მონიკა ბელუჩი, იტალიური კინოს ვარსკვლავი, ხშირად ყვება თავის ბავშვობაზე. ის ამბობს, რომ სწორედ ოჯახურმა გარემომ მისცა მას თავდაჯერება და შინაგანი სიმშვიდე. მონიკა მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდა, მისი ოჯახის წევრები კი მისმა დიდებამ ვერ შეცვალა - ისინი ისევ იმ უბრალო და მშრომელ ადამიანებად დარჩნენ. ბელუჩის მშობლებს საზოგადოება ნაკლებად იცნობდა, თუმცა სწორედ მათმა აღზრდამ და ფასეულობებმა ჩამოაყალიბა მონიკას მებრძოლი, თუმცა რბილი ხასიათი.

პასკუალე ბელუჩი - მონიკას მამა
მონიკა ბელუჩის მამა, პასკუალე ბელუჩი, წარმოშობით იტალიის პატარა ქალაქიდან, ჩიტა-დი-კასტელოდან იყო. ის ფლობდა მცირე სატრანსპორტო და სატვირთო ბიზნესს, რომელიც ოჯახის ძირითად შემოსავალს წარმოადგენდა. შრომისმოყვარეობა და სიდინჯე, რაც პასკუალეს ახასიათებდა, სწორედ ის თვისებებია, რომელთაც მონიკა ხშირად გამოყოფდა. ბელუჩი ოჯახში ერთადერთი შვილი იყო, რადგან მის მშობლებს მეორე შვილის ყოლა არ სურდათ.
მამისთვის პრიორიტეტი იყო, რომ მისი შვილი განათლებულ გარემოში გაზრდილიყო. პასკუალე ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ოჯახს მატერიალურად არ გასჭირვებოდა.

ბრუნელა ბრიგანტი - მონიკას დედა
მონიკა ბელუჩის დედა, ბრუნელა ბრიგანტი, დიასახლისი იყო, თუმცა ამავდროულად შემოქმედებითი ბუნების ადამიანი. მას უყვარდა მხატვრობა, ხატავდა, ექსპერიმენტებს ატარებდა ფერებითა და ფორმებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი პროფესია არ იყო, ბრუნელას ჰობი მონიკასთვის ხელოვნებასთან დაკავშირების ერთ-ერთი გზა იყო.
მონიკა ბელუჩის დედის ბრუნელა ბრიგანტის საჯარო ფოტო, შეიძლება ითქვას, რომ არ იძებნება. ამბობენ, რომ ბრუნელას სასტიკად არ უყვარს კამერები, იშვიათად იღებს ფოტოებს და თუ იღებს, მხოლოდ საოჯახო ფოტოალბომში რჩება.
მონიკა ბელუჩი მსოფლიოში ერთადერთ თუ არა, ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალადაა აღიარებული და, რა თქმა უნდა, კითხვა, თუ ვინ არის მისი დედა და არის თუ არა ეს სილამაზე გენეტიკური, ხშირად ჩნდება. ბრუნელას ხშირად ურევენ სხვა ცნობილ მსახიობებსა თუ ხელოვანებში, თუმცა მისი ფოტოების მოძიება საჯაროდ ძალიან რთულია.
ოჯახური გარემო, რომელშიც მსახიობი გაიზარდა
მონიკა ანა მარია ბელუჩი გაიზარდა პატარა, მშვიდ სოფელში სელჩი-ლამაში. მშობლებისგან მიღებულმა ღირებულებებმა, უბრალოებამ, შრომამ და თავმდაბლობამ, მას ასწავლა, რომ დიდ სამყაროში შესვლისას საკუთარი პიროვნება არ უნდა დაეკარგა.
მათი პირადი ცხოვრება ყოველთვის დაცული იყო მედიისგან, ისინი არასოდეს ჩნდებოდნენ საჯარო სივრცეში, ინტერვიუებს არ აძლევდნენ და ყურადღების ცენტრშიც არასდროს მოქცეულან. სოციალურ ქსელში თითქმის არ იძებნება არც ფოტოები და ინტერვიუები. დღემდე ხელმისაწვდომი მხოლოდ ძირითადი ბიოგრაფიული მონაცემებია: ვინ იყვნენ, რას საქმიანობდნენ და როგორ გაზარდეს თავიანთი ერთადერთი შვილი. როგორც ცნობილია პასკუალე ბელუჩი ორი წლის წინ 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მონიკას დედის დღევანდელ მდგომარეობაზე კი არაფერი ვიცით.
