ქეით მიდლტონის ტრიუმფალური დაბრუნება - როგორ იცვლებოდა პრინცესას სტილი წლების განმავლობაში - Marao

ქეით მიდლტონის ტრიუმფალური დაბრუნება - როგორ იცვლებოდა პრინცესას სტილი წლების განმავლობაში

2025-11-20 14:50:04+04:00

წელს ქეით მიდლტონი ოფიციალურ შეხვედრებზე ორჯერ გამოჩნდა. პირველად, როდესაც ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონებთან ჰქონდა შეხვედრა, შემდეგ კი - დონალდ და მელანია ტრამპებთან. დაახლოებით ორი წელია, რაც ქეითი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება. 

 

19 ნოემბერს, ლონდონის ალბერტ ჰოლის კარი გაიღო. იქ, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, უელსის პრინცესა იმყოფებოდა, რომელიც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა გრძელ მწვანე ხავერდის კაბაში. Talbot Runhof-ის ეს ქმნილება, რომელიც როგორც სტილით, ასევე ფერით შობას მოგვაგონებს, მან სამოსს ისტორიული სამკაულები შეუხამა, რომელიც სამეფო ოჯახის წევრებს ეკუთვნოდათ.

მას ეკეთა ბრილიანტი სამაჯური, რომელიც დედოფალ მერის ეკუთვნოდა. სამკაული 1932 წელს არის შექმნილი Garrard & Company-ის მიერ. ამასთან, სამოსს დედოფალ ელიზაბედ II-ის საყურე შეუხამა, რომელიც მონარქს საქორწინო საჩუქრად გადაეცა. მან თავისი ლუქი დაასრულა Jenny Packham Casa-ს კლატჩით და Manolo Blahnik BB-ს მწვანე ხავერდის ფეხსაცმელი, რომელიც მას 2020 წლიდან აქვს.

  • ქეით მიდლტონის დიდი დაბრუნება: Givenchy-ის საღამოს კაბა და შთამბეჭდავი კადრები პრინცთან ერთად 

ქეით მიდლტონის ლუქები Royal Variety Performance-ზე

ბოლო 11 წლის განმავლობაში, ქეით მიდლტონმა სტილის ევოლუცია აჩვენა Royal Variety Performance-ზე. სადაც მისი დებიუტი 2014 წელს შედგა. 

2014 წელს, როდესაც ქეითი პრინცესა შარლოტაზე იყო ორსულად მან დაიან ფონ ფიურსტენბერგის Zarita მოდელის შავი მაქმანებიანი კაბა ჩაიცვა გამჭვირვალე სახელოებითა და მომრგვალებული დეკოლტეთი. კაბა კიკი მაკდონოს Lola-ს საყურეებთან ერთად შეახამა, რომლებიც ტოპაზით, თეთრი ოქროთი და ბრილიანტებით იყო მორთული, ამასთან მოირგო შავი Magid-ის კლატჩი და ჯიმი ჩუს Cosmic-ის ფეხსაცმელები.

  • პრინცესა დაიანას ტიარა და ქეით მიდლტონის დაუვიწყარი გამოჩენა: დონალდ და მელანია ტრამპები სტუმრად სამეფო ოჯახში 

2017 წელს კემბრიჯის მაშინდელმა ჰერცოგინიამ თვალშისაცემი ღია ლურჯი, „Frozen“-ის შთაგონებით შექმნილი კაბა მოირგო, რომელსაც დედოფლის სამკაულები შეუხამა. ამ დროს პრინცესა პრინც ლუიზე იყო ფეხმძიმედ.

2019 წელს პრინცესას შავი მაქმანებიანი კაბა ეცვა ღრმა დეკოლტეთი და ღია ზურგით. კაბა Alexander McQueen-ს ეკუთვნის. 

ორი წლის შემდეგ, 2021 წელს, ქეით მიდლტონი განსაცვიფრებლად გამოიყურებოდა აზიური სტილის Jenny Packham-ის ზურმუხტისფერ კაბაში მრგვალი დეკოლტეთი და გრძელი სახელოებით.

  • პრინცესა ქეითის გაუსაძლისი ბრძოლა – რა ხდება სინამდვილეში? 

2023 წელს უელსის პრინცესას ლურჯი ფერის კაბა ეცვა, რომელიც Gianvito Rossi-ს ბრენდის 10.5 სანტიმეტრიანი ზამშის ქუსლიან ფეხსაცმელს შეუხამა. მან თავისი ლუქი Jenny Packham Casa-ს კლატჩით და J. Crew-ს 2018 წლის მარგალიტისა და ბროლის საყურეებით დაასრულა.