მომღერალმა ბარბარა სამხარაძემ ქართველ მსმენელს თავი პატარა ასაკიდან დაამახსოვრა. მან 14 წლის ასაკში გაიმარჯვა მეგა შოუ "ნიჭიერში" და ამის მერე მუდმივად ექცეოდა ყურადღების ქვეშ. ბარბარამ ცოტა ხნის წინ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ ის ცოტა ხნის წინ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის "სხვა ნანუკას" სტუმარი იყო.
როგორც ბარბარამ თქვა, ოპერაციის შემდეგ დაეწყო მენტალური პრობლემები და ფსიქოლოგთანაც დასჭირდა საუბარი. ამასთან გაიხსენა ის დრო, როცა ჭარბი წონის გამო ქუჩაში და გარე ობიექტებში ვერ იკვებებოდა.
"ჩემი ცხოვრების მონაკვეთი მოვარგე ამ ოპერაციას, ყოველგვარი აქტიურობისგან შევიკავე თავი. ოპერაცია გავიკეთე პარასკევს და უკვე მეორე შაბათს ვიყავი სტუდიაში, ნაკერები ჯერ კიდევ მედო და ჩვეულებრივ ჩავატარე გაკვეთილი. 20 დღეში დავიწყე კონცერტისთვის მზადება და, დაახლოებით, თვე-ნახევარში წავედი საბერძნეთში, სადაც მქონდა კონცერტი, აქედან გამომდინარე, ექიმთან სულ ვიყავი კონტაქტზე.
ერთი წლის განმავლობაში არავინ იცოდა, რა ხდებოდა ჩემს თავს. ეს ყველაფერი აკვარიუმში ხდებოდა, სოციალურ ქსელში ფოტოებსაც არ ვდებდით. აქედან გამომდინარე, ეს სისუსტე დამეტყო, როცა ნაჭუჭი გავარღვიე. დავიწყე ვარჯიში და მივხვდი, რომ თითქოს ენერგია არ მყოფნიდა. სახლში, რომ დავბრუნდი, განსაკუთრებულად მტკიოდა ყველაფერი. წონა, რომ დამაკლდა ზურგის ტკივილი დამეწყო. ეს ოპერაცია არის გზა, რომელიც შენით უნდა გაიარო, მენტალურად უნდა მოემზადო. ოპერაციის შემდეგ ვარჯიში გჭირდება, მითუმეტეს მაშინ, როცა ხარ პატარა ასაკის, მაშინ, როცა გინდა ცხოვრება სხვანაირად წაიყვანო.
ასე უცებ განხორციელებული ჩემი ჩანაფიქრი წონის კლებასთან დაკავშირებით დეპრესიას დაუკავშირდა. ფსიქოლოგთან დამჭირდა სიარული. როცა დაახლოებით 40 კგ დავიკელი, ოპერაციიდან მხოლოდ 6-7თვე იყო გასული. ამ დროს მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. სახლივით იყო ჩემი სხეული და ამ ყველაფრის დატოვება რომ მიწევდა, რთული გასააზრებელი იყო. ვფიქრობდი წონას, რომ დავიკლებ ყველას მოვეწონები-მეთქი. არ მეგონა ეს ყველაფერი ასე მოკლე დროში თუ მოხდებოდა. ბევრი ფიქრის მერე მივხვდი, რომ წონა არაფერია, თუ ადამიანს არ მოსწონხარ. ჭარბწონიანი ადამიანი ფიქრობს, რომ ყველა პრობლემა უკავშირდება წონას, საზოგადოება და შენ ხართ ცალ-ცალკე ფენომენი.
ფსიქოთერაპევტს ვეუბნებოდი, რომ ვხდები მეშინია, ვფიქრობ, სხვა ადამიანი გავხდები-მეთქი. სხვა ადამიანი არა ვიზუალურად, არამედ მენტალურად. ჩემს აღქმაში ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ვისაც ბარიატრიული ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და მათი დამოკიდებულება იმის მიმართ, თუ ვინ იყვნენ, იყო აგრესიული.
ძროხა, სპილო - თავის თავს მსგავსად მოიხსენიებდნენ და ისე არ მინდოდა ეს ყველაფერი მეც მეთქვა. ამ დროს ჩემს თავს ვუთხარი, კოდური სიტყვა "ბადრიჯანი" გვექნება და თუ ჩემს თავს ამ სიტყვებით მოვიხსენიებ დამარტყი და ბადრიჯანი დამიძახე-მეთქი. საბედნიეროდ, არ დამჭირვებია "ბადრიჯნის" გამოყენება. ხშირად ვათვალიერებ ჩემს ფოტოებს და საკუთარ თავს ვეუბნები, რომ მიყვარს ჩემი თავი. არც მაშინდელი და არც ახლანდელი ჩემი წონა არ განსაზღვრავს იმ ღირებულებას, რაც შიგნიდან მაქვს.
23 წლამდე არ მიჭამია გარეთ. როცა 14 წლის ასაკში ხდები ცნობილი ადამიანი, როცა მართლა სოფლიდან მოდიხარ და აქ არავინ არაფერი იცის შენზე და ერთხელ, როცა იწყებ ქუჩაში ჭამას და ზედ გაფრინდებიან, არავინ არ ზრუნავს, რომ შენ შეიძლება თავი ცუდად იგრძნო. რამდენჯერაც ვცადე გარეთ ჭამა და ყველა ზედ რომ მიყურებდა, ეგ კიდევ უარესი იყო, რადგან არ იცი, რას ფიქრობენ ამ დროს. ყველა ფიქრობს, რომ ჭარბწონიანი ადამიანი და ბევრი ჭამა არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ჩემს შემთხვევაში ასე არ იყო. არ მინდოდა ხალხს ეფიქრა, ახლა ამას შია და ვერ ითმენს და მაგიტომ შემოვიდაო. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე თუ დავინახავდი ვინმე პუტკუნა ჭამდა, ასე ვფიქრობდი.
მე ჩემს თავს ყოველთვის სხვისი თვალით ვუყურებდი. სარკეში, რომ ვიყურებოდი, ვფიქრობდი, რას იტყოდა "ლამარა დეიდა" ან "დოდო დეიდა". თუმცა ერთ დღესაც მივხვდი, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და ის ადამიანები, ვისზეც მე ვფიქრობ, ჩემზე უფროსები არიან და ისინი როცა წავლენ და მე უკან მოვიხედავ, რა დამრჩება?!" - ამბობს ბარბარე სამხარაძე.
ბარბარა სამხარაძე ქართველი მომღერალი, ტელეშოუ ნიჭიერის 2016 წლის გამარჯვებულია. 2019 წელს მან მონაწილეობა მიიღო პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“.
ბარბარა სამხარაძეს არაერთხელ უსაუბრია საკუთარი ცხოვრების შესახებ. არასდროს დაუმალავს, რომ ზედმეტ წონას სხვადასხვა მეთოდით ებრძოდა, მათ შორის, დიეტებითაც. ცოტა ხნის წინ მან ბარიარტრიული ოპერაცია გაიკეთა და ახლა წონის კლების ხანგრძლივ გზას გადის. ბარბარა, როგორც ყოველთვის, შესანიშნავ ფორმაშია და ახალ ფოტოებზე მეგობრებისა და გულშემატკივრების უამრავ კომპლიმენტს იღებს.
"ბავშვობის სურათებს ხშირად ვათვალიერებ და პატარა ბარბარას ვეუბნები – დღეს რომ "კალოშებით" წახვედი სკოლაში, ხვალ მოგაკითხავს მანქანა და წაგიყვანს იქ, სადაც გინდა. ერთადერთი კომპლექსი მქონდა – ჩაცმის. იმიტომ, რომ მე პროექტში მეორადებში ნაყიდი ტანსაცმლით გამოვედი და დღეს მეორადები ტრენდად იქცა, მე კი ეს ყველაფერი 2015 წელს მაკომპლექსებდა.გამოვედი და დღეს მეორადები ტრენდად იქცა, მე კი ეს ყველაფერი 2015 წელს მაკომპლექსებდა.
ჩემმა დამ როდესაც უნივერსიტეტში ჩააბარა, მას შემდეგ ექსკურსიაზე აღარ ვყოფილვარ. არ ვითხოვდი. ერთადერთი, ეკლესიაში დავდიოდი და მხოლოდ სანთლის საყიდელი ფული მინდოდა", – ამბობდა ბარბარა სამხარაძე.
ახლა ბარბარა სამხარაძის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპია. ის ხშირად წერდა ხოლმე, რომ ჭარბ წონას სხვადასხვა გზით ებრძოდა, ზოგჯერ დიეტით, ზოგჯერ - ვარჯიშით. ახლა კი ოპერაცია გაიკეთა:
"ოპერაციის ამბავს ვმალავდი, მაგრამ ამ თემაზე შეკითხვებს მაინც ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა. სულ ვამბობდი, რომ ჩემს თავს ვიღებდი ისეთს, როგორიც ვიყავი და დღესაც ვფიქრობ, რომ სწორი მიდგომა მქონდა. ინტერნეტსივრცეში ბევრს გაუკვირდა, - ამას საკუთარი თავი ისეთი ხომ მოსწონდა, როგორიც იყო და ოპერაცია რატომ გაიკეთაო? რადგან შენი თავის მიმღებლობა გაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ამბობ ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება ერთ დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს. ანალიზების პასუხები რომ მოვიდა, ექიმმა მითხრა, შენ შეგიძლია დაიკლო წონაში, მაგრამ შემდეგში შენარჩუნებას ვერ შეძლებო. შემეძლო ოპერაციაზე უარიც მეთქვა, მაგრამ საკუთარ წარსულს რომ გადავხედე, გამახსენდა, დამიკლია 10 კილო, 15 და მეტიც, მაგრამ ერთი ჭიქა წვენის მიღებაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მატება დამეწყო. რაც მთავარია, ეს მატება არ იყო 300 და 500 გრამი, კილოგრამს ვიმატებდი. მეტაბოლიზმი მქონდა დარღვეული. რადგან ეს შანსი მომეცა, გავიფიქრე - მოდი, ამ ნაბიჯს გადავდგამ და წავალ წინ, უცნობი მომავლისკენ." - ამბობდა ბარბარა.

ბარბარამ ორი წლის წინ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა.
მან ამ ორი წლის განმავლობაში 70 კგ დაიკლო.
"საბოლოო ჯამში 70 კგ დავიკელი, ჯერ 2 წელიც არ არის გასული. ექიმებთან ვიზიტი უფრო და უფრო მიხარია. აღარ არის ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა. რაც შეეხება ცხოვრების ხარისხს უფრო და უფრო უმჯობესდება. ენერგიასაც ვგრძნობ და ყველაფერს ვაკეთებ, რაც აქამდე არ გამიკეთებია. უფრო გაბედული გავხდი და ჩემს თავში დავრწმუნდი," - ამბობდა ბარბარა.