"ძალიან ეჭვიანი ვარ, ოღონდ არასდროს საბაბს არ მაძლევს, მე შემიძლია უსაბაბოდაც ვიეჭვიანო..." - მომღერალი გიორგი ძოწენიძის ოჯახური იდილია - Marao

"ძალიან ეჭვიანი ვარ, ოღონდ არასდროს საბაბს არ მაძლევს, მე შემიძლია უსაბაბოდაც ვიეჭვიანო..." - მომღერალი გიორგი ძოწენიძის ოჯახური იდილია

2025-11-24 12:16:21+04:00

საქართველოში მომღერალ გიორგი ძოწენიძეს ბევრი იცნობს - მისი მუსიკალური ჯგუფი ხშირად მართავს კონცერტებს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. გიორგი ძოწენიძეზე ბოლო დროს ბევრს საუბრობენ არამხოლოდ მისი მუსიკალური კარიერის, არამედ სამოქალაქო პოზიციისა და პოლიტიკური გემოვნების გამოც. 

გიორგი ძოწენიძის მეუღლე მია მაჩაბელია. წყვილი ორ შვილს, ანიტას და ანდრიას ზრდის. 

ცოტა ხნის წინ ნოე სულაბერიძეს გადაცემაში სტუმრობისას გიორგიმ მშობლებზე და ძმაზე ისაუბრა. გიორგის ძმა ექიმი ლევან ძოწენიძეა, რომელიც დღეს გერმანიაში საქმიანობს.

"დავიბადე თბილისში, პირველ სამშობიაროში, ჩვეულებრივ, სტანდარტულ თბილისურ ოჯახში. მამაჩემი წარმოშობით ტყიბულიდან არის, უნივერსიტეტში გაიცნო დედაჩემი, რომელიც თბილისიდან არის, შეუყვარდათ ერთმანეთი და  დაოჯახდნენ. ჯერ შეეძინათ ჩემი ძმა, რომელიც ჩემზე 6 წლით უფროსია. ჩემი ძმა წარმატებულია ექიმია, გერმანიაში საქმიანობს და ძალიან საამაყო ადამიანია ჩვენი ოჯახისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც. 

მამაჩემი ტყიბულში დაიბადა და გაიზარდა. სკოლა იქ დაამთავრა და სახლიც გვაქვს სოფელ ძიროვანში," - ამბობდა გიორგი.

ამასთან, მან მეუღლეზეც ისაუბრა, გაიხსენა, თუ როგორ გაიცნო წყვილმა ერთმანეთი და როგორ ახერხებდა ის, კოვიდპანდემიის მიუხედავად, რჩეულის ნახვას. 

"მე და მიას ძალიან თანამედროვე ისტორია გვაქვს, სოციალურ ქსელში გავიცანით ერთმანეთი. ჩვენს საერთო მეგობართან შევხვდი თავიდან, უბრალოდ დავინახე, არც გამიცნია, ვიზუალურად ძალიან მომეწონა.

ბავშვობის მერე, ის იყო პირველი გოგო, რომელთანაც იმდენად დავიბენი, პირველ პაემანზე რა უნდა უთხრა, რომ არ იცი. ჩვენი ისტორია ძალიან სწრაფად განვითარდა. ერთმანეთი რომ გავიცანით, დაახლოებით ერთ თვეში შევხვდით და დაიწყო პანდემია. პანდემია რომ დაიწყო, ჩვენ ვერსად ვერ დავდიოდით. რესტორნებიც დაკეტილი იყო, გარეთ სეირნობაც შეზღუდული იყო. სულ ერთად ვიყავით, ხან მასთან ეზოში, ხან ჩემთან. 6-7 თვის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთს ყოველდღე ვხვდებოდით. დღეში 8-9 საათს ერთად ვატარებდით. 

  • "პირველი გოგო რომ შემეძინა, მოლოცვისას რამდენიმემ მითხრა, არა უშავს, გოგო რომ გეყოლაო" - გიორგი ძოწენიძე მალე მეორე შვილის მამა გახდება 

ძალიან ეჭვიანი ვარ, ოღონდ არასდროს საბაბს არ მაძლევს, მე შემიძლია უსაბაბოდაც ვიეჭვიანო. ვინმემ თუ რაღაც სხვანაირად შეხედა მიას, შემიძლია ძალიან დავიძაბო. მაგრამ ჩემი მეუღლე იმდენად ჭკვიანურად იქცევა და იმდენად კარგად მიცნობს, რომ არასდროს არ მაეჭვიანებს. ჩემი მეორე ნახევარი, ისეთი რომ იყოს, როგორიც მე ვარ, საერთოდ როგორ გავძლებდი, არ ვიცი. მია არის გმირი. მე ისეთი პროფესია მაქვს, ვიღაცამ კომპლიმენტი რომ მითხრას, ყოველთვის ვეუბნები - შენ ენაცვალე. მე ჩემი მსმენელი უფრო მიყვარს, ვიდრე მათ ვუყვარვარ. ამას რომ ხედავს მია, მე იგივე სითბოს რომ ვუბრუნებ, ძალიან რთულია" - ამბობს გიორგი.

 

"მიხარია, რომ გიორგი არის ჩემ გვერდით. გარდა იმისა, რომ გიორგი არის კარგი მეუღლე, არის ძალიან კარგი მეგობარი. ის რომ ასეთი კარგი ოჯახი გვაქვს, ეს არის ჩვენი მეგობრობის დამსახურება" - ამბობდა მია.