"ანრი უმღერის ხოლმე... ნეტავ, დაგანახათ, როგორ უსმენს ბაბუების სიმღერებს!" - ანრი ჯოხაძე ბაბუის ამპლუაში და ჯოხაძეების დიდი ოჯახი - Marao

"ანრი უმღერის ხოლმე... ნეტავ, დაგანახათ, როგორ უსმენს ბაბუების სიმღერებს!" - ანრი ჯოხაძე ბაბუის ამპლუაში და ჯოხაძეების დიდი ოჯახი

2025-11-20 12:08:11+04:00

ანრი ჯოხაძის სახელი და გვარი უკვე არაერთი წელია, რაც აქტიურად ისმის ქართული სცენიდან. ანრი ბევრი თაობის საყვარელი შემსრულებელია და მისი სიმღერები არასდროს კარგავს პოპულარობას. ნიჭიერი, გამორჩეული, ზოგჯერ - ეპატაჟურიც, ასეთია ანრი ჯოხაძე. 45 წლის მომღერალს განსაკუთრებული ვოკალური მონაცემების გამო ხშირად "სცენის არწივადაც" მოიხსენიებენ.

  • ვინ არიან ანრი ჯოხაძის და-ძმა, მაგდა და ომარ ჯოხაძეები და რას საქმიანობენ ისინი - ფოტოები და-ძმასთან ერთად, მოგონებები მამაზე და ამბები მომღერლის დიდი ოჯახის შესახებ

ანრი ჯოხაძის და, მაგდა ჯოხაძე მედიისთვის ასევე საინტერესო პერსონაა. ის ვოკალისტია, თუმცა ალა აქტიურ კარიერას დროებით ჩამოშორებულია და უფრო დიდ დროს ოჯახს უთმობს. მაგდა ერთხელ იყო დაქორწინებული, ოჯახი დაენგრა, თუმცა ორი შვილი ჰყავს და ყოფილ მეუღლესთანაც შეძლო მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება. 

ანრი ჯოხაძის და - მაგდა ჯოხაძე 

"მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი რომ გავიცანით, ის 16 წლის იყო, მე – 13-ის. რომ შევუღლდით ის 18 წლის იყო, მე 15-ის. მიუხედავად იმისა, რომ როგორც წყვილი, საბოლოოდ,მაინც ვერ ჩამოვყალიბდით, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. გადასარევი ურთიერთობა მაქვს დედამთილთან, ყოფილ მამამთილთან და მთელ მის სანათესავოსთან. ბრაზილიური სერიალივით გამოგვივიდა. თუმცა, რადგან ჩვენი ურთიერთობა არ შედგა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ადამიანები ცუდები არიან. პირიქით, ნამდვილად სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებენ. 18 წელი მქონდა ოჯახი. როცა დავშორდით, ჩემი შვილები უკვე დიდები იყვნენ. ალბათ, არ გამოჩენილა ადამიანი, რომელიც ოჯახზე დამაფიქრებდა. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს შეურაცხყოფას ვაყენებ. შეიძლება, იფლირტავო, მაგრამ ოჯახი კიდევ სხვა არის" - ამბობდა მაგდა. 

სულ ცოტა ხნის წინ მაგდა ჯოხაძე ბებია გახდა, შესაბამისად, ანრი - ბაბუა. ანრი ბაბუა გახდა და წინ მამობა ელოდება. ბავშვის დაბადებამ ყველა ჭკუიდან გადაგვიყვანა…“ - ამბობდა მაგდა ჯოხაძე. 

anri_joxadze

ამჯერად მაგდა ბებიობის გამოცდილებაზე ჟურნალ :სარკეს“ ესაუბრა: 

„ვოკალისტი ვარ, მაგრამ ამ ეტაპზე ბებიობით დავკავდი. ჩემს შვილიშვილს ხშირად ვიტოვებ. მასზე ზრუნვა ძალიან მაბედნიერებს. დანიელი 19 ნოემბერს 7 თვის გახდა.

  • "რაც მარტო დავიწყეთ ცხოვრება, გადაწყვიტეს, რომ იზრუნონ ჩემზე, ეტყობა, ეცოდებათ დედა" - რა ვიდეოს აქვეყნებს სალომე გოგიაშვილი

მინდა გითხრათ, რომ ბებიობა საოცარი შეგრძნებაა. მეც საოცარი ბებია მყავდა, ძალიან თბილი და მოსიყვარულე. პირადად მე ბებიასთან „ჩახუჭუჭებული“ ვიყავი. სულ სხვა შეგრძნებაა, როცა გარკვეულ ასაკში ხდები ბებია. კი ვიცოდი, რომ ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ ასე თუ გადავირეოდი, არ მეგონა.

დღეს სულ სხვანაირი თვალით ვუყურებ სამყაროს – დანიელის თვალებით. ტირილის დროს თუ მუსიკას ჩავურთავ, ჩერდება. როცა ვუმღერით, გასუსული გვისმენს. ომარი საოპერო არიებს უმღერის, ანრი – თავის სიმღერებს და პატარაც განცხრომაშია. ნეტავ, დაგანახათ, როგორ უსმენს ბაბუების სიმღერებს!..“

anri_joxadze

ომარი ანრი და მაგდა ჯოხაძეების ძმაა, რომელიც კამერების წინ იშვიათად ჩნდება, თუმცა წარმატებული კარიერის გამო საზოგადოება მასაც კარგად იცნობს - ომარ ჯოხაძე საზოგადოებამ სცენაზე არაერთხელ იხილა. ის საოპერო მომღერალია და წლების მანძილზე იტალიაში ცხოვრობდა და სწავლობდა, სულ ცოტა ხნის წინ კი მან ძმასთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეც იმღერა. 

  • ერთი შემთხვევით შეცვლილი ცხოვრება, დედის გარდაცვალება და სიყვარული: ამბავი მერაბ შარიქაძეზე - როგორ არ დავნებდეთ

anri_joxadze

"მე ანრისა და ომარზე უფროსი ვარ. საერთო სამეგობრო გვყავდა და შეხმატკბილებულები ვიყავით. ძალიან ტკბილად გავიზარდეთ და ჩემი ძმების ზრუნვა დღემდე მომყვება. არ ვიცი, მათ გარეშე რა მეშველებოდა. არ მახსოვს, ანრი და ომარი სახლისთვის ბაზარში წასულიყვნენ სანოვაგის საყიდლად და ყველაფერი ორ-ორი არ ეყიდათ. ბაზრიდან სახლამდე ჩემთან გამოივლიდნენ და ერთ ჩანთას მე მიტოვებდნენ. შვილები რომ გავაჩინე, მამასავით ზრუნავდნენ მათზე და დღემდე საოცარი ურთიერთობა აქვთ. ფაქტობრივად, ჩემი შვილები ჩემმა ძმებმა გაზარდეს – პამპერსიდან დაწყებული და დაძინებისას გვერდზე მიწოლით გაგრძელებული. გავთხოვდი, მაგრამ ისევ მოვთხოვდი-ასე რომ, ახლა ისევ ჩემს ძმებთან ვცხოვრობ. ჩვენი ურთიერთობა არასდროს შეცვლილა – ერთმანეთი გვიხარია და გვაბედნიერებს", - ამბობდა მაგდა.