პოპულარული სპორტული გამოცემის, EssentiallySports-ის ჟურნალისტი, ვრცელ სტატიას უძღვნის UFC-ის ქართველ მებრძოლს, ჩემპიონ ილია თოფურიასა და მისი პირადი ცხოვრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„ვინ არის ქეთა როსტომაშვილი? ილია თოფურიამ გიორგინა უზკატეგუისთან დაშორების შემდეგ ჭორები გააჩინა“ - სტატიას ამ სათაურით ათასობით ნახვა აქვს.
EssentiallySports ტოპ ათეულში მყოფი სპორტული გამომცემელია აშშ-ში. მას Facebook-ზე 85 ათასზე მეტი, ხოლო Instagram-ზე - 33 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.
EssentiallySports დეტალურად მიმოიხილავს ილია თოფურიას პირად ცხოვრებას, მის ურთიერთობას ჯორჯინა უზკატეგუი ბადელთან და განქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, წერს ქართველი ქალის, ქეთა როსტომაშვილის შესახებ. გთავაზობთ EssentiallySports-ის სტატიას ქართულ ენაზე:
ილია თოფურიას, გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საკმაოდ მძიმე პერიოდი ჰქონდა, განსაკუთრებით კი პირად ცხოვრებაში. ვრცელდება ცნობები, რომ ის და ჯორჯინა უზკატეგუი, რომელიც ახლა სავარაუდოდ მისი ყოფილი მეუღლეა, მრავალწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. მსუბუქი წონის ჩემპიონის ყოფილმა პარტნიორმა ინსტაგრამის პროფილიდან თოფურიასთან დაკავშირებული ყველა პოსტი წაშალა, რაც მათ ურთიერთობაში წერტილის დასმას მოასწავებდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ‘ელ მატადორმა’ საკმაოდ სწრაფად გადალახა ეს ეტაპი.
ილია თოფურიამ სოციალური მედიის მომხმარებლები კიდევ ერთხელ აალაპარაკა თავისი პირადი ცხოვრების შესახებ. ყოფილ მეუღლესთან მომხდარი ამბების შემდეგ, მსუბუქი წონის ჩემპიონი სოციალური მედიის მრავალ პოსტში სხვა ქალთან, ქეთა როსტომაშვილთან ერთად გამოჩნდა. ამან არაერთი ჭორი გამოიწვია.
📌 ყველაფერი, რაც ვიცით ქეთა როსტომაშვილის შესახებ
ინტერნეტსა და საჯარო სივრცეში არსებული დეტალების თანახმად, ქეთა როსტომაშვილი თბილისში მცხოვრები მეწარმეა. კერძოდ, ქეთა როსტომაშვილი სილამაზის სტუდიის თანადამფუძნებელია. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით, რამდენად დიდია მისი ბიზნესი ფინანსური თვალსაზრისით, როგორც ჩანს, ის შედარებით ახალი დაწყებულია, რადგან ინსტაგრამზე მხოლოდ 613 გამომწერი ჰყავს. ირკვევა, რომ ქეთას კავშირები მერაბ დვალიშვილთანაც აქვს.

მეორეს მხრივ, მაშინ, როდესაც თოფურიას ურთიერთობის შესახებ სპეკულაციები ვრცელდებოდა, მისმა ყოფილმა მეუღლემ სოციალურ მედიაში არაერთი პოსტი გააზიარა.
მიუხედავად იმისა, რომ ფანები ეჭვობდნენ, რომ ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუი შორის რაღაც რიგზე ვერ იყო, არცერთ მათგანს არ უცდია, საჯაროდ გამოეტანა საკუთარი პრობლემები. როდესაც წყვილები შორდებიან, მათი შვილები ხშირად ხვდებიან ქაოსში, რაც ზოგჯერ საზიანოა მათი ფსიქიკური განვითარებისთვის. თუმცა, ჯორჯინა უზკატეგუიმ ინსტაგრამზე დაარწმუნა საზოგადოება, რომ წყვილის დაშორება არასოდეს იმოქმედებს მის შვილებზე, განსაკუთრებით მის ქალიშვილზე, რომელიც ამ წლის დასაწყისში დაიბადა.
„დედის ნამდვილი სუპერძალა არ არის საფრთხის აცილება, ეს არის იმ სამყაროს შექმნა, სადაც მის ქალიშვილს შეუძლია გაიზარდოს მამაცი, თავისუფალი და უშიშარი“, - დაწერა ილია თოფურიას ყოფილმა მეუღლემ. „ჩემო პატარა ჯორჯინა, ქვეყნად არაფერი მიყვარს იმაზე მეტად, ვიდრე შენი ჩემს ცხოვრებაში ყოფნა და იმის ყურება, თუ როგორ ხდები სიცოცხლით, აზრით და თავმოყვარეობით სავსე ადამიანი. ჩემი მისიაა, მოგცე იარაღები, რომ იყო ძლიერი, მთლიანობის მაგალითი და გაგიძღვე წინ, რომ იყო ბედნიერი“.

ილია თოფურია საჯაროდ არ საუბრობს თავის ურთიერთობებზე და მის სოციალურ მედიაში ძირითადად კარიერასთან დაკავშირებული პოსტებია”, - ვკითხულობთ EssentiallySports-ის სტატიაში.
გამოცემამ სტატია მაშინ მოამზადა, როცა ილია თოფურია საქართველოში იმყოფებოდა - ჩემპიონი ხშირად სტუმრობდა საჯარო სივრცეებს, სადაც გულშემატკივრებმა მასთან უამრავი ფოტო გადაიღეს, შემდეგ კი სოციალურ ქსელში განათავსეს. ფოტოები მედიაში, მათ შორის, უცხოურ მედიაშიც არაერთი ჭორისა და სპეკულაციის საბაბად იქცა - ილია თოფურიას არაერთი ურთიერთობა მიაწერეს, რომლის საფუძველსაც მხოლოდ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოები წარმოადგენდა.


სწორედ ეს შემთხვევაა EssentiallySports-ის მიერ მომზადებული აღნიშნული სტატიაც - ილია თოფურიას საკუთარ პირად ცხოვრებაზე, მათ შორის, არც განქორწინებასა და არც სხვა ურთიერთობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. მეტიც, როცა ქართველ ჩემპიონს წვეულებაზე, სადაც ცოტა ხნის წინ მასთან ერთად ევა ლონგორია, რიკი მარტინი და სხვა ვარსკვლავები იმყოფებოდნენ, მედიის წარმომადგენლებმა განქორწინებასა და მეუღლეზე ჰკითხეს. ილია თოფურიამ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ კამერებთან პირად ცხოვრებაზე არ ისაუბრებს.