ბაბუა და შვილიშვილი - არველაძეები: რეზი არველაძის დიდი ოჯახი, ბედნიერი ქორწინება და ბაბუის ამპლუა - Marao

ბაბუა და შვილიშვილი - არველაძეები: რეზი არველაძის დიდი ოჯახი, ბედნიერი ქორწინება და ბაბუის ამპლუა

2025-12-02 10:38:11+04:00

ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელი, რეზი არველაძე უკვე ორგზის ბაბუაა - სულ ცოტა ხნის წინ მათ ოჯახში უმცროსი რეზი არველაძე დაიბადა, რომელიც ნიკა არველაძისა და ქეთი წიქვაძის შვილია. პირველი შვილიშვილი რეზისა და თეონას 2024 წელს შეეძინათ - პატარა სოფიამ ოჯახში დიდი სიხარული და განსაკუთრებული ემოციები შეიტანა. სოფია ვატო არველაძისა და მაკუნა ზედაშიძის ქალიშვილია. 

სოფია არველაძე მხიარული ბავშვია, უყვარს ბებია-ბაბუასთან ყოფნა და მის ფოტოებს ოჯახის წევრებიც ხშირად აქვეყნებენ სოციალურ ქსელში. ამჯერად მაკუნა ზედაშიძე სწორედ რეზისა და სოფიას კადრებს გვიზიარებს. 

  • "ნამდვილი არველაძეა" - სოფია არველაძის მხიარული ცეკვა და ოჯახური კადრები 

თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის ოჯახი

 რეზი არველაძის მეუღლე წარმატებული დიზაინერი თეონა თავართქილაძეა, წყვილი უკვე 30 წელია, რაც ერთადაა.

„ჯერ კიდევ ერთი სასწავლო წელი მქონდა დარჩენილი, როცა გავთხოვდი. მე და რეზი ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით და როგორ გადაიზარდა ურთიერთობა სიყვარულში, ვერ მივხვდით. როცა აღმოვაჩინეთ, რომ გვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით. რეზი მაშინ გერმანიაში თამაშობდა, მე საფრანგეთში ბოლო კურსზე ვსწავლობდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ის ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ. გვენატრებოდა ერთმანეთი, მაგრამ ხშირად ვერ ვნახულობდით. მაშინ უვიზო მიმოსვლა არ არსებობდა და ერთმანეთის ქალაქებში წასასვლელად ვიზებს ველოდებოდით. მე ბევრი სამეცადინო მქონდა, რეზის უამრავი მატჩი, ვარჯიში“, - ამბობდა თეონა ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • ულამაზესი ქართველი ქალები და მათი შთამომავლები - 5 ბებია და 5 შვილიშვილი 

კრიზისული პერიოდი თითქმის ყველა წყვილის ცხოვრებაშია, თუმცა რეზისა და თეონას მსგავსი დაბრკოლებები ნაკლებად ჰქონდათ, რაც, დიდწილად, რეზის იუმორის დამსახურებაცაა: 

"მე მგონი, ჩვენ მშვიდად გადავიარეთ ყველა კრიზისული პერიოდი. ჩვენი მეგობრები იხდიან ქორწინების 25 წლისთავს, შეკრებილები ვიყავით და ამაზე ვსაუბრობდით, კრიზისებზე, შერიგებებზე, გაშორებებზე. ჩუმად ვიჯექი და მომერიდა ხმის ამოღება, რადგან მართლა არასდროს გვიჩხუბია. არ მქონდა არაფერი მოსაყოლი და ვიჯექი ჩუმად. ეს უფრო რეზიკოს ხასიათის დამსახურებაა, მისი იუმორის გრძნობის. ყოფილა შემთხვევა გავბრაზებულვარ რაღაცაზე, მაგრამ ისეთ რამეს გეტყვის; რომ გაბრაზება არ გამოდის, უცებ გადაგივლის", - იხსენებდა თეონა.

„სიყვარული სიტყვებით არ იხსნება, ხომ ვერ მოჰყვები, როგორ და რანაირად არის. ვცდილობთ, მაგრამ ამაოდ. ზოგჯერ გამოხედვაში ჩანს, ზოგჯერ – შეხვედრაში, ზოგჯერ – კამათში, მონატრებაში, ყველაფერში. ერთად ვერ მომიყრია თავი და რა ჰქვია, არ ვიცი, მჭადივით არ ცხვება. მნიშვნელოვანია ოჯახში კომფორტის შექმნა და დისკომფორტის თავიდან აცილება. რაღაცები ხომ უნდა დათმო ადამიანმა. იმას არავინ გთხოვს, დათმო ის, რისი დათმობაც შეუძლებელია. ვერავისთან ვერ ვყოფ თეონას სიყვარულს…“ - ამბობდა რეზი არველაძე.

  • TOP 10 ქართველი ქალი, რომლებზეც ვერასდროს იფიქრებდით, რომ ბებიები არიან 

ვატო არველაძე და მაკუნა ზედაშიძე

 ვატო არველაძე რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის შვილია, რომელიც წყვილს 1998 წელს გერმანიაში, ჰამბურგში შეეძინა. ვატომ მამის გზა გააგრძელა და თავადაც ფეხბურთელია. ვატომ სულ ცოტა ხნის წინ, ხანგრძლივი რომანის შემდეგ, უმშვენიერეს  მა­კუ­ნა ზე­და­ში­ძეზე იქორწინა. წყვილს ერთი შვილი, სოფია ჰყავთ.