თამო ვაშალომიძის ამერიკული თავგადასავალი - რა კადრებს აქვეყნებს მოდელი - Marao

თამო ვაშალომიძის ამერიკული თავგადასავალი - რა კადრებს აქვეყნებს მოდელი

2025-12-03 12:00:29+04:00

ბოლო პერიოდში თამო ვაშალომიძე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს როგორც მედიაში, ასევე საზოგადოებაში - მასზე ევრს წერენ და საუბრობენ, რისი მიზეზიც მისი კარიერული წარმატებებია - თამო ვაშალომიძე არაერთ პრესტიჟულ ღონისძიებაზე, მათ შორის, კანისა და ვენეციის კინოფესტივალებზე ვიხილეთ. მისმა გამოჩენამ, ფოტოებმა და ამბებმა კულისებიდან დიდი ყურადღება და ინტერესი დაიმსახურა. 

ამის პარალელურად, თამო ვაშალომიძე რამდენიმე გადაცემისა თუ პოდკასტის სტუმარი მისი პირადი ცხოვრების გამოც იყო - ყველასთვის მოულოდნელად, ის მეუღლეს, ბიზნესმენ აკა სამხარაძეს დაშორდა. 

როგორც ჩანს, მოდელის საერთაშორისო აქტივობა გრძელდება - ამჯერად თამო ვაშალომიძე კადრებს ნიუ-იორკიდან აქვეყნებს. მან გამომწერებს ვლოგიც გაუზიარა, სადაც ნიუ-იორკზე ისაუბრა. ვაშალომიძის თქმით, ეს ქალაქი მისი დიდი ხნის ოცნება იყო და ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც წარმოედგინა.

"ყველას გისურვებთ თქვენი სურვილების ასრულებას ისე, როგორც მე ავუსრულე პატარა თამოს ეს ოცნება," - წერს ის.

  • "მინდოდა, გვქონოდა ქორწილი, კაბაც შერჩეული მქონდა, მინდოდა კიდევ ერთი შვილი..." - თამო ვაშალომიძე აკა სამხარაძესთან განქორწინების შესახებ 

თამო ვაშალომიძის ოჯახი და კარიერა

თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტოსესიებითა და განცხადებებით მიიპყრო. ის ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში. ამის გარდა, ის სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია, აქვს "ფეისბუკის", "ინსტაგრამისა" და "ტიკ-ტოკის" საკუთარი არხები და გამომწერებს ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამ გზით უზიარებს.

"პირველი წარმატება იყო მაშინ, როდესაც საქართველოს სახელით კოსოვოში წავედი, 2013 წელს. საქართველოში კონკურსი "მის ბიკინი" ჩატარდა. საუკეთესო ოცეულში მოვხვდი და მერე გამოვეთიშე. ჩემმა მენეჯერმა გამიშვა კოსოვოში, იქ "მის თავისუფლება" ტარდებოდა. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობდი, აქ არ გამიმართლა და ბედი იქ უნდა მეცადა. ამ კონკურსში "პრესის რჩეული" გავხდი. ჩემი ტიტული ლენტზე დიდი ასოებით ეწერა და რომ გადამკიდეს, ეგრე ჩამოვედი საქართველოში. უზომოდ გახარებული ვიყავი."

  • "მეც დავუშვი შეცდომა და ის მივიღე, რასაც ვიმსახურებდი" - რას ამბობს თამო ვაშალომიძე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე 

  • "ყველას ეგონა, რომ ჩემი ყოფილი ქმრის დაფინანსებით მივდიოდი... თავს არავის ვაცოდებ, შესაცოდებელი არაფერი მჭირს" - თამო ვაშალომიძე განქორწინების მიზეზებზე 

თამო დაქორწინებული იყო ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.

" ახლა ჩემი მეუღლე არის ჩემი მარჯვენა ხელი, სული, გული; ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. მაგრამ სანამ მას გავიცნობდი, თავად ძალიან ბევრი ვიშრომე. გულწრფელად გეტყვი, მაშინ ბევრი რამ არც ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა. გულუბრყვილო ვარ-მეთქი, ხომ გითხარი, ხანდახან ტელევიზიები სიუჟეტებისთვის სათავისოდ მიყენებდნენ. გამოუცდელი რომ ხარ, გგონია, ყველა კეთილია, ყველას მოსწონხარ, მერე თავს გესხმიან და ხმასაც ვერ იღებ, გეშინია არ დაგბლოკონ, არ გაგაშავონ. ეს ყველაფერი გამოვიარე. მებრძოლი რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ჩემი რეალობა ასეთი არ იქნებოდა." - ამბობდა თამო ერთ-ერთ ინტერვიუში.