პირველი ახალი წელი პატარა ენისთვის - გიორგი მამარდაშვილისა და ელენე ეპიტაშვილის საახალწლო სამზადისი - Marao

პირველი ახალი წელი პატარა ენისთვის - გიორგი მამარდაშვილისა და ელენე ეპიტაშვილის საახალწლო სამზადისი

2025-12-04 10:12:23+04:00

საახალწლო განწყობა უკვე იგრძნობა გიორგი მამარდაშვილისა და ელენე ეპიტაშვილის ოჯახში. წყვილმა დღესასწაულისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო. მათ უკვე მორთეს ნაძვის ხე. წელს დიდი ყურადღება ოჯახის ყველაზე პატარა წევრმა ენიმ მიიქცია, რომელმაც ნაძვის ხესთან უკვე იპოზიორა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს სწორედ ენის პირველი ახალი წელია, ამიტომ მშობლები ცდილობენ თითოეული დეტალი განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით შექმნან. 

  • პატარა ენი მამარდაშვილი - გიორგი მამარდაშვილის და ელენე ეპიტაშვილი მშობლების ამპლუაში 

გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი

გიორგი მამარდაშვილისა და ელენე ეპიტაშვილის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. თავდაპირველად ხალხის დიდი სიყვარული ახალგაზრდა მეკარემ დაიმსახურა, რაც არავის გაჰკვირვებია - საოცარი ნიჭით, შრომისმოყვარეობითა და, ამავდროულად, თავმდაბლობით დაჯილდოებული გიორგი მამარდაშვილი ნამდვილ ვარსკვლავ იქცა. 

მალევე არანაკლებ პოპულარული გახდა მისი მშვენიერი მეორე ნახევარი, ელენე ეპიტაშვილი - გოგო განსაკუთრებული გარეგნობითა და კიდევ უფრო განსაკუთრებული აურით - მშვიდი, გაწონასწორებული, თავშეკავებული ელენე საკუთარ საქმეშიც წარმატებულია და მეუღლის წარმატებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის.

  • "გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო ცხოვრების სიყვარულო" - ელენე ეპიტაშვილის წარმატებული კარიერა, ბედნიერი ოჯახი და ცხოვრება საქართველოდან შორს 

„2021 წლის ბოლოს გავიცანით ერთმანეთი. ჩვენი პირველი შეხვედრა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში იყო. ცოტა ხნით იყო ჩამოსული და მაშინ ვნახეთ ერთმანეთი პირველად“.

ეს იყო პერიოდი, როცა გიორგის ცოტა ხნით ჰქონდა დასვენება და ვეცადეთ ყველა ღონისძიება დროულად განგვეხორციელებინა. ხალხისგან ბევრი სიყვარული წამოვიდა. კრიტიკაც, თუმცა მესმის, რომ ყველასთვის ყველაფერი მოსაწონი არ იქნება და ვცდილობ გულთან ახლოს არ მივიტანო ნეგატიური გამოხმაურებები.

ენის დაბადებამ ყველაფერი შეიცვალა, თითქოს ახალი თვალებით ვუყურებთ სამყაროს. შვილის გაჩენამ კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი ერთიანობა და ურთიერთობებში მეტი სიყვარული, მხარდაჭერა და ზრუნვა შემოიტანა.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გიორგის  სტაბილურობა და სიმშვიდე ჰქონდეს. ფეხბურთელის ცხოვრება მართლაც რთულია, მუდმივი წნეხი, დატვირთული გრაფიკი, ნაკლები დასვენება,წარმატებებისა და მარცხის ცვალებადობა. ჩემი როლი იმაში მდგომარეობს, რომ მისთვის სახლი ყოველთვის იყოს ის ადგილი, სადაც შეუძლია დაისვენოს, იყოს უბრალოდ გიორგი და არა მხოლოდ ფეხბურთელი. ვცდილობ  მისთვის ემოციური მხარდამჭერი ვიყო და მისი მოტივაცია გავაძლიერო" - ამბობდა ელენე ეპიტაშვილი.