"ერთადერთი, რაზეც უსიამოვნება მოგვდის, სწორედ ესაა" - ნინო ხოშტარიასა და მისი მეუღლის იშვიათი ინტერვიუ და ოჯახური ტრადიცია - Marao

"ერთადერთი, რაზეც უსიამოვნება მოგვდის, სწორედ ესაა" - ნინო ხოშტარიასა და მისი მეუღლის იშვიათი ინტერვიუ და ოჯახური ტრადიცია

2025-12-04 13:38:57+04:00

ნინო ხოშტარია ტელეწამყვანის ამპლუაში საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის ეკრანებზე გამოჩნდა და საკუთარი პროფესიონალიზმით მალევე მოიგო მაყურებლის გული. ალბათ, ყველას კარგად ემახსოვრება საბავშვო ინტელექტუალური პროექტი "ყველაზე ჭკვიანი", რომლის წამყვანიც იყო ნინო ხოშტარია. მას შემდეგ ის არაერთ შოუს, თოქ-შოუსა თუ გადაცემას უძღვებოდა და დადებითი ენერგიით და გამორჩეული საუბრის მანერით ის ბევრი ადამიანისთვის საყვარელ ტელესახედ იქცა.

  • "დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი..." - ნინო ხოშტარიას 57-ე დაბადების დღე, ბედნიერი ოჯახი და ცხოვრება კამერებს მიღმა

ნინო ხოშტარია წლების მანძილზე აქტიურად ჩანდა ტელეეკრანებზე, თუმცა საკუთარ ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობდა. გამონაკლისი იყო, როცა ის მეუღლესთან ერთად გადაცემას " ქეთის სამზარეულო თავგადასავალი" სტუმრობდა. 

ნინო ხოშტარიამ და ბაჩა მალაზონიამ საკუთარ გემოვნებაზე, კვების კულტურასა და გასტრონომიულ გამოცდილებაზე ისაუბრეს: 

ბაჩა: ახალი ქვეყნის, კულტურის აღმოსაჩენად მნიშვნელოვანია საკვები - რა ტიპის საკვებია, როგორ მოიხმარენ, რა წესები აქვთ. ჩვენი ყველა გასვლა სხვა ქვეყანაში უკავშირდება იმის იდენტიფიცირებას, რა შეიძლება ახალი ვნახოთ, ხომ არ არის რაიმე ისეთი, რაც აქამდე არ გვინახავს. 

ნინო: ზოგჯერ დაგვიგეგმავს მოგზაურობა გასტრონომიული მიზნითაც. ტრადიციებიც გვაქვს - ბაჩას საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად გვიწევს საფრანგეთში მოგზაურობა, უფრო სწორედ, მას უწევს წასვლა, მე - აკიდება, იქ გვაქვს ჩვენი ადგილი, სადაც ზღვის პროდუქტებს მივირთმევთ, რიტუალია ეს ჩვენთვის - პატარა მაგიდაზე ზღვის პროდუქტების მირთმევა. 

ნინო: ერთადერთი, რაზეც უსიამოვნება მოგვდის, ეს საკვების მომზადებაა:

- დამაცადე, 

- არა, მე დამაცადე. 

ბაჩა: ორივე ვამზადებთ, ოღონდ, რა თქმა უნდა, მოყვარულის დონეზე. გამოწვევაა ჩვენთვის ხორცის მომზადება. ნინოს იმდენად უყვარს ხორცი, რომ ჩემი მომზადებული ყველაფერი მოსწონს. 

ნინო: მე მიყვარს ხორცი და ჩემი პრეროგატივა იყო მისი მომზადება, მაგრამ ბაჩამ ჩამოართვა ეს ფუნქცია. არ მიწევს ხშირად კეთება. იყო პერიოდი, როცა მეტი დრო მქონდა და სულ ვამზადებდი. მე რეცეპტების ცნება საერთოდ არ ვიცი, მხოლოდ - თვალით და გემოვნებით. ასეა ნამდვილი, ასეა მართალი. ჩემს მეგობრებს უყვართ გოგრაში რომ ვაკეთებ ბრინჯს. ტკბილს ვაკეთებ, თანაც ჩემი ინგრედიენტებით. შაქარს საერთოდ არ ვიყენებ, ვუმატებ შავი მოცხარის მურაბას, გოგრის გულს... 

xoshtaria

ნინო ხოშტარიასა და ბაჩა მალაზონიას ოჯახი 

მიუხედავად იმისა, რომ ნინო ხოშტარია წლების მანძილზე საჯარო ფიგურა იყო, საკუთარ ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა თითქმის არასდროს საუბრობდა. მისი მეუღლე ბაჩა მალაზონიაა. ბაჩა მალაზონია არის არტ-დირექტორი, მეწარმე და  მას 30-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს პროექტების დიზაინში,საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ყველაზე მომთხოვნი ციფრული მედიის შექმნასა და განვითარებაში სპორტის მიმართულებით. 

  • "28 წელი წმინდა სიყვარულით" - ნინო ცქიტიშვილისა და ვატო ნაცვლიშვილის 4 შვილი, ბედნიერი ოჯახი და სიყვარულის ამბავი

დაამთავრა ტალინის სამხატვრო უნივერსიტეტი ფოტო-გრაფიკის სპეციალობით 1990 წელს. 1992-1994 წლებში ბაჩა მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ვალუტის განვითარების ძალიან მნიშვნელოვან და ისტორიულ პროექტში. 20 წლის შემდეგ ის გახდა ქართული ლარის რედიზაინის პროექტის ხელმძღვანელი, რამაც მას ევროპაში საუკეთესო ბანკნოტების სერიის ჯილდო მოუტანა.

  • "საუკეთესო პაემანი" - თიკა ფაცაციას ემოციური შეხვედრა მონატრებულ შვილთან და ოჯახური კადრები

4 წლის წინ ნინო ხოშტარია პირველი შვილიშვილის ბებია გახდა. მას შემდეგ პატარა პაოლოს ფოტოებს მის გვერდზე ხშირად იხილავთ. ბებია-ბაბუა პაოლოსთან დროს ხშირად ატარებს და ნინო კადრებს სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს.