საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახში საახალწლო განწყობა უკვე შეიმჩნევა. ფეხბურთელის მეუღლემ, ნიცა თავაძემ, სოციალურ ქსელში გააზიარა ფოტო, სადაც ხვიჩა და მათი პატარა შვილი, დამიანე, ერთად პოზირებენ.
ნიცასა და ხვიჩას წელს განსაკუთრებით ლამაზი ნაძვის ხე აქვთ. ნაძვის ხე გაფორმებულია თეთრი ლოლუებითა და თეთრი განათებებით, რაც წლის საახალწლო ტენდენციებს სრულად ეხმიანება. მინიმალისტური და ელეგანტური სტილი ბევრმა ოჯახმა აითვისა, მათ შორის კვარაცხელიების ოჯახმაც.
ნიცას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან უამრავი მოწონება და სიყვარული მოჰყვა.

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე
ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.
ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.
ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წელს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა.

ამჟამად წყვილი პარიზში ცხოვრობს. ნიცა პატარა დამიანესთან ერთად ყოველთვის ესწრება მეუღლის თამაშებს.
შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“