მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა დიდი პოპულარობით სარგებლობს. მან ცნობილ ქართულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალებში" მიიღო მონაწილეობა, სადაც სახასიათო მეგრელი ქალის, დოჩი ალიშბაიას როლი შეასრულა. ამის შემდეგ კი მისი პოპულარობა გაიზარდა და ნანუკა ბევრისთვის საყვარელ სახედ იქცა.
ნანუკა დღეს სამი შვილის დედაა. მან 2021 წელს კახა კაშიაზე იქორწინა და დღეს წყვილი ნინას, ირაკლის და კირას ერთად ზრდის.
ნანუკა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს და ამჯერადაც მამა-შვილი კაშიების ფოტო გააზიარა. "ღმერთო არ გამაფრენინო!" - წერს ნანუკა. პატარა კირამ და კახამ უამრავი მოწონება და სიყვარული დაიმსახურეს.


ნანუკა გულუა
ნანუკა გულუამ რჩეულზე, კახა კაშიაზე 2021 წელს იქორწინა. როგორც თავად ამბობდა, მათი ქორწინება მოულოდნელად გადაწყდა და ამაში დიდი წვლილი ოჯახის წევრებსაც მიუძღვით.
ნანუკასა და კახას სამი შვილი, ნინა, ირაკლი და კირა ჰყავთ. ნანუკა თავად ხშირად აღნიშნავს, რომ მის ასაკში დედობა კიდევ უფრო განსაკუთრებული გრძნობაა. მისი თქმით, ორი შვილის ყოლა გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა მზადაა, რამდენი შანსიც მიეცემა, იმდენჯერ გახდეს დედა. მსახიობი ცოტა ხნის წინ ხუმრობდა კიდეც, რომ მოსწონს, როცა ორსულობის დროს მასზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და მეოთხე შვილის ყოლაზეც დაფიქრდება.
„იმედია, ქვის სროლას არ დავიწყებ. ამის გარანტიასაც ვერ ვიძლევი. პირველი მშობიარობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი მქონდა იდეალური. არაფერზე მინერვიულია და ემოციებს ზედმეტად არ ავყოლივარ. მეორე ორსულობაც იდეალური იყო. ორსულობის შემდგომი დეპრესია ორ თუ სამ კვირას გაგრძელდა. რომელმაც ჩემ ფსიქიკას დიდი დაღი დაასვა. რაც ყველაზე უცნაურია, ორსულობის პერიოდში ვმშვიდდები, ემოციურადაც უფრო კარგად ვარ.“ – ამბობს ნანუკა გულუა.