2025 წლის 18 ნოემბერს, თეთრ სახლში გამართული ოფიციალური ვახშამი განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა: მსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.
რონალდუ ვაშინგტონს ეწვია საუდის არაბეთის პრინც მოჰამმედ ბინ სალმანთან ერთად გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაზე დასასწრებად. რონალდუ უკვე რამდენიმე წელია საუდის კლუბ Al Nassr-ში თამაშობს, რაც მის მონაწილეობას ამ ვიზიტში დამატებით მნიშვნელობას ანიჭებდა.
შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებზე თეთრმა სახლმა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი წარწერა დაურთო - “Two GOATS. CR7 x 45/47”.
CR7 ამ ტიტულს კრიშტიანუ წლებია ატარებს, ხოლო „45/47“ მინიშნებაა ტრამპის პოლიტიკური სტატუსის - აშშ-ის 45-ე და 47-ე პრეზიდენტი
ტრამპმა შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ მისი ვაჟი, ბარონი, რონალდუს დიდი გულშემატკივარია და შეხვედრა მისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო. პრეზიდენტის განცხადებით, CR7 „საერთაშორისო სცენის უდიდეს პერსონას“ წარმოადგენს და მასთან შეხვედრა სიამოვნებად მიიჩნია.
"ბატონო პრეზიდენტო, მადლობა მოწვევისა და თბილი მიღებისთვის, რომელიც თქვენ და პირველმა ლედიმ გამიწიეთ მე და ჩემს მომავალ მეუღლეს! მზად ვარ, ჩემი წვლილი შევიტანო და შთაგონება მივცეთ ახალ თაობებს. ავაშენოთ მომავალი, რომელიც განსაზღვრულია სიმამაცით, პასუხისმგებლობითა და გრძელვადიანი მშვიდობით." - წერს კრიშტიანუ რონალდუ.



ალბათ, თქვენც თვალში მოგხვდებოდათ ჯორჯინა როდრიგესის ბეწვის ქურქი - Elpidio Loffredo-ის მუხლამდე სიგრძის ყავისფერი ქურქის ღირებულება 24 700 ევროა. მისი Hermès Kelly-ის შავი ნიანგის ტყავის ჩანთა კი ამ დროისთვის 75 000 ევროა.