"მგონი სანტა-კლაუსი მოგონილია. აბა თუ მოგონილი არაა, ირმებ-შებმული მარხილით როგორ დაფრინავს?" - რა დიალოგს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი - Marao

"მგონი სანტა-კლაუსი მოგონილია. აბა თუ მოგონილი არაა, ირმებ-შებმული მარხილით როგორ დაფრინავს?" - რა დიალოგს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი

2025-11-21 10:43:24+04:00

ალისკა სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობაში დიდი სიყვარულით სარგებლობს. მან მალევე დაიმსახურა ხალხის სიმპათია. ალისკას ვიდეოები სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება და სოფო ნიჟარაძეც ხშირად აქვეყნებს მის კადრებს.

ამჯერად მიხეილ სააკაშვილმა ალისას და სოფოს დიალოგი გამოაქვეყნა.

"ალისა ეუბნება სოფოს - მგონი სანტა-კლაუსი მოგონილია. აბა თუ მოგონილი არაა, ირმებ-შებმული მარხილით როგორ დაფრინავს? ირმები ხომ არ დაფრინავენ.

ნუ ეს საახალწლო ჯადოსნობაა - პასუხობს სოფო.

კი მაგრამ ამდენ ბავშვებს რომ ურიგებს საჩუქრებს, ფული საიდან აქვს?

სოფო - მუშაობს.

ალისა - ხოდა მინდა ვიცოდე ზუსტად სად მუშაობს და რა ხელფასს იღებს ისეთს, რომ ამდენის დარიგება შეუძლია?

ამ ბავშვმა 5 წლის ასაკში უკვე იცის, რომ უფასო ფული არ არსებობს," - წერს მიხეილ სააკაშვილი.

  • "ყველაფერზე აქვს პასუხი მზად" - სოფო ნიჟარაძე პატარა ალიკას ვიდეოს აქვეყნებს 

მიხეილ სააკაშვილის შვილები 

მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა 2012 წელს დატოვა, თუმცა ბოლო წლებში ის ჩვენს ქვეყანაში მაინც აქტუალური პერსონაა არა პოლიტიკური საქმიანობის, არამედ პირადი ცხოვრების გამო. 

მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დაქორწინებული იყო სანდრა ელისაბედ რულოვსზე. ათ ქორწინებაში ორი შვილი, ედუარდი და ნიკოლოზი შეეძინათ. 

  • ვინ არის თინა კანდელაკის ქალიშვილი, რომლის ფოტოსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ყოფილ პრეზიდენტსა და ცნობილ ქართველ მომღერალს, სოფო ნიჟარაძეს, საერთო შვილი, ელის-მარია სააკაშვილი ჰყავთ. სოფო ორსულობისა და შვილის გაჩენის პერიოდში საჯარო ცხოვრებიდან გაქრა, ქვეყნიდან წავიდა და შვილის ვინაობას დიდი ხნის მანძილზე მალავდა, თუმცა რამდენიმე წლის წინ ის სამშობლოში შვილთან ერთად დაბრუნდა. 

მითქმა-მოთქმა გამოიწვია მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინელი დეპუტატის, ელიზავეტა იასკოს ერთად გამოჩენას. 2021 წელს, როცა ჯერ კიდევ ყველა სოფო ნიჟარაძისა და მიხეილ სააკაშვილის რომანზე საუბრობდა, ყოფილმა პრეზიდენტმა საჯარო მიმართვა ჩაწერა და თქვა, რომ მას ურთიერთობა იასკოსთან ჰქონდა. 

გასულ წელს მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მის ცხოვრებაში უკრაინის მნიშვნელობაზე საუბრობდა. წერილში მან ახსენა, რომ უკრაინაში მისი ქალიშვილი, ჟასმინი ცხოვრობს, რომლის ნახვაც ჯერ ვერ მოახერხა: "უკ­რა­ი­ნაა ჩემი პა­ტა­რა უკ­რა­ი­ნე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი ჟას­მი­ნი, რომ­ლის ნახ­ვი­სა და ხელ­ში აყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ჯერ არ მქო­ნია".