UFC-ის ორი წონის ჩემპიონი ილია თოფურია, როგორც ცნობილი გახდა, მეუღლეს, ჯორჯინა უზკატეგუის დაშორდა. წყვილს ერთი საერთო შვილი, ჯორჯინა ჰყავს. ჯორჯინა უზკატეგუი დაშორების შემდეგ ხშირად აქვეყნებს შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.
ამჯერად ქალიშვილთან ერთად გადაღებული კადრები ჩემპიონმა ილია თოფურიამ გააზიარა: "ყოველდღე მენატრები, ჩემო პატარავ" - წერს ილია თოფურია.

როგორც ცნობილია, ილია თოფურია ოფიციალურად დაქორწინებული არასდროს ყოფილა, თუმცა მას წარსულში სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა მისი შვილის, ჰუგოს დედასთან. ამ ურთიერთობის შესახებ ილიას საჯაროდ არასდროს უსაუბრია, თუმცა ჰუგოს შესახებ ხშირად წერს.
ილია თოფურიას მეორე საჯარო ურთიერთობა ჯორჯინა უზკატეგუისთან ჰქონდა. კომპანიას, სადაც უმშვენიერესი ჯორჯინა მუშაობს, "Future and Energy" ჰქვია და სპეციალიზებულია ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე.
ინსტაგრამზე, სადაც ჯორჯინას 200 ათასი გამომწერი ჰყავს, წყვილი ხშირად აზიარებდა სასიყვარულო პოსტებსა და ერთობლივ ფოტოებს. მისი ოფიციალური LinkedIn ანგარიში ცხადყოფს, რომ იგი ძირითადად ცხოვრობდა მაიამიში, ფლორიდაში. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მაიამის უნივერსიტეტში 2016 წელს. მოგვიანებით კი სწავლა გააგრძელა ბოსტონის უნივერსიტეტში. ფლობს სამ - ესპანურ, იტალიურ და ინგლისურ ენებს. ჯორჯინამ აქტიური კარიერა 2015 წელს დაიწყო, როცა მარკეტინგის მიმართულებით სტაჟიორად დასაქმდა. ორ წელში მარკეტინგის სპეციალისტის კვალიფიკაცია მიიღო და Sanclemente Group-ში გააგრძელა მუშაობა. 2022 წელს კი მან საკუთარი კომპანია "Future and Energy" დააარსა.

ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის ერთი წლის წინ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც დედის სახელი, ჯორჯინა დაარქვეს. წყვილი პატარა ჯორჯინასა და ჰუგოს ერთად ზრდიდა. ოჯახის, ოჯახური ცხოვრებისა და დედობის შესახებ კი ჯორჯინა საკუთარ გვერდზე ხშირად წერდა.
რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, ილია თოფურიამ და ჯორჯინა უზკატეგუიმ სოციალურ ქსელებში საერთო ფოტოები წაშალეს. ამასთან, მათ ერთმანეთის გამოწერაც გააუქმეს. ესპანური მედია, მაგალითად, elperiodico.com, diariosur.es აქვეყნებენ სტატიებს, სადაც მათი დაშორების შესახებ წერენ. წყვილს ურთიერთობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.
რამდენიმე დღის წინ კი, დასავლური სპორტული მედიის (Sportscasting) ინფორმაციით, ილია თოფურიას მეუღლემ, ჯორჯინა უსკატეგი ბადელმა, რომელიც წლების განმავლობაში სპორტსმენს გვერდით ედგა, ოქტომბრის დასაწყისში განქორწინებაზე ოფიციალური სარჩელი შეიტანა. თუმცა, როგორც Sportscasting წერს, განშორებას თან ახლავს სერიოზული ფინანსური გამოწვევა: ჯორჯინა ბადელი, სავარაუდოდ, თოფურიას აქტივების 50%-ს ითხოვს, მაშინ როდესაც ჩემპიონის ამჟამინდელი ქონება დასავლურ მედიაში რამდენიმე მილიონ დოლარზე მეტად არის შეფასებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქონებრივი დავა სერიოზული მასშტაბისაა.