"დეკოლტე, მართალია, ღია იყო, მაგრამ მას ასე უნდოდა! ჩემი ქმრის ნათესავებს არაფერი უთქვამთ" - თიკო ყაველაშვილის ხმაურიანი ქორწილი: რას ამბობს მისი ქართველი დედამთილი - Marao

"დეკოლტე, მართალია, ღია იყო, მაგრამ მას ასე უნდოდა! ჩემი ქმრის ნათესავებს არაფერი უთქვამთ" - თიკო ყაველაშვილის ხმაურიანი ქორწილი: რას ამბობს მისი ქართველი დედამთილი

2025-11-20 14:23:15+04:00

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ფიტ­ნე­სინ­სტრუქ­ტო­რი და ინფლუ­ენ­სე­რი, თიკო ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, ქარ­თველ-ინ­დო­ელ ომარ ამან­ზე და­ქორ­წინ­და. წყვილ­მა ქორ­წი­ლი ჯერ ინ­დო­ეთ­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­სე­ბით გა­და­ი­ხა­და, შემ­დეგ კი სა­ქარ­თვე­ლო­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი, ქარ­თუ­ლი ქორ­წი­ლი მო­ა­წყო. თუმ­ცა, ქორ­წი­ლის ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბას სას­წა­უ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა - მი­ზე­ზი პა­ტარ­ძლის თა­მა­მი, დე­კოლ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქორ­წი­ნო კაბა გახ­და, რის გა­მოც თი­კოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ათა­სო­ბით კო­მენ­ტა­რი დახ­ვდა.

„ზღაპრული წუთები, გაცოცხლებული ფილმები და სერიალები, უკიდეგანო სიყვარული, უამრავი ადამიანის სითბო, პატივისცემა, ახალი ოჯახის წევრები, მათი აღტაცება და სითბო. დღე, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში ზღაპრად“, – წერდა თავად თიკო და ამბობდა, რომ ოჯახის წევრებს მის ჩაცმულობასთან პრობლემა არ ჰქონიათ. 

  • "ინ­დო­ეთ­ში გა­ვი­ცა­ნი ომა­რის უსაყ­ვარ­ლე­სი მამა და მისი ოჯა­ხი... ეს კაბა ჩემი სტი­ლია და იმი­ტომ შე­ვი­კე­რე" - ვინ არის 27 წლის ქართველი ფიტნესინსტრუქტორი, რომლის ქართულ-ინდურმა ქორწილმა სოციალური ქსელი აალაპარაკა

ომარის დედა ანუ თიკოს დედამთილი, ნათელა საჯაია, ინდოეთში 29 წლის წინ ჩავიდა, იქ გათხოვდა და დარჩა. ამანების ოჯახი დელის გარეუბანში ცხოვრობს.

yavelashvili

„ჩემს მეუღლეს ისე მოეწონა თიკო, გადაწყვიტა, მაშინვე ქორწილი გაემართა მათთვის. ჩვენს შვილს უთხრა, რადგან ასე ჩამოიყვანე, აქედან, როგორც ცოლ-ქმარი, ისე წახვალთო. მართლაც გადაუხადეს რიტუალური ქორწილი. ძალიან ახლო ნათესავებს დაუძახეს. მოუხატეს ხელები, ჩააცვეს ინდური ნაციონალური სამოსი და ლოცვაც წაუკითხეს. ასე რომ, ინდური ტრადიციული ქორწინების საბუთიც აქვთ.

  • ქორწილი ბათუმში, რომელმაც მთელი ქვეყანა აალაპარაკა: 800 სტუმარი, პრინცესული კაბა და ზღაპრული გარემო

დეკოლტე, მართალია, ღია იყო, მაგრამ მას ასე უნდოდა! ჩემი ქმრის ნათესავებს არაფერი უთქვამთ ამ კაბაზე. ყველას მოეწონა ქორწილის სურათებიც. უკვე იციან, თიკო ვინ არის და ისეთი ლამაზი ფოტოები უდევს საცურაო კოსტიუმებში… გამომწვევია, მაგრამ საოცარი! არავის ულაპარაკია ინდოეთში თიკოს ჩაცმულობაზე. შეიძლება თავს იკავებენ და, თუ ასეა, ესეც მსიამოვნებს, რადგან არ გამოფინეს თავიანთი ნეგატივი ისე, როგორც საქართველოში. თიკოს ვესაუბრე ქართველების კომენტარებზე და ვურჩიე, აგრესიულად არავის უპასუხოს”, - ამბობს ნათელა საჯაია ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში. 

qorwili

ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა და ზღაპ­რუ­ლი და­სა­წყი­სი

თი­კო­სა და ომა­რის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია სწრა­ფად და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გან­ვი­თარ­და.

"მე და ომა­რი ერ­თმა­ნეთს ახა­ლი წლის ჯა­დოს­ნურ ღა­მეს, პირ­ველ იან­ვარს, ჩვე­ნი სა­ერ­თო მე­გობ­რის ოჯახ­ში შევ­ხვდით. ომა­რი დუ­ბა­ი­ში ცხოვ­რობ­და და სტუმ­რად ჩა­მო­ვი­და სა­ა­ხალ­წლოდ... მე­გო­ბა­რი სულ მე­უბ­ნე­ბო­და, უნდა გა­გაც­ნო და დუ­ბა­ი­ში გა­გა­თხო­ვოო. ამა­ზე მა­შინ მე­ცი­ნე­ბო­და და ვერ აღ­ვიქ­ვამ­დი სე­რი­ო­ზუ­ლად, რად­გან არ ვგეგ­მავ­დი არა­ვის­თან ურ­თი­ერ­თო­ბას უახ­ლო­ე­სი 2 წელი მა­ინც. თუმ­ცა, შეხ­ვედ­რამ ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა.

yavelashvili