და სურს, რომ ტექნიკა იყოს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ ლამაზიც.
ხოლო ROG Xbox Ally X, ფლაგმანური მოდელი ელეგანტურ შავ კორპუსში შეიქმნა მათთვის, ვინც აფასებს მაქსიმალურ კომფორტს და სიმძლავრეს. გაუმჯობესებული ერგონომიკა, გაზრდილი აკუმულატორი, შთამბეჭდავი წარმადობა - ეს იდეალური თანამგზავრია ქალისთვის, ვინც ბევრს მუშაობს, სწრაფად მოქმედებს და სურს ჰქონდეს შესაძლებლობა, გაეთიშოს რეალობას, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს.
სწორედ ROG Xbox Ally X-ზე ვისაუბრებთ სტატიაში. იმ კონსოლზე, რომელიც ხანმოკლე პაუზას აქცევს პატარა თავგადასავლად.
ROG Xbox Ally X - არ არის უბრალოდ სათამაშო პორტატიული კონსოლი, ეს არის მოწყობილობა, რომელიც ადვილად თავსდება ჩანთაში და ნებისმიერ პაუზას პატარა თავგადასავლად აქცევს. მატარებელში, მივლინებაში, კაფეში ან სახლში, ძილის წინ, უბრალოდ რთავ კონსოლს და აღმოჩნდები სამყაროში, სადაც ყველაფერი შენი კონტროლის ქვეშაა.
კორპუსი გლუვი ფორმებით კომფორტულია ხელში დასაჭერად, ტექსტურირებული სახელურები გვახსენებს Xbox-ის გეიმპადის ფორმას და ქმნის კომფორტს ხანგრძლივი თამაშის სესიების დროსაც. რბილი ღილაკები, მოსახერხებელი ჯოისტიკი და ახალი ღილაკი Xbox საშუალებას იძლევა მართოთ თამაშები ინტუიციურ დონეზე. ამასთან, კონსოლი იწონის 715 გრამით ნაკლებს, ვიდრე ბევრი ნოუთბუქი ან პლანშეტი, ეს ნიშნავს, რომ მისი ტარება შესაძლებელია ყველგან.
7 დიუმიანი სენსორული ეკრანი Full HD 120 ჰერცი განახლების სიხშირით და 500 ნიტ სიკაშკაშით უბრალოდ ტექნიკური მახასიათებელი არ არის, ეს ვიზუალური სიამოვნებაა. გამოსახულება რჩება მკაფიო მზის სინათლის პირდაპირი ზემოქმედების დროსაც. ხოლო AMD FreeSync Premium ტექნოლოგია უზრუნველყოფს მოძრაობის სიგლუვეს. Corning Gorilla Glass DXC დამცავი მინა მდგრადია ნაკაწრების მიმართ და ამცირებს ათინათებს ეკრანზე. რაც საშუალებას მოგცემთ ითამაშოთ მშვიდად, ქუჩაში ან გზაში.
თამაშებში მნიშვნელოვანია ემოციები. ამიტომ, კონსოლი აღჭურვილია ვიბროძრავებით, რომლებიც რეალისტურ ბიძგებს იძლევა. ასევე, აქვს Dolby Atmos ჟღერადობა ხდება მოცულობითი და ცოცხალი. ორმხრივი ხმაურის შემცირება ხელოვნური ინტელექტით, ხმოვან ჩათებს სუფთას ხდის, ფონური ხმაურის გარეშე, კაფესა თუ აეროპორტში.

ROG Xbox Ally X (RC73) აღჭურვილია პროცესორით AMD Ryzen AI Z2 Extreme არქიტექტურით Zen 5 - ეს არის 8 ბირთვი და 16 ნაკადი, რაც თანამედროვე თამაშებისა და მომთხოვნი აპლიკაციების დამუშავების საშუალებას იძლევა. ინტეგრირებული ნეირონული დამუშავების ბლოკი (NPU) ამუშავებს ხელოვნური ინტელექტის ამოცანებს, რაც გამოსახულებას უფრო გლუვს ხდის და ხელს უწყობს ბატარეის დაზოგვას.
სხვათა შორის, ბატარეაც შთამბეჭდავია - 80 ვტ/სთ, რაც ნიშნავს ელემენტის დიდხანს მუშაობას. მაშინაც კი, როდესაც ჩართულია, სისტემა ჩუმი რჩება - ხმაურის დონე 30 დბ-ზე ნაკლებია, რაც დაახლოებით იგივეა, რაც ტიპური საუბრის დროს
ROG Xbox Ally X მუშაობს Windows 11-ზე, რაც გაძლევთ წვდომას მთელ სათამაშო ეკოსისტემაზე: Xbox Game Pass, Steam, Epic Games Store და სხვა. ჩამოტვირთეთ თამაშები ან ითამაშეთ პირდაპირ ღრუბლიდან Xbox Cloud Gaming-ის საშუალებით. და თუ სახლში გაქვთ Xbox კონსოლი, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მას Xbox Remote Play-ის საშუალებით და გააგრძელოთ თამაში სახლში, სასტუმროს ნომერში ან მატარებელში.
ერთი Xbox ღილაკი ხსნის Game Bar-ს, სადაც შეგიძლიათ სწრაფად გადაერთოთ თამაშებს შორის, გადაიღოთ ეკრანის სქრინები, ესაუბროთ მეგობრებს ან მართოთ პარამეტრები. ის მარტივი, მოსახერხებელი და ელეგანტურია.
ROG Xbox Ally X შექმნილია გეიმერებისთვის, რომლებმაც იციან, როგორ იცხოვრონ სრული სისწრაფით, საკუთარი თავის დავიწყების გარეშე. ის არ საჭიროებს ხანგრძლივ დაყენებას და არ გაიძულებთ გააკეთოთ არჩევანი სამუშაოსა და გართობას შორის. უბრალოდ ჩართეთ და ეკრანზე გამოჩნდება თქვენი პატარა პორტალი ემოციების სამყაროში: ნათელი, დინამიკური და შთამაგონებელი.
სადაც არ უნდა იყოთ - გზაში, შეხვედრაზე თუ სახლში ჩაის ფინჯანთან ერთად - ეს მომენტი მხოლოდ თქვენი იქნება. და შესაძლოა, სწორედ აქ იმალება ნამდვილი ფუფუნება.
R