"ჩემი კირა გაქრისტიანდა" - ნანუკა გულუა ქალიშვილის ნათლობიდან ფოტოებს აქვეყნებს - Marao

"ჩემი კირა გაქრისტიანდა" - ვინ არიან ნანუკა გულუას უმცროსი ქალიშვილის ნათლიები

2025-11-24 13:39:04+04:00

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა სამი შვილის დედაა. როგორც ნანუკა წერს პატარა კირა კაშია მოინათლა.

"ჩემი კირა გაქრისტიანდა! პატრიარქის,ნინიკოს და გუგას ნათლული!" - წერს ნანუკა და ნათლობიდან ფოტოებს აქვეყნებს.

  • 2025 წლის "ბეიბი ბუმი" - TOP 8 ცნობილი ქალი, რომლებიც წელს დედები გახდნენ 

ნანუკა გულუა

ნანუკა გულუამ რჩეულზე, კახა კაშიაზე 2021 წელს იქორწინა. როგორც თავად ამბობდა, მათი ქორწინება მოულოდნელად გადაწყდა და ამაში დიდი წვლილი ოჯახის წევრებსაც მიუძღვით.

ნანუკასა და კახას სამი შვილი, ნინა, ირაკლი და კირა ჰყავთ. ნანუკა თავად ხშირად აღნიშნავს, რომ მის ასაკში დედობა კიდევ უფრო განსაკუთრებული გრძნობაა. მისი თქმით, ორი შვილის ყოლა გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა მზადაა, რამდენი შანსიც მიეცემა, იმდენჯერ გახდეს დედა. მსახიობი ცოტა ხნის წინ ხუმრობდა კიდეც, რომ მოსწონს, როცა ორსულობის დროს მასზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და მეოთხე შვილის ყოლაზეც დაფიქრდება.

  • "არასდროს არ გავამხელ ჩემი ძმის დედის ვინაობას სანამ ცოცხალი ვარ, რადგან მე მას პირობა მივეცი" - რას ამბობს ნანუკა გულუა მოპარულ ძმაზე 

„იმედია, ქვის სროლას არ დავიწყებ. ამის გარანტიასაც ვერ ვიძლევი. პირველი მშობიარობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი მქონდა იდეალური. არაფერზე მინერვიულია და ემოციებს ზედმეტად არ ავყოლივარ. მეორე ორსულობაც იდეალური იყო. ორსულობის შემდგომი დეპრესია ორ თუ სამ კვირას გაგრძელდა. რომელმაც ჩემ ფსიქიკას დიდი დაღი დაასვა. რაც ყველაზე უცნაურია, ორსულობის პერიოდში ვმშვიდდები, ემოციურადაც უფრო კარგად ვარ.“ – ამბობს ნანუკა გულუა.