ქალი, რომელსაც ყველა შენატროდა, ქმარმა მიატოვა: როგორ იქცა ქართველი ლამაზმანი მსოფლიო ვარსკვლავად, რომელმაც სიბერე მარტოობაში გაატარა - Marao

ქალი, რომელსაც ყველა შენატროდა, ქმარმა მიატოვა: როგორ იქცა ქართველი ლამაზმანი მსოფლიო ვარსკვლავად, რომელმაც სიბერე მარტოობაში გაატარა

2025-11-27 15:04:34+04:00

ის იყო გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი სი­ლა­მა­ზის ქალი – აბ­რე­შუ­მი­ვით შავი თმით, ნუ­ში­სებ­რი ყა­ვის­ფე­რი თვა­ლე­ბით, მუქი კა­ნით და სხე­უ­ლის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფორ­მე­ბით, რო­მე­ლიც თით­ქოს სწო­რედ მოხ­დე­ნი­ლი ცეკ­ვის­თვის იყო შექ­მნი­ლი. მას "ბა­ლე­ტის შავ მარ­გა­ლიტს“ უწო­დებ­დნენ. ეს მეტ­სა­ხე­ლი არა მხო­ლოდ მის ეგ­ზო­ტი­კურ გა­რეგ­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, არა­მედ დრა­მა­ტუ­ლი რო­ლე­ბის უმაღ­ლე­სი ტექ­ნი­კუ­რი ოს­ტა­ტო­ბით შეს­რუ­ლე­ბის უნარ­საც. მისი არ­ტის­ტუ­ლი კა­რი­ე­რა 40 წელ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის წამ­ყვან სცე­ნებ­ზე.

გაქ­ცე­ვა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი რუ­სე­თი­დან და "ვარ­სკვლა­ვის" და­ბა­დე­ბა

მსოფ­ლიო სცე­ნის დამ­პყრო­ბელ ცნო­ბილ ბა­ლე­რი­ნას, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს თა­ვი­სი იმი­ჯით, მოხ­დე­ნი­ლო­ბი­თა და შე­უ­და­რე­ბე­ლი ტექ­ნი­კით აო­ცებ­და, თა­მარ თუ­მა­ნო­ვა ერ­ქვა. თუმ­ცა, მისი ნამ­დვი­ლი გვა­რი, რო­მე­ლიც და­ბა­დე­ბი­სას მი­ი­ღო, მა­მის – ხა­სი­დო­ვი­ჩი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც გო­გო­ნამ ცეკ­ვა და­ი­წყო, მან უფრო „მუ­სი­კა­ლუ­რი“ გვა­რით – თუ­მა­ნო­ვა­თი ჩა­ა­ნაც­ვლა, რო­მე­ლიც მომ­დი­ნა­რე­ობ­და ძვე­ლი ქარ­თუ­ლი გვა­რი­დან, თუ­მა­ნიშ­ვი­ლი­დან.

  • ერთი ქალის ერთი ამბავი: ვინ იყო მედეა ჩახავას მეგობარი, რომელსაც მსახიობი წერილებს მთელი მსოფლიოდან უგზავნიდა

tumanova

 თა­მა­რის დედა თა­ვა­დის ქალი იყო, რო­მე­ლიც ამ ძველ ქარ­თულ საგ­ვა­რე­უ­ლოს ეკუთ­ვნო­და. მამა სა­მე­ფო არ­მი­ის მა­ღა­ლი ჩი­ნის ოფი­ცე­რი, კა­ვა­ლე­რი გახ­ლდათ და რუ­სეთ-ია­პო­ნი­ი­სა და პირ­ველ მსოფ­ლიო ომებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მშობ­ლებ­მა ერ­თმა­ნეთს 1918 წლის და­სა­წყის­ში, თბი­ლის­ში, გა­იც­ნეს, მაგ­რამ მა­ლე­ვე და­შორ­დნენ რუ­სეთ­ში მიმ­დი­ნა­რე დრა­მა­ტუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო.

  • "ის ჩემთვის ყველაფერია, ღმერთისგან ნაბოძები შეუფასებელი საჩუქარია..." - წარმატებული პიანისტი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება მეუღლეს მიუძღვნა

1919 წლის მარ­ტის და­სა­წყის­ში, ორ­სუ­ლი თა­ვა­დის ქალი თუ­მა­ნიშ­ვი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დევ­ნას აღ­მო­სავ­ლე­თით გაქ­ცე­ვით და­მა­ლო­და. მან გრძე­ლი გზა გა­ი­ა­რა მთელ რუ­სეთ­ში, გა­დატ­ვირ­თუ­ლი სატ­ვირ­თო ვა­გო­ნე­ბით მგზავ­რობ­და და სწო­რედ მა­ტა­რე­ბელ­ში, სა­დღაც ტი­უ­მე­ნის მახ­ლობ­ლად, გა­ა­ჩი­ნა გო­გო­ნა, რო­მელ­საც თა­მა­რი და­არ­ქვა.

 მე­უღ­ლე­ებ­მა ერ­თმა­ნე­თის პოვ­ნა და ოჯა­ხის აღ­დგე­ნა მა­შინ შეძ­ლეს, რო­დე­საც გო­გო­ნა წლი­ნა­ხევ­რის იყო. ისი­ნი ჯერ ჩი­ნეთ­ში, შან­ხა­ი­ში გა­და­ვიდ­ნენ, იქი­დან კა­ი­რო­ში, სა­ბო­ლო­ოდ კი პა­რიზს მი­ა­შუ­რეს, სა­დაც რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ რუ­სუ­ლი თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბის დიდი ნა­წი­ლი აღ­მოჩ­ნდა.

tumanova

ნი­ჭი­ე­რი ბა­ლე­რი­ნის კა­რი­ე­რის და­სა­წყი­სი

საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში და­სახ­ლე­ბის შემ­დეგ, მშობ­ლებ­მა გო­გო­ნა მუ­სი­კა­ლურ და სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა­ში მი­ა­ბა­რეს. პა­ტა­რა თა­მა­რი ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრას ეუფ­ლე­ბო­და და ცეკ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბას რუსი ბა­ლე­რი­ნის, ოლგა პრე­ობ­რა­ჟენ­სკა­ი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სწავ­ლობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თა­მა­რი მას თა­ვის პირ­ველ მას­წავ­ლე­ბელ­სა და სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარს უწო­დებ­და. სწო­რედ ოლ­გას შე­თა­ვა­ზე­ბით შე­იც­ვა­ლა თა­მარ­მა გვა­რი თუ­მა­ნო­ვა­ზე.

წაიკითხეთ სრულად