ვინ არის თურქი "ალენ დელონი" - 27 წლის ვარსკვლავის დიდი აღიარება, ამბავი სიყვარულზე და გზა დიდ სცენამდე - Marao

ვინ არის თურქი "ალენ დელონი" - 27 წლის ვარსკვლავის დიდი აღიარება, ამბავი სიყვარულზე და გზა დიდ სცენამდე

2025-11-27 14:16:39+04:00

თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში ახა­ლი ვარ­სკვლა­ვი აინ­თო, რო­მელ­მაც მა­ყუ­რებ­ლის გული არა მხო­ლოდ ნი­ჭით, არა­მედ გულ­წრფე­ლო­ბი­თაც და­ი­პყრო. 27 წლის ათა­ქან ოზ­ქა­ია, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი ახლა უკვე კარ­გად რე­ი­ტინ­გულ დრა­მა­ში - "შო­რე­უ­ლი ქა­ლა­ქი" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ქა­ი­ას რო­ლით, მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა ემო­ცი­უ­რი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით მი­ი­პყრო. ოზ­ქა­ი­ას ის­ტო­რია არის ამ­ბა­ვი ახალ­გაზ­რდა, ამ­ბი­ცი­უ­რი მა­მა­კა­ცის, რო­მე­ლიც მზა­დაა, უდი­დე­სი მსხვერ­პლი გა­ი­ღოს სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბი­სა და ოც­ნე­ბე­ბის გამო.

  • საქართველო 2026 წლის „ოსკარზე" - ია სუხიტაშვილი, დათა ჩიჩუა, მალხაზ აბულაძე... - რას გვიყვება ფილმი „პანოპტიკონი“

ozkaia

ვინ არის ათა­ქან ოზ­ქა­ია: გზა თე­ატ­რი­დან დიდ ეკ­რა­ნამ­დე

ათა­ქან ოზ­ქა­ია სტამ­ბოლ­ში და­ი­ბა­და. მსა­ხი­ო­ბო­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი მას­ში ად­რე­ულ ასაკ­ში­ვე გაჩ­ნდა. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მან სტამ­ბო­ლის ბე­ი­ქენ­თის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო, სა­დაც სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბას და­ე­უფ­ლა. ამას­თან, მა­ნამ­დე ის ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობ­და თე­ატრს მალ­თე­ფეს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს­თან არ­სე­ბულ თე­ატ­რა­ლურ სტუ­დი­ა­ში, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და ისეთ დად­გმებ­ში, რო­გო­რი­ცაა "სიკ­ვდი­ლის მძი­ნა­რე პოზა", "ჰა­ჯი­ვა­ტი და ქა­რა­გო­ზი" და "სის­ხლი­ა­ნი ნი­გა­რი".

  • TOP 5 თურქული სერიალი, რომლებიც გულგრილს ვერავის ტოვებს - სიყვარულის, ძალაუფლებისა და ბრძოლის ისტორიები

ozkaia

მისი დე­ბი­უ­ტი დიდ ეკ­რან­ზე 2014 წელს შედ­გა, სე­რი­ა­ლით "ღირ­სე­ბის სა­კი­თხი", რა­საც მოჰ­ყვა როლი სე­რი­ალ­ში "ეს ჩემი ცხოვ­რე­ბაა". დღეს, ათა­ქა­ნი სე­რი­ალ "შო­რე­უ­ლი ქა­ლა­ქის" ქა­ი­ას რო­ლით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მე­ლიც მისი კა­რი­ე­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­რი­ო­დია.

წაიკითხეთ სრულად