უკვე რამდენიმე თვეა სოციალურ მედიაში აქტიურად იწერება სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას დაპირისპირების შესახებ. ცოტა ხნის წინ სალომემ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ლიკა შენგელიას მიმართავს.
"გილოცავ, ლიკა, შენ გაიმარჯვე, კიდევ ერთხელ მიხვდა ყველა, ვინც ხარ. ახლა შევირგებ დასვენებას, დამავიწყდა მეთქვა, რომ ისევ დასასვენებლად ვარ წასული. ვინმეს დააშანტაჟებ და წახვალ შენც", - წერს სალომე გოგიაშვილი.
ამასთან სალომემ რამდენიმე თვის წინ მისი მეუღლის, ვახო ნიკოლაიშვილისა და ყოფილი მოდელის, ლიკა შენგელიას სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა. მისი ეს გადაწყვეტილება კი, როგორც თავად განმარტა, ლიკა შენგელიას მხრიდან დაუსრულებელი ცილისწამებისა და შანტაჟის შესაჩერებლად გააკეთა.
ცოტა ხნის წინ "მერე პოდკასტის" მცირე მონაკვეთი გავრცელდა, რომლის სტუმარიც სალომე გოგიაშვილია იყო. გადაცემა სრულად მერეს იუთუბ არხზე დაიდება.
"ამბიციაში არ ჩამითვლით, მაგრამ არ დამიმსახურებია. არ ვარ ისეთი ცუდი, რომ ამდენ ცუდს ვიმსახურებდე, მაგრამ მარტო მაგის გამო ვიბრძოლებ ბოლომდე და რამდენჯერაც იქნება შესაძლებლობა იმდენჯერ დავიწყებ თავიდან." - ამბობს სალომე გოგიაშვილი.
ვიდეოს დადების შემდეგ სალომეს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა,მათ შორის იყო ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი.
"სალომე, გახსოვდეს ბრძოლა უღირს ქალთან ბოლოს შენც დაგაზიანებს. ნუ დახარჯავ ენერგიას იმაზე, ვინც ამას არ იმსახურებს. თუ მან წასვლა გადაწყვიტა, ეს მხოლოდ მისი გზა იყო. შენ კი შენი ბედნიერება არ უნდა დაკარგო. აირჩიე სიმშვიდე, შენი გზა, შენი ბრწყინვალება არასდროს არ გახადო დამოკიდებული სხვებზე. სიმშვიდე ძლიერია, არა შურისძიება. იყავი თავისუფალი, ძლიერი და ბედნიერი, რადგან ამას ნამდვილად იმსახურებ," - წერს ნეკა დოროყაშვილი.
ამას გარდა სალომემ უამრავი გულთბილი კომენტარი დაიმსახურა.
"აი ახალი და სულ სხვა ცხოვრების ეტაპი რომ გაქვს ატყობ როგორ ბრწყინავს და ანათებ უფრო?!", "იმან იდარდოს ვინც შენ დაგკარგა. ულამაზესი ხარ", "ლამაზი და ძლიერი ქალბატონი", - წერენ ვიდეოს კომენტარებში.