მცირეხნიანი პაუზის შემდეგ სპექტაკლი თეატრი სახელოსნო 42-ის სცენას 5 და 14 დეკემბერს დაუბრუნდება.
"ფრეკენ ჟული" ერთ-ერთი ყველაზე, საინტერესო, მრავლისმთქმელი და ღრმა პიესაა სარეჟისორო თუ სამსახიობო თვალსაზრისით. ეს არის ამბავი, კლასობრივად სრულიად სხვადასხვა საფეხურზე მდგომ ადამიანებზე, რომლებიც სურვილების და მანიპულაციის გამაბრუებელ ფერხულში ებმებიან.
მონაწილეობენ:
- ფრეკენ ჟული - ანა ვასაძე
- ჟანი - პაატა პაპუაშვილი
- კრისტინი - ანუკა გრიგოლია
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის ხილვას ახლა უკვე უცხოენოვანი მაყურებელიც შეძლებს, რადგანაც 14 დეკემბრის წარმოდგენა ინგლისური სუბტიტრების თანხლებით გაიმართება.

სპექტაკლის ხანგრძლივობაა 90 წუთი. ასაკობრივი შეზღუდვა - 16+
ბილეთების შეძენა შესაძლებელია სამ პლატფორმაზე: TKT.ge, Biletebi.ge, ticketfactory42.ge.
R