GUCCI 2027 წლის კრუიზულ კოლექციას წარადგენს - სად და როდის ვიხილავთ დემნა გვასალიას პირველ კოლექციას იტალიური მოდის სახლისთვის - Marao

GUCCI 2027 წლის კრუიზულ კოლექციას წარადგენს - სად და როდის ვიხილავთ დემნა გვასალიას პირველ კოლექციას იტალიური მოდის სახლისთვის

2025-11-27 11:11:24+04:00

2027 წლის 16 მაისს GUCCI კრუიზულ კოლექციას ნიუ-იორკში წარადგენს. ეს, მილანის სადებიუტო ჩვენების შემდეგ, იქნება დემნას პირველი კოლექცია ბრენდისთვის. 

ამ პრეზენტაციით მოდის სახლი ბრუნდება იმ ქალაქში, რომელიც დიდი ხანია განასახიერებს მის სულისკვეთებას - ადგილს, სადაც თამამი ხედვა და თანამედროვეობა კვლავ ხვდება და შთააგონებს ერთმანეთს“, - ნათქვამია GUCCI-ს განცხადებაში, რომელიც პირველად WWD-მ გაავრცელა. 

  • პირველად ისტორიაში: ორი ქართველი, მატილდა გვარლიანი და დემნა გვასალია GUCCI-ისთვის 

დემნა გვასალიას სადებიუტო კოლექცია Gucci-ში

სულ ცოტა ხნის წინ დემნა გვასალიას Gucci-სთვის შექმნილი პირველი კოლექცია ხელმისაწვდომი გახდა. მსურველებს კოლექციის Lookbook-ის დათვალიერება უკვე შეუძლიათ. ეს ამბავი განსაკუთრებით საინტერესო და აღმაფრთოვანებელი აღმოჩნდა ქართველებისთვის, რადგან  Lookbook-ში ქართველ მოდელს, მატილდა გვარლიანსაც შეხვდებით. მისი ფოტო კი თავად Gucci-ს ოფიციალურ Instagram გვერდზეც შეგიძლიათ ნახოთ. ეს ქართველი დიზაინერისა და ქართველი მოდელის პირველი გადაკვეთაა Gucci-ში. 

დემნამ პირველი კოლექცია მილანის მოდის კვირეულზე წარადგინა. სადაც ერთ-ერთი მოდელი მატილდა გვარლიანიც იყო.

  • „10 წლის შემდეგ მამა ვიქნები და სხვა რაც არ უნდა ვაკეთო, ეს იქნება ჩემი მთავარი საქმე" - დემნა გვასალია ოჯახისა და მომავლის შესახებ 

დემნას ხედვა Gucci-ისთვის 

„მე მებრძოლი ვარ და ცხოვრებაში უმეტესად რაღაცების დამტკიცება მიწევს, ამიტომ გარე მოლოდინები გვერდით მოვლენად იქცევა“.

WWD-სთან საუბრისას დემნამ აღნიშნა, რომ ის მზადაა ამ გამოწვევისთვის, კარგად იცის, რომ მისი პირველი კოლექცია მიკროსკოპულად შემოწმდება ამ სფეროს ექსპერტების მიერ, მაგრამ მან იცის, როგორ გაუმკლავდეს ამ ზეწოლას.

"მე ჯერ არ წარვადგენ ჩემს ხედვას, არამედ ვაშენებ პლატფორმას, რომელზეც შემდეგ დავაშენებ ჩემს ხედვას. მინდა, ჩემი ინტერპრეტაციით შევცვალო Gucci-ის გაგება და აღქმა", - ამბობს ის. პირველ ოლექციას დემნა გვასალიამ "ბავშვური ნაბიჯები" უწოდა. 

„გუჩის“ იმიჯის აღსაწერად, დემნამ შექმნა პერსონაჟების სერია, რომლებიც „ლა ფამილიას“ ნაწილია, თითოეულს თავისი პიროვნება და დამოკიდებულება აქვს. ახლად დანიშნულ პრეზიდენტთან და აღმასრულებელ დირექტორთან, ფრანჩესკა ბელეტინისთან თანამშრომლობით, დიზაინერმა გადაწყვიტა, ორშაბათს გამოეცა კატრინ ოპის მიერ გადაღებული ლუქ-ბუქი.