ელენე ნაჭყებიასა და ლუკა ჭანიშვილის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. წყვილის ვიდეოები და ფოტოები უამრავ მოწონებას იმსახურებს. ცოტა ხნის წინ ფოტოგრაფმა ნათია ღაჭავამ ახალი კადრები გამოაქვეყნა.
"სიყვარულზე ლამაზი არის რამე? ლუკა ჭანიშვილი და ელენე ნაჭყებია.
ელენე და ლუკა გავიცანი ერთი თვის წინ, როცა აკადემიის გაკვეთილზე დავპატიჟე მოდელებად. მე ფოტოგრაფი ვარ და სტუდენტებს გაკვეთილზე ვასწავლიდი წყვილის ფოტოსესიის გადაღებას, მაგრამ პარალელურად ვიდეოებსაც ვიღებდი. გაკვეთილის შემდეგ მქონდა ფოტოსესია. იმის გამო, რომ ვიდეო ჩემთვის უჩვეულოა, ფოტოაპარატის ფოტოსესიისთვის მომზადებისას ბარათებიდან ფოტოები წარმატებით გადავიტანე და საგულდაგულოდ შევინახე 2 ადგილზე, რომ მათი დაკარგვის შანსი იყოს 0, მაგრამ ვიდეოების გადატანა დამავიწყდა. ბარათები დავაფორმატე და ვიდეოები წამეშალა ისე დამწყდა გული. არ ვიცოდი რა მექნა და მხოლოდ შემდეგი გამოსავალი ვიპოვე. გადავწყვიტე რომ ახალ ნაკადთან გაკვეთილზე მოდელებად ისევ ლუკა და ელენე მიმეწვია და გადამეღო ვიდეოები, რომლებზეც გული ასე დამწყდა. ვიდეოგრაფია ჩემი ჰობია ფოტოების დადებამდე გიზიარებთ ამ კადრებს," - წერს ნათია ღაჭავა და ფოტოებს აქვეყნებს.
"ელენე პირველად, რომ გავიცანი, "სუხიშვილების" კონცერტი იყო თაკარაზე, ის ჯერ კიდევ არ იყო "სუხიშვილების" მოცეკვავე. კონცერტის დაწყებამდე გვქონდა გენერალური რეპეტიცია. გარეთ, როცა ვხურდებოდი, ელენე შედარებით ადრე მოვიდა, თავის მასწავლებელთან ერთად იდგა. მე კონცერტისთვის ვემზადები, ვიწელები. ფილმშიც გექნებათ ნანახი, უცებ რომ გაიხედები და მზერას რომ მისტყორცნი, მსგავსი რამ დამემართა და შემდეგ სულ გადამავიწყდა კონცერტი რომ მქონდა.
ვიდექი და ვუყურებდი ელენეს, ისე რომ თვითონ არ დავენახე. ელენეს მასწავლებელი ელენეს შვილობილს ეძახის, იმდენად ახლო ურთიერთობა აქვთ. ჩავიცვი, მივდივართ, იმედი დამეკარგა, რომ გამეცნობოდა ელენე. ამ დროს ელენეს მასწავლებელმა დამიძახა გიორგიო, აერია მამის სახელში. მე არ მივაქციე ყურადღება, სხვას ეძახდა, მეგონა და ამ დროს ჭანიშვილიო დამიძახა, თქვენს ოჯახს დიდ პატივს გცემთო, მითხრა, და ელენე გამაცნო.

ამის შემდეგ ელენე ერთ ჩვენს მოცეკვავეს ელაპარაკებოდა. შემდეგ მას ვკითხე, ვინ იყო, ჰყავდა თუ არა შეყვარებული. გავიგე, რომ შეყვარებული არ ჰყავდა და დავამატე სოციალურ ქსელში. გავუგზავნე მეგობრობის მოთხოვნა, იმ საღამოს არ დამამატა, არც მეორე და მესამე დღეს. მე ასეთი ხასიათი მაქვს, თუ არ უნდა, კარგად იყოს.
გავიდა 5-6 თვე. ამ დროს რაღაც პერიოდი არ დავდიოდი "სუხიშვილებში". მივდივარ რეპეტიციაზე და დავინახე ელენე, მაგრამ თავიდან ვერ მივხვდი, რომ ეს ის ელენე იყო, გასახდელში მისვლამდე ვფიქრობდი, საიდანღაც მეცნობა-მეთქი, მაგრამ ვერ ვიხსენებდი. გასახდელში შევედი და თავში დამკრა, თაკარაზე რომ გავიცანი, ეს ის გოგოა-მეთქი.
მერე ჩემს თავს ვუთხარი, ეს შენი ბედია და, აბა, ლუკა შენ იცი-მეთქი. ამის შემდეგ ყველაფერი მოვძებნე, ყველა ჩავრიე და მოვახერხე, რომ პირველ პაემანზე დამეპატიჟებინა", - ამბობდა ლუკა