ცოტა ხნის წინ მომღერალი ნინი ბადურაშვილი Podcast Corner-ის სტუმარი იყო, სადაც მას წამყვანმა მისი ძველი ინტერვიუდან ერთ-ერთი ფრაზა გაახსენა: "საქართველოს სჭირდება გამრავლება. მოვალე ვარ, გავაჩინო შვილები და აუცილებლად გავაჩენ".
წამყვანმა ნინის ჰკითხა, თუ "ვისი ვალი ჰქონდა", ნინიმ კი ამ თემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა:
"არ ვიცი, რას მეუბნები, რა ამოქექე. საქართველოს გამრავლება საჭიროა და ძალიან მინდა, რომ კიდევ ერთი შვილი გავაჩინო, მაგრამ მოვალე ვისთან ვარ, ვერ გეტყვი… ალბათ, საკუთარ თავთან თუ ვიქნები," - ამბობს ნინი.

პოდკასტში ნინიმ საკუთარ იმიჯზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც ერთი შეხედვით ჩანს, რეალობა არ არის:
"შეიძლება, შორიდან ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, სანამ გამიცნობს ადამიანი. შეიძლება ასეთი გარეგნობაც მაქვს, არ ვიცი, მაგრამ მერე რომ მიცნობენ, რეალურად, ეს ასე არ არის. თითქმის ყველას უთქვამს, რომ, აი, შორიდან ძალიან ცივი ჩანხარ, რაღაც უკარება გვეგონე, მაგრამ რეალურად ასეთი არ ყოფილხარ. და მე ეს ძალიან მიხარია.
მე არასდროს არ მნდომებია ვყოფილიყავი პოპულარული. ჩემი სურვილი ყოველთვის იყო, რომ მემღერა. რაც თავი მახსოვს, სულ ვმღერი და, შესაბამისად, ამ პროფესიას, თუ გაგიმართლა, მოსდევს პოპულარობა.
ნინი ბადურაშვილი საკუთარი გარეგნობისა და კომპლექსების თემასაც შეეხო:
"ძალიან არ მომწონდა საკუთარი თავი. ეს იყო გარდატეხის პერიოდში, სხვათა შორის, აი, სკოლის... ახლა რომ ვუყურებ ჩემ ფოტოებს, მართლა "რა, რას ვგავარ“ რომ ვამბობ, ეკა მეუბნება: "ნუ, რა არის, მთელი ბავშვობა მაგას ამბობდი და ახლაც მაგ აზრზე ხარ"...
თავდაჯერება მოვიდა ასაკთან ერთად. ნუ, მერე სახეც დამილაგდა, ალბათ, 18-19 წლის ასაკში. რეალურად, ამაზე ვიმუშავე და მერე რაღაცა თითქოს მომეწონა საკუთარი თავი.“
ნინი ბადურაშვილი პოდკასტში კიდევ ერთ გახმაურებულ თემას შეეხო, რომელიც მის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობას უკავშირდება:
" აი, ეს ხომ არ დაამთავრეს არასდროს! არასდროს! საიდან? ეგეც არ ვიცი... 19 წლის ვიყავი, რომ უკვე დაიწყეს აქტიურად ამაზე ლაპარაკი და ჭორაობა. საერთოდ არ ვიცნობდი, აი, საერთოდ არ ვიცნობდი იმ პერიოდში.
მერე მივხვდი, რომ ეს ჭორი მაზიანებს სერიოზულად, ურთიერთობებს მიზიანებს. იმიტომ, რომ გაბრალებენ ისეთ რაღაცას, რაც, რეალურად, ტყუილია... საერთოდ რომ არ იცნობ. ამ ჭორების გავრცელებაზე სპეციალურად ხალხი მუშაობს…“

ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან "ბასტი-ბუბუს" სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია" გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ "სტეფანე და 3G"-ს წევრი.
ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.
როგორც ცნობილია, ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.

"რამდენი ნიჭიერი და ლამაზი გოგოა ამ ქალაქში და მიკვირს, რატომ არის ნინის მიმართ ასეთი გაცხოველებული ინტერესი. ბავშვობიდან იყო განხილვის თემა. წერდნენ, რომ იყო ყველაზე სასურველი სარძლო. ეს თემა იყო ისეთი აქტუალური, ვფიქრობდი, რატომ ნინი? თბილისმა იცის ამოჩემება… რატომ არის ამდენი ხალხი დაკავებული ნინის ამბების განხილვით. ნინი სულ შეწუხებული იყო და ჩვენ ყველა, როდის გათხოვდებოდა. ეს ჩემზეც იყო, მაგრამ ვერ შევედრები ნინის…
არც გათხოვება უკითხავს ჩემთვის… მართლა თავისით გადაწყვიტა. სხვა ურთიერთობები ვიცოდით. ნინი ისეთი ტიპია, რომ არ მალავს. ყველაფერს ჰყვებოდა. ეს ბიჭი უცებ სად გაიცნო, არ ვიცი. მოვიდა და გვითხრა, ახლა უნდა გავთხოვდეო. ვინ არის, რა ჰქვია, რა გვარია-მეთქი. არა, გადავწყვიტე და უნდა გავთხოვდეო… არ მქონია იმის საშუალება, რომ მეთქვა ან კარგი, ან ცუდი. ჩავრთულვარ სხვა ურთიერთობებში, როცა ნინი განცდებში მინახავს და უბედური იყო, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ ნინის და ირაკლის ურთიერთობაში არ გავრეულვარ… ნინიმ არასდროს არაფერში დამიჯერა და არც მიკვირდა, რადგან მასში ჩემს თავს ვხედავდი ზუსტად…“ - იხსენებდა ეკა კახიანი.
ნინის ქმარი რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე იყო. 2012 წელს გრანდიოზული ქორწილის შემდეგ, ნინი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა წყვილი მალევე დაშორდა ერთმანეთს. ქორწინება 4 თვეში დასრულდა. დღეს, ნინის და ირაკლის საერთო შვილი გოგონა, ელენე კუტალაძე ჰყავთ, რომელიც როგორც დედასთან, ასევე მამასთანაც ხშირად ატარებს დროს.