"ყველას ეგონა, რომ ჩემი ყოფილი ქმრის დაფინანსებით მივდიოდი... თავს არავის ვაცოდებ, შესაცოდებელი არაფერი მჭირს" - თამო ვაშალომიძე განქორწინების მიზეზებზე - Marao

"ყველას ეგონა, რომ ჩემი ყოფილი ქმრის დაფინანსებით მივდიოდი... თავს არავის ვაცოდებ, შესაცოდებელი არაფერი მჭირს" - თამო ვაშალომიძე განქორწინების მიზეზებზე

2025-11-22 01:00:31+04:00

„ასე მოხდა, სამწუხაროდ. რთულად გადავიტანე, მაგრამ ძალიან დამეხმარა ჩემი ღონისძიებები, ჩვენებები, კინოში გადაღება, თეატრში კურსები გავიარე... მაქსიმალურად დავიტვირთე და მიხარია, რომ გამოვდივარ გარეთ და ვსუნთქავ თავისუფლად. 

მემუქრებოდნენ ჩემი ბრენდის წართმევით. კი, ეს უკავშირდება ჩემს განქორწინებას, მაგრამ მე ხომ უშიშარი გოგო ვარ. ამის რისკი არ არსებობს, მუქარები არ ჭრის ჩემთან, მე მეკუთვნის ეს ბრენდი, ჩემია. 

  • "მინდოდა, გვქონოდა ქორწილი, კაბაც შერჩეული მქონდა, მინდოდა კიდევ ერთი შვილი..." - თამო ვაშალომიძე აკა სამხარაძესთან განქორწინების შესახებ

კარგი მამაა, კარგი ურთიერთობა აქვს ორივე ბავშვთან. ამ ქვეყანაშიც შეუძლია ქალს, კაცის დახმარების გარეშე მიაღწიოს იმას, რასაც სურს. ქალმა არ იცის, რამხელა ენერგიის და ძალის მატარებელია. ხანდახან გარშემომყოფები თრგუნავენ ამას და აჯერებენ, რომ არიან სუსტი არსებები. ჩვენ ქალებს ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. 

ინგლისურს ახლა ვსწავლობ, უნივერსიტეტი დამთავრებული არ მაქვს, 15 წლიდან მარტო ვცხოვრობ და მუშაობა იყო ჩემთვის პრიორიტეტი. თუ ახლა ზიხართ სახლში და ვინმე გეუბნებათ, რომ თქვენ ხართ მხოლოდ ბავშვებისთვის გაჩენილები, თქვენ თქვენი ოცნებები არ უნდა აიხდინოთ - ქალებს ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ, სადაც არ უნდა ვიყოთ და როგორი განათლებაც არ უნდა გვქონდეს. 

როცა ჩემი ბრენდი შევქმენი, ღონისძიებებზე დავიწყე სიარული, ყველას ეგონა, რომ ჩემი ყოფილი ქმრის დაფინანსებით მივდიოდი. თავიდან მართლაც დამეხმარა, პირველი 6 თვის მანძილზე, ახლა ჩემი ბრენდი თვითკმარია. 

ახალი სახლი, ახალი მანქანა, ყველაფერი ახალია ჩემს ცხოვრებაში - ეს არის ბოლო შემთხვევა, როცა ჩემს ყოფილ ქმარზე ვსაუბრობ. თავს არავის ვაცოდებ, შესაცოდებელი არაფერი მჭირს. ქმარი აღარ მეყოლება, აღარც საქორწინო კაბა აღარ მინდა... დაბადების დღეს გადავიხდი იმ ადგილას, სადაც ქორწილი მინდოდა, ჩავიცვამ არა საქორწინო, მაგრამ თეთრ კაბას - არ არიან საჭირო კაცები ოცნებების ასახდენად", - თქვა თამო ვაშალომიძემ "პოდკასტი Eclectic'ა"-ში სტუმრობისას. 

VASHALOMIDZE

თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტოსესიებითა და განცხადებებით მიიპყრო. ის ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში. ამის გარდა, ის სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია, აქვს "ფეისბუკის", "ინსტაგრამისა" და "ტიკ-ტოკის" საკუთარი არხები და გამომწერებს ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამ გზით უზიარებს.

  • „დედამისმა ჩვენს შორის გააღვივა აგრესია... დღეს ჩვენ გადასარევი ურთიერთობა გვაქვს” - ნეკა დოროყაშვილის აღიარება: რას წერს მოდელი ყოფილი დედამთილისა და მეუღლის შესახებ

 "პირველი წარმატება იყო მაშინ, როდესაც საქართველოს სახელით კოსოვოში წავედი, 2013 წელს. საქართველოში კონკურსი "მის ბიკინი" ჩატარდა. საუკეთესო ოცეულში მოვხვდი და მერე გამოვეთიშე. ჩემმა მენეჯერმა გამიშვა კოსოვოში, იქ "მის თავისუფლება" ტარდებოდა. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობდი, აქ არ გამიმართლა და ბედი იქ უნდა მეცადა. ამ კონკურსში "პრესის რჩეული" გავხდი. ჩემი ტიტული ლენტზე დიდი ასოებით ეწერა და რომ გადამკიდეს, ეგრე ჩამოვედი საქართველოში. უზომოდ გახარებული ვიყავი."

თამო დაქორწინებული იყო ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.

  • "პირველად ვიტყვი საჯაროდ, რომ იქ მთხოვა ხელი და თანხმობა ვუთხარი..." - აჩიკო ბერიძის მეორე ქორწინება და ჟურნალისტი მეუღლე

" ახლა ჩემი მეუღლე არის ჩემი მარჯვენა ხელი, სული, გული; ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. მაგრამ სანამ მას გავიცნობდი, თავად ძალიან ბევრი ვიშრომე. გულწრფელად გეტყვი, მაშინ ბევრი რამ არც ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა. გულუბრყვილო ვარ-მეთქი, ხომ გითხარი, ხანდახან ტელევიზიები სიუჟეტებისთვის სათავისოდ მიყენებდნენ. გამოუცდელი რომ ხარ, გგონია, ყველა კეთილია, ყველას მოსწონხარ, მერე თავს გესხმიან და ხმასაც ვერ იღებ, გეშინია არ დაგბლოკონ, არ გაგაშავონ. ეს ყველაფერი გამოვიარე. მებრძოლი რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ჩემი რეალობა ასეთი არ იქნებოდა." - ამბობდა თამო ერთ-ერთ ინტერვიუში.