მსახიობი გიორგი მახარაძე ხატია ქირიას "მადისაღმძვრელი პოდკასტიის" სტუმარი იყო. მსახიობმა უამრავ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, რატომ დაარქვა ქალიშვილს ნიკა და როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას ამ სახელის მიმართ.
"სახელი ჩვენ დავარქვით და უკვე მე სახელი ნიკა აღარ მესმის, როგორც ბიჭის სახელი. არც ერთ მისი ასაკის და ცოტა დიდ ბავშვსაც არ უკვირს მისი სახელი, "მოიცა, გოგო არ ხარ?" - ასე არავინ მიმართავს. მშობლების მხრიდან ყოფილა ეგ მომენტი.
თავიდან, ეს სახელი, რომ გადავწყვიტეთ, ახლობლებისგან უამრავი კითხვის ნიშანი იყო. თავიდან შინაურები ვერც ეძახდნენ ნიკას. ჩემთვის ეს სახელი უკვე ჩვეულებრივია, ვერც წარმოვიდგენ სხვა სახელი რომ ერქვას. ერთ-ორ დიდ გოგოს მე ვიცნობ, ვისაც ნიკა ჰქვია," - ამბობს გიორგი მახარაძე

გიორგი მახარაძე
გიორგი მახარაძემ წლების წინ მომღერალ და მსახიობ მარიამ როინიშვილზე იქორწინა. მაშინ მარიამი 20 წლის იყო, 22 წლის ასაკში კი ის და გიორგი დაშორდნენ. გიორგი მარიამის ძმის, კოკოს კურსელი და მეგობარი იყო. ქორწინებაში წყვილს ერთი ქალიშვილი შეეძინა. წყვილი დაახლოებით 2 წლის მანძილზე მალავდა დაშორების ამბავს - ამ ამბავს არაერთი ჭორი მოჰყვა. იმასაც ამბობდნენ, რომ გიორგიმ მარიამს უღალატა.
"ჩვენ შორის გაჩნდა ბზარი. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ხასიათი გვაქვს, რაღაცები მას სხვანაირად ესმის, მე კიდევ – სხვანაირად. ჩვენ შორის ვერ მოხდა თანხვედრა. ისიც ვერ მოხერხდა, რომ ცალკე გვეცხოვრა და, რასაკვირველია, ამასაც ჰქონდა თავისი მიზეზი. ერთმანეთი არ დაგვიხოცავს და ისე არ დავშორებულვართ. ის, რომ ოჯახი დაგვენგრა, ჩემი და მარიამის ბრალია და არა – სხვის" - ამბობდა გიორგი მახარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
გიორგიმ მეორე ოჯახი რამდენიმე წლის წინ შექმნა, მან ასევე მსახიობ მარიამ ნადირაძეზე იქორწინა. მარიამსა და გიორგის ერთი ქალიშვილი, ნიკა ჰყავთ. გიორგის მეგობრები და გამომწერები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ მათ განსაკუთრებული მამაშვილობა აქვთ, გიორგი აქტიურადაა ჩართული ნიკას აღზრდაში და მათი ფოტოები ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.