"ნა­ხე­ვა­რი წე­ლი­წა­დი ეტ­ლში ვი­ჯე­ქი, სა­ნამ ფეხ­ზე დავ­დე­ქი, მძი­მე ეტა­პე­ბი გა­ვი­ა­რე" - ნინო სუხიშვილის აქამდე უცნობი შემთხვევა, ურთიერთობა ძმასთან და ამბავი ბებიაზე - Marao

"ნა­ხე­ვა­რი წე­ლი­წა­დი ეტ­ლში ვი­ჯე­ქი, სა­ნამ ფეხ­ზე დავ­დე­ქი, მძი­მე ეტა­პე­ბი გა­ვი­ა­რე" - ნინო სუხიშვილის აქამდე უცნობი შემთხვევა, ურთიერთობა ძმასთან და ამბავი ბებიაზე

2025-12-03 15:16:35+04:00

„მერე რა, გოგო შვილიშვილიც შვილიშვილია“, - ეს სიტყვები დიდ ილიკო სუხიშვილს ნინოზე უთქვამს, როცა მისი დაბადებისას ბიჭს ელოდებოდნენ. ნინოსთვის ეს სიტყვები საწყენი არ აღმოჩნდა - პირიქით, მოტივაციად იქცა და დღეს ნინო სუხიშვილი ცნობილი და წარმატებული ოჯახის ღირსეული წარმომადგენელია. ის ძმასთან, ილიკოსთან ერთად "სუხიშვილების" ხელმძღვანელია. 

  • "შთაბეჭდილება, რომელიც არასდროს გამნელებია, სცენაზე პირველად გასვლაა" - ილიკო სუხიშვილის ბლიც-ინტერვიუ და ამბები სცენის მიღმა

ინო სუხიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი. 1986 წლიდან მუშაობს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასში კოსტიუმების მხატვრად; 1986-2000 წლებში იყო ამავე დასის მსახიობ-მოცეკვავე;

nino_sukhishvili

„ტრავმა მქონდა და ცეკვას 2000 წელს დავანებე თავი. არასდროს არ მქონდა სინანული და პრეტენზია სოლისტობაზე, ჩემთვის მთავარი იყო სცენაზე ვმდგარიყავი, თუნდაც ბოლო ხაზში. თან ჩვენს მშობლებსაც არ უყვარდათ, ჩვენი წინ წამოწევა. ჩემთან შედარებით ილიკო ძალიან დიდი მოცეკვავე იყო, იმასაც კი არ ჰქონდა სოლო პარტიები. რაღაცნაირად უკან გვწევდნენ, იმიტომ, რომ არ იფიქრონ სხვებმა, შვილებია, შვილიშვილები არიან და იმიტომ წინ გამოვყავდით. ამის დანაკლისი არ მაქვს, რადგან ყოველდღე დარბაზში ვარ და განუწყვეტლივ მესმის დოლ-გარმონის ხმა. ჯამში 7 000 ბავშვს ვასწავლით“,- ამბობს ნინო სუხიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • "მაშინ ყველა გვაკრიტიკებდა - რატომ გამოუჩნდა ქალს კოჭი?" - „სუხიშვილების" გამორჩეული სოლისტის, ნინუკა შარაშიძის ამბავი სცენის მიღმა

ნინო მუშაობდა ნაციონალური ბალეტის აღმასრულებელ მენეჯერად, ხოლო 2007 წლიდან  არის ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი; 2013 წელს მისი თანაავტორობით განხორციელდა პროექტი "რამიშვილები";

მისი თანაავტორობითაა შექმნილი მოდერნბალეტ "რამიშვილებისა" და ოცამდე სხვა საცეკვაო კოსტიუმი. სხვადასხვა დროს მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო საქართველოს, საფრანგეთისა და აშშ-ის გალერეებში, ისინი არაერთ კერძო კოლექციაში ინახება. მისი რედაქტორობით გამოცემულია წიგნები: "ქართული ნაციონალური ბალეტი", "სოლიკო ვირსალაძე", "ილიკო სუხიშვილის მოგონებები". 

"სუხიშვილი გვარი აღარ არის, ეს არის პროფესია" - ამბობდა ნინო სუხიშვილი.

  • 24-წლიანი ამბის დასასრული და ლეგენდარული "სუხიშვილების" გამორჩეული სახე: ნინო ჯოხაძის პორტრეტი

Ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ მო­რი­გი სტუ­მა­რი ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბით“ აკა­დე­მი­უ­რი და­სის მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რი და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტორი ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი იყო, სადაც მან არაერთ საინტერესო კითხვას უპასუხა და ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა:

sukhishvili

- "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი“ ყო­ველ­თვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სას­ცე­ნო კოს­ტი­უ­მე­ბით იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი. ამ საქ­მე­ში ვის წვლილს გა­მო­ყოფ­დით სო­ლი­კო ვირ­სა­ლა­ძის გარ­და?

- სო­ლი­კო ვირ­სა­ლა­ძის გარ­და, ჩვენს ან­სამ­ბლში არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია კოს­ტი­უ­მე­ბი. ერ­თა­დერ­თი ვარ მე, ვინც ამას 1989 წლი­დან ვა­კე­თებ. ვარ სო­ლი­კო ვირ­სა­ლა­ძის მო­წა­ფე, მის ასის­ტენ­ტად 2 წელი ვი­მუ­შა­ვე. უკვე 30 წე­ლია, ჩემი ეს­კი­ზე­ბით იქ­მნე­ბა კოს­ტი­უ­მე­ბი. ყვე­ლა ახა­ლი პრო­ექ­ტი, ილი­კოს მიერ დად­გმუ­ლი ცეკ­ვა, ჩემი ეს­კი­ზე­ბი­თა შე­კე­რი­ლი. ასე რომ, პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რიც ვარ, აკა­დე­მია მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

- რო­გო­რი იყო და-ძმა ნინო და ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი ბავ­შვო­ბა... რო­გო­რი ბავ­შვე­ბი იყა­ვით?

- მგო­ნი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვე­ბი ვი­ყა­ვით, რო­გორც ყვე­ლა, არაფ­რით გან­ვსხვავ­დე­ბო­დით სხვა ბავ­შვე­ბის­გან. გარ­და იმი­სა, რომ ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი გას­ტრო­ლებ­ზე ყოფ­ნი­სას აქ არ იყ­ვნენ აქ. მათი ჩვენ­თან ყოფ­ნის და­ნაკ­ლი­სი იმ პე­რი­ოდ­ში გვქონ­და და ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენ ვართ ის ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც სცე­ნის მტვერ­ში, სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბა­ზებ­სა და კონ­ცერ­ტე­ბის დროს, კუ­ლი­სებ­ში გა­ვი­ზარ­დეთ. როცა არ გვყავ­და დამ­ტო­ვე­ბე­ლი, სულ მშობ­ლებს ვახ­ლდით. რომ გა­ვი­ზარ­დე, არ მქონ­და სურ­ვი­ლი, მათ გა­რე­შე სად­მე წავ­სუ­ლი­ყა­ვი, სულ მათ­თან ერ­თად ყოფ­ნა მინ­დო­და.

- რა მი­გაჩ­ნი­ათ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე რთულ ეპი­ზო­დად და რო­გორ დაძ­ლი­ეთ?

- რთუ­ლი ეპი­ზო­დე­ბი ყვე­ლას ჰქო­ნია და მეც მქონ­და. ერთს გა­ვიხ­სე­ნებ და გა­მოვ­ყოფ, ძა­ლი­ან მძი­მე წე­ლი­წა­დი იყო 2001 წელი - ქუ­ჩა­ში შემ­თხვე­ვით მან­ქა­ნა და­მე­ჯა­ხა. ისე და­მა­ზა­რა­ლა, რომ ნა­ხე­ვა­რი წე­ლი­წა­დი ეტ­ლში ვი­ჯე­ქი და მერე თით­ქმის 8 თვე ყა­ვარ­ჯნებ­ზე. მაგ­რამ არ­ცერ­თი დღე არ ყო­ფი­ლა, რომ გა­მეც­დი­ნა და არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი რე­პე­ტი­ცი­ა­ზე. ასე რომ, და­ზა­რა­ლე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც ვმუ­შა­ობ­დი. სა­ნამ ფეხ­ზე დავ­დე­ქი, მძი­მე ეტა­პე­ბი გა­ვი­ა­რე.

- ეს­ტა­ფე­ტა, რო­მე­ლიც წი­ნაპ­რე­ბის­გან მი­ი­ღეთ, წარ­მა­ტე­ბით გა­აგ­რძე­ლეთ. ეს რის ხარ­ჯზე მოხ­და?

- ეს ეს­ტა­ფე­ტა წი­ნაპ­რე­ბის­გან პირ­და­პირ არ მიგ­ვი­ღია, ჩვენ­თან ლან­გარ­ზე მორ­თმე­უ­ლი არა­ფე­რი მო­სუ­ლა. ბევ­რი შრო­მა დაგ­ვჭირ­და წი­ნაპ­რე­ბის­თვის, მშობ­ლე­ბის­თვის დაგ­ვემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ ჩვენ ეს შეგ­ვიძ­ლია და შეგ­ვიძ­ლია ცოტა სხვა­ზე უკეთ.

- რა თვი­სე­ბა მოგ­ყვე­ბათ ყვე­ლა­ზე მე­ტად ბე­ბი­ის­გან, ნინო რა­მიშ­ვი­ლის­გან?

- ყო­ველ­თვის მინ­დო­და, დავ­მსგავ­სე­ბო­დი და ვბა­ძავ­დი კი­დეც. პირ­ველ რიგ­ში, ალ­ბათ მიმ­ტე­ვებ­ლო­ბა და პა­ტი­ე­ბაა. ნინო რა­მიშ­ვილს ყვე­ლაფ­რის პა­ტი­ე­ბა შე­ეძ­ლო. ით­ვლე­ბო­და, რომ მკაც­რი იყო, მომ­თხოვ­ნი, მაგ­რამ მე­ო­რე წუ­თას აღარ ახ­სოვ­და. მეც მომ­თხოვ­ნი ვარ, მი­აჩ­ნი­ათ, რომ მკაც­რიც, მაგ­რამ მო­ვი­თხოვ მა­ღალ დო­ნე­ზე შეს­რუ­ლე­ბას და ხა­რისხს. ამი­ტომ ეს სიმ­კაც­რედ არც მი­მაჩ­ნია, საქ­მის მიმართ სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. ვი­ნა­ი­დან თვი­თონ ვარ თვითკრი­ტი­კუ­ლი, ამი­ტომ სხვის­გა­ნაც იმა­ვეს ვი­თხოვ. საქ­მე ისე უნდა გა­კეთ­დეს, რო­გორც ჩვე­ნი და­სის დო­ნეს შე­ე­ფე­რე­ბა. ამა­შიც ვგა­ვარ ნი­ნოს. ცეკ­ვა­ში ნამ­დვი­ლად არ ვგა­ვარ, ის ჩემ­ზე ბევ­რად მა­გა­რი მო­ცეკ­ვა­ვე იყო.

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად