ცეცხლოვანი იტალიელების ვარსკვლავური წყვილი: დევა კასელი შეყვარებულთან ერთად Cartier -ის ღონისძიებაზე გამოჩნდა - Marao

ცეცხლოვანი იტალიელების ვარსკვლავური წყვილი: დევა კასელი შეყვარებულთან ერთად Cartier -ის ღონისძიებაზე გამოჩნდა

2025-11-25 12:12:10+04:00

რომში, კაპიტოლინის მუზეუმებში, Cartier სამკაულებსა და უძველეს ქანდაკებებს შორის მარადიულ დიალოგს აცოცხლებს.  ეს არის მოგზაურობა ღვთაებრივ, კლასიკურ გეომეტრიასა და მაღალ საიუველირო ქმნილებებს შორის, რომელიც ანტიკურ ამბავს თანამედროვე ენით გვიყვება. 

Cartier-ის ამ გამოფენის გახსნა კიდევ უფრო უთამთამებდათ გახადა ვარსკვლავურმა დუეტმა, დევა კასელმა და საულ ნანნიმ. ახალგაზრდა იტალიელი წყვილის ფოტოები Vogue Italia-მ გამოაქვეყნა.

deva

ამომავალი ვარსკვლავი, დევა კასელი და მისი პარტნიორი, საულ ნანნი ერთად პირველად 2023 წლის ოქტომბერში გამოჩნდნენ, მას შემდეგ წყვილი ხშირად ესწრება საჯარო ღონისძიებებს, ჩვენებებსა თუ ფილმის პრემიერებს. მათი გამოჩენა კი ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს. 

დევა კასელის ისტორია  

დევა კასელი დაიბადა 2004 წლის 12 სექტემბერს რომში. მისი მშობლები იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩი და ფრანგი მსახიობი და რეჟისორი ვინსენტ კასელი არიან.დევას ბავშვობამ მრავალკულტურულ გარემოში გაიარა: იზრდებოდა პარიზში, რომსა და რიო-დე-ჟანეიროში. ეს შესაძლებლობა მისთვის მრავალენოვანი უნარების განვითარების წინაპირობა გახდა - იგი თავისუფლად ფლობს იტალიურს, ფრანგულს, ინგლისურსა და პორტუგალიურს. 

  • მოდელი და პოლიგლოტი: საინტერესო ფაქტები მონიკა ბელუჩის ქალიშვილის, დევა კასელის შესახებ

დევამ მოდის სამყაროში პირველად 14 წლის ასაკში შეაბიჯა, როცა გახდა Dolce & Gabbana-ს სუნამოს კამპანიის სახე. მისი ბუნებრივი სილამაზე, თავდაჯერებული დგომა კამერის წინ და იტალიური ელეგანტურობა მაშინვე შეინიშნა მოდის კრიტიკოსთა მხრიდან. მას შემდეგ კასელი გამოდის ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორიცაა Jacquemus, Coperni, Alberta Ferretti და ისევ და ისევ Dolce & Gabbana.

დღესის არის Dior-ის და Cartier-ის ბრენდ-ამბასადორი, რომელსაც მხოლოდ გამორჩეული მოდელები იკავებენ.

  • "დევას ეპოქა მოდის" - მონიკა ბელუჩის ქალიშვილის შთამბეჭდავი ფოტოები DIOR-ის შოუდან

დევას დებიუტი კინოში 2023 წელს, იტალიურ ფილმში La Bella Estate („ლამაზი ზაფხული“) შედგა, სადაც განასახიერა ახალგაზრდა გმირი  ამელია. კინოკრიტიკოსების თვალს არ გამოპარვია მისი ბუნებრივი თამაშის მანერა და ეკრანული მომხიბვლელობა.

2025 წელს კი ის ერთ-ერთ მთავარ როლში  Netflix-ის სერიალში „ლეოპარდი“ გამოჩნდა, სადაც ანჯელიკა სედარას როლს ასრულებს. 

აღსანიშნავია, რომ სერიალში დევას პარტნიორობას შეყვარებული, სოლ ნანნი უწევს.

  • რატომ მალავენ მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი უმცროს ქალიშვილს - ვინ არის ლეონ კასელი და როგორ გამოიყურება ის

”წიგნის ნახევარი დიდი ხნის წინ მქონდა წაკითხული, ფილმის ნაწილები მქონდა ნანახი, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და იცით, ამ ასაკში ძნელია ყველა ქვეტონის, ცნების გაგება. ასე რომ, როცა ანჟელიკას როლი შემომთავაზეს, ჩემთვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იყო. გადაღებები 6 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ, რამდენიმე კვრის შემდეგ პერსონაჟის აზრებისა და მოქმედების გაანალიზება დავიწყე...ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ეს იყო საშუალება, მეჩვენებინა ყველა განსხვავებული ემოცია და მდგომარეობა" - განაცხადა დევამ ინტერვიუში საუბრისას.