ბევრი ადამიანი, რომელიც ცდილობს წონის დაკლებას, აწყდება იმ უსიამოვნო სიტუაციას, როცა არც დიეტა და არც რეგულარული ვარჯიში არ იძლევა სასურველ შედეგს. თქვენ ყოველდღიურად ითვლით კალორიებს, არ ტოვებთ ვარჯიშის დღეს, ცდილობთ ჯანსაღად იკვებოთ, მაგრამ სასწორი ისევ არ იძვრის. ეს მდგომარეობა შეიძლება იყოს დემოტივატორი და გააჩინოს კითხვა: რას ვაკეთებ არასწორად?
სიმართლე ისაა, რომ ხშირად მიზეზი იმალება არა თქვენს ძალისხმევაში, არამედ ორგანიზმის შინაგან პროცესებში. კონკრეტულად კი ჰორმონალურ ბალანსში, რომელიც უშუალოდ აკონტროლებს მეტაბოლიზმს, ენერგიის ხარჯვასა და ცხიმის დაგროვებას. როცა ჰორმონები არ მუშაობენ სინქრონულად, სხეული უბრალოდ ვერ პასუხობს ჩვეულებრივ სიგნალებს წონის კლების შესახებ, რამდენად ძლიერადაც არ უნდა ვცდილობდეთ.
ჰორმონალური ბალანსი ფუნდამენტია ჯანმრთელი წონის შესანარჩუნებლად. ჰორმონები არის ქიმიური მაარეგულირებლები, რომლებიც კოორდინაციას უწევენ ყველა მნიშვნელოვან პროცესს ორგანიზმში: როგორ ვწვავთ კალორიებს, როგორ ვაგროვებთ ცხიმს, როგორ ვგრძნობთ შიმშილსა და სხვას.
როცა ორგანიზმში ჰორმონალური დისბალანსი ჩნდება, სხეული ნაკლებად ეფექტურად წვავს ცხიმს და უფრო მეტად ინარჩუნებს მარაგებს. ამას ემატება სითხის შეკავება ქსოვილებში, რაც ვიზუალურად უფრო თვალსაჩინოს ხდის წონის ზრდას. გარდა ამისა, ჰორმონალურმა დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს მადის არაადეკვატური ზრდაც - თქვენ შეიძლება გრძნობდეთ მუდმივ შიმშილს, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისი კალორია მიღებული გაქვთ.
ეს არის ის მიზეზი, რის გამოც ბევრი ადამიანი გრძნობს იმედგაცრუებას: ისინი აკეთებენ ყველაფერს, მაგრამ სხეული თითქოს საბოტაჟს უწყობს მათ ძალისხმევას. სინამდვილეში, პრობლემა უფრო ღრმად, ენდოკრინული სისტემის დონეზეა.
ფარისებრი ჯირკვალი აწარმოებს თიროქსინს - ჰორმონს, რომელიც პირდაპირ აკონტროლებს მეტაბოლიზმის სიჩქარეს. თუ თიროქსინის დონე დაბალია (ჰიპოთირეოზი), ორგანიზმი ნელ რეჟიმში გადადის: ნაკლები კალორია იწვება, ენერგია იკლებს, ტემპერატურა ეცემა. ამ მდგომარეობაში წონის კლება თითქმის შეუძლებელი ხდება, რამდენად სწორადაც უნდა იკვებებოდეთ.
ინსულინი მეორე მნიშვნელოვანი ჰორმონია, რომელიც არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში და უბრძანებს უჯრედებს, შეინახონ ან დაწვან ენერგია. როცა ინსულინის რეზისტენტობა ვითარდება, უჯრედები აღარ პასუხობენ მის სიგნალზე, შაქარი სისხლში რჩება და ორგანიზმი გადადის ცხიმის დაგროვების რეჟიმში, განსაკუთრებით მუცლის არეში.
კორტიზოლი, ე.წ. სტრესის ჰორმონი, ხანგრძლივი სტრესის დროს იწვევს ცხიმის დაგროვებას, ამცირებს კუნთოვან მასას და ზრდის მადას. ქრონიკულად მაღალი კორტიზოლი ხელს უშლის წონის კლებას, თუნდაც კალორიულ დეფიციტში იყოთ.
უდავოა, რომ სწორი კვება ფუნდამენტურია ჯანმრთელი წონის მისაღწევად. დაბალანსებული მენიუ, რომელიც მოიცავს საკმარის ცილას, ჯანსაღ ცხიმებს, რთულ ნახშირწყლებს და ბოჭკოს, ეხმარება ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.
თუმცა, რეალობა ისაა, რომ მარტო კვება ვერ გადაჭრის პრობლემას, თუ არსებობს არსებობს ჰორმონალური ბალანსი. თქვენ შეიძლება მიჰყვებოდეთ იდეალურ დიეტას, თვალყური ადევნოთ ყველა მაკრონუტრიენტს და თავი აარიდოთ დგაამუშავებულ პროდუქტებს, მაგრამ მაინც ვერ დაიკლოთ წონაში, თუ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი არასაკმარისად მუშაობს, ან თუ ინსულინის რეზისტენტობა გაწუხებთ.
თუ რამდენიმე თვის განმავლობაში ვცდილობთ და შედეგი არ გვაქვს, აუცილებელია უფრო ღრმა გამოკვლევა, ვიდრე მხოლოდ კვებისა და აქტივობის კორექტირება.
არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელიც მიუთითებს ჰორმონალური ბალანსის შესაძლო დარღვევაზე:
თუ ამ სიმპტომებიდან რამდენიმე გაქვთ, გირჩევთ მიმართოთ სპეციალისტს. ენდოკრინოლოგია - ეს არის მედიცინის დარგი, რომელიც სწორედ ჰორმონალური სისტემის შესწავლასა და მკურნალობას ეხება. ენდოკრინოლოგიური კვლევები, რომლებიც მოიცავს სისხლის დეტალურ ტესტებსა და ჰორმონების ანალიზს, დაგეხმარებათ გაიგოთ პრობლემის რეალური მიზეზი.
სტანდარტული კვლევები შეიძლება მოიცავდეს: TSH, T3, T4 (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები), შაქრის დონეს, ინსულინს, კორტიზოლს, სასქესო ჰორმონებს (ესტროგენი, ტესტოსტერონი, პროგესტერონი). ეს ტესტები იძლევა სრულ სურათს და საშუალებას გაძლევთ, ექიმთან ერთად შეადგინოთ ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა.
როცა დიაგნოზი დასმულია, სპეციალისტი შეიმუშავებს მკურნალობის სტრატეგიას, რომელიც მოიცავს რამდენიმე მიმართულებას. მაგალითად, ჰორმონების რეგულაცია შეიძლება მოითხოვდეს მედიკამენტებს: თიროქსინის შემცვლელ თერაპიას ჰიპოთირეოზის შემთხვევაში, ან მეტფორმინს ინსულინის რეზისტენტობისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა სასქესო ჰორმონების დაბალანსება, განსაკუთრებით ქალებში მენოპაუზის პერიოდში.
ცხოვრების წესის კორექცია არანაკლებ მნიშვნელოვანია. ძილის რეჟიმის მოწესრიგება(7-9 საათი ხარისხიანი ძილი) ეხმარება კორტიზოლის დონის რეგულირებას. რეგულარული ფიზიკური აქტივობა, როგორც კარდიო, ისე წონებით ვარჯიში, აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას და ააქტიურებს მეტაბოლიზმს.
სტრესის მენეჯმენტიც კრიტიკულია. ქრონიკული სტრესი პირდაპირ აზიანებს ჰორმონალურ სისტემას. იოგა, მედიტაცია, სუნთქვის ვარჯიშები, ბუნებაში სეირნობა - ყველა ეს მეთოდი გვეხმარება კორტიზოლის დონის შემცირებაში.
R