სულ ცოტა ხნის წინ, ტელეწამყვანი ლიკუნა ქორქია დედა გახდა. ლიკუნა ქორქიამ საიდუმლოდ იქორწინა ბიზნესმენ გიორგი ასლამაზაშვილზე. წყვილს ერთი ვაჟი სახელად დუდა ჰყავთ.
ლიკუნა იშვიათად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს, თუმცა ცოტახნის წინ მისმა დამ , ანუკი ქორქიამ პატარა დუდას ფოტოები გააზიარა.

ლიკუნა ქორქიას ოჯახი და კარიერა
ლიკუნა ქორქია ცნობილი ქართველი მოდელი და ტელეწამყვანია, რომელიც საზოგადოებაში თავისი სილამაზით, დახვეწილი სტილითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. მისი კარიერა მედიასა და მოდის სფეროში წლების განმავლობაში წარმატებით ვითარდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის უფრო მეტად იცავს პირად სივრცეს, ნაკლებად ჩნდება კამერების წინ და მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობით შემოიფარგლება.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლიკუნა ქორქიამ მეორედ იქორწინა. მისი რჩეული ბიზნესმენი გიორგი ასლამაზაშვილი გახდა:
"დიახ, გიდასტურებთ, რომ დავოჯახდი. ჩემი მეუღლე გიორგი ასლამაზიშვილია. ჩვენი ურთიერთობა ძალიან ახალია, ვფიქრობ, ჩემს გარშემო ბევრი თქვენგან გაიგებს ამ ამბავს. ძალიან კარგად ვარ, ბედნიერად, მართლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. რაც მთავარია ძალიან კარგად ვართ, ბედნიერად და კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გავხდით ერთად ჩვენს ცხოვრებას", - თქმა ლიკუნამ AMBEBI.GE-ისთან კომენტარში. ლიკუნა ქორქია ფართო საზოგადოებამ პირველად ტელეეკრანებზე გამოჩენის შემდეგ გაიცნო. მისი კარიერა მოიცავდა როგორც ტელეწამყვანობას, ასევე მოდელობას. მისი და, ანუკი ქორქია, ასევე ცნობილია მედიის სფეროში, რაც კიდევ უფრო ზრდიდა დების მიმართ ინტერესს.
ლიკუნა ქორქიას სტილი ხშირად განიხილება, როგორც ელეგანტური და დახვეწილი. მისი ფოტოები სოციალურ ქსელებში ხშირად იწვევს დადებით გამოხმაურებებს. ლიკუნა ხშირად მოგზაურობს, განსაკუთრებულად ზრუნავს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე და რჩევებს საკუთარი გამოცდილებიდან მეგობრებსაც უზიარებს.