"ქათამი ქონდარში - ბებიაჩემის რეცეპტია, ამის გამო სულ სტუმრიანობა ჰქონდა" - ნინო ხოშტარიას რეცეპტი თქვენი საახალწლო სუფრისთვის - Marao

"ქათამი ქონდარში - ბებიაჩემის რეცეპტია, ამის გამო სულ სტუმრიანობა ჰქონდა" - ნინო ხოშტარიას რეცეპტი თქვენი საახალწლო სუფრისთვის

2025-12-04 14:36:25+04:00

"ბებიაჩემის რეცეპტია, სანამ ბებია ცოცხალი იყო, ამ კერძის გამო მასთან სულ სტუმრიანობა იყო", - ამბობდა ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი ნინო ხოშტარია გადაცემაში "ქეთის სამზარეულო თავგადასავალი" სტუმრობისას. ნინომ მეუღლესთან, ბაჩა მალაზონიასთან ერთად ისაუბრა მისი ოჯახის გასტრონომიულ ტრადიციებზე. ბაჩამ და ნინომ აღნიშნეს, რომ ოჯახში კერძების მზადება ორივე უყვართ, განსაკუთრებით კი - ზღვის პროდუქტებისა და ხორცის. 

  • "ერთადერთი, რაზეც უსიამოვნება მოგვდის, სწორედ ესაა" - ნინო ხოშტარიასა და მისი მეუღლის იშვიათი ინტერვიუ და ოჯახური ტრადიცია

ნინომ მაყურებელს ბებიის რეცეპტიც გაუზიარა - ქათამი ქონდრით - ეს კერძი იდეალური იქნება ახალი წლის სუფრისთვის და მას კიდევ უფრო არომატულს, მადისაღმძვრელსა და მრავალფეროვანს გახდის. ეს კერძი მზადდება მარტივად, მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტით და ამ დღესასწაულს კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის. 

xoshtaria

ქათამი ქონდრით - ნინო ხოშტარიას რეცეპტი

დაგჭირდებათ: 

  • ქათამი;
  • ზაფრანა;
  • ბრინჯი;
  • ნიორი;
  • ქონდარი.

მომზადება: 

ნინო ხოშტარია მომზადების დეტალურ რეცეპტს გვთავაზობს ზუსტად ისე, როგორც ამას მისი ბებია აკეთებდა: 

  • გაფრთხილება: არ დადოთ ახალი წლის სუფრაზე გოჭის ხორცი - რა კერძები არ უნდა დაახვედროთ 2026 წელს, რომ უიღბლობა არ მოიზიდოთ

"ბებიაჩემი ქათამს ჭრიდა ნაჭრებად, ზაფრანაში ამოავლებდა და კარგად წვავდა ტაფაზე.

  • რა უყვარს "ცეცხლოვან ცხენს?" - ერთი ქართული კერძი, რომელიც ახალი წლის ღამეს სუფრაზე უნდა გედოთ

შემდეგ მზადდებოდა ბრინჯი ქონდრით, ხმელი ქონდრით. ქონდარს ხელის გულით ფშვნიდა და აყრიდა ბრინჯს. ბრინჯს მომზადებისას ნივრებს უწყობდა, რა თქმა უნდა, კანით. გამოდიოდა ქარვისფერი ქათამი, რომელიც იყო თან სადღესასწაულო, თან ყოველდღიური და ძალიან გემრიელი".

recepti