რძალ-დედამთილის ურთიერთობის საკითხი საქართველოში დღემდე აქტუალურია. სტერეოტიპი, რომ მათ შორის უარყოფითი დამოკიდებულება უნდა იყოს, ნელ-ნელა ინგრევა, თუმცა დედამთილის როლსა და გავლენაზე ოჯახში მაინც ბევრს წერენ.
როგორი დედამთილები არიან ცნობილი ქართველები და როგორია მათი ურთიერთობა რძლების მიმართ - ამ სტატიაში სწორედ ამის შესახებ მოგიყვებით. მანამდე კი გაგვიზიარეთ,
თქვენ რას ფიქრობთ "რძალ-დედამთილის" სტერეოტიპის შესახებ?
ბიზნეს-სელებრითს, ცნობილი ოჯახის ასევე ცნობილ რძალს ფუფა გოგლიძეს საზოგადოების ნაწილი უკვე იცნობს. მან და ეკა მამალაძის ვაჟმა, ლევანიკო საყვარელიძემ ჯვარი ჯერ კიევ 2015 წელს დაიწერეს, მაშინ საერთო შვილიც მონათლეს, თუმცა ქორწილის ოფიციალური ნაწილი მხოლოდ 2024 წელს გამართეს.
ფუფა თავად ხშირად ესწრება სხვადასხვა ღონისძიებას, შესაბამისად, მას ქართული ბომონდიდან ბევრი მეგობარი ჰყავს და ქორწილსაც არაერთი ცნობილი სახე სტუმრობდა, მათ შორის იყო ქრისტინე იმედაძე - ფუფა გოგლიძე ქრისტინე იმედაძის დეიდაა.
ნატო გელაშვილს ორი ვაჟი, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები ჰყავს, რომლებსაც საზოგადოება „ჭოხოების“ სახელით იცნობს. უფროსი, გიორგი ჭოხონელიძე დაოჯახებულია, მისი მეუღლე მშვენიერი ანეტა ნიკურაძეა. წყვილის რომანტიკულმა ხელის თხოვნამ რამდენიმე წლის წინ სოციალური ქსელები დაიპყრო. გიორგი და ანეტა დღეს ორ შვილს, ლუკასა და ნინას ზრდიან. ნინას ნათლია სწორედ ნატო გელაშვილია.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახში შემომსვლელს... ყოველთვის ვლოცულობდი, რომ ჩემს შვილს კაცთმოყვარე ადამიანი შეხვედროდა...“ - ამბობდა ნატო გელაშვილი და, როგორც ჩანს, მას ეს სურვილი აუსრულდა - რძალ-დედამთილს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს.
ციცი ფალავანდიშვილი საზოგადოებამ წლების წინ, როგორც მუსიკოსი, ისე გაიცნო. მოგვიანებით მის რეგალიებს „გიგი დედალამაზიშვილის დედობაც“ შეემატა. გიგის ოჯახს საზოგადოება კარგად იცნობს - მისი მეუღლე უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კარპია. მათ ორი შვილი ჰყავთ.
მარინას განსაკუთრებით უყვარს საქართველო, ქართველები და ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდი პატივისცემაც აქვს. მას არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს დედამთილთან: „მარინა როდესაც ჩვენს ოჯახში შემოვიდა, პირველი ეს მითხრა: “გამარჯობა, დედა”. აქედან დაწყებული ჩვენი დედაშვილობა არასოდეს დამთავრდება. მე ხომ ქალიშვილიც მყავს. ისე უნდა მოვექცე ჩემს რძალს, როგორც გამიხარდება, რომ ჩემს ქალიშვილს მოექცნენ”, - ამბობდა ციცი ფალავანდიშვილი.
ნინო თოლორდავა მეორე შვილის და სულ ახლახან გახდა, თუმცა ამ დიდ სიხარულამდე მან ბებიის ამპლუა უკვე მოირგო. მისი უფროსი ვაჟი ამიკო ხაზალიაა. მას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს. ნინოს რძალთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს - ოჯახი ხშირად აქვეყნებს ერთად გადაღებულ კადრებს და დიდ სიყვარულსაც იმსახურებს.
მაკა ასათიანის უფროსი ვაჟი, კახი ჟორდანია, უკვე რამდენიმე წელია, რაც ნანიკო კლდიაშვილზეა დაქორწინებული. მათ ორი შვილი, ლეა და ლეო ჰყავთ. მაკას რძალთან მეგობრული ურთიერთობა აქვს - ოჯახი ხშირად დადის ერთად ზაფხულისა თუ ზამთრის არდადეგების გასატარებლად. ნანიკო ოჯახურ კადრებს საკუთარ გვერდზეც ხშირად აქვეყნებს.
თეა დარჩია 4 შვილი ჰყავს - მარიამი, მირიანი, იოანა და გაბრიელი. მარიამმა სულ ცოტა ხნის იქორწინა, მანამდე კი მირიანის ქორწილი გაიმართა. მირიან მათიაშვილის მეუღლე ელენე ბარამიძეა. თეასა და ელენეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ - ელენე ხშირად ირებს მონაწილეობას თეას დადგმებში, ისინი ოჯახურ კადრებსაც ხშირად გვიზიარებენ და ერთმანეთის კარგი მეგობრები არიან.
თამრიკო ჭოხონელიძის ვაჟის, კოკო როინიშვილის მეუღლე, მსახიობი ანი იმნაძეა. წყვილი უკვე არაერთი წელია, ერთადაა და ერთ შვილს, მარიამ ზრდის. ანის თამრიკოსთან და ოჯახის სხვა წევრებთან იდეალური ურთიერთობა აქვს - ისინი ზაფხულის არდადეგებსა თუ მნიშვნელოვან დღესასწაულებს ყოველთვის ერთად ატარებენ.
თეონა თავართქილაძეს ორი ვაჟი ჰყავს - ნიკა და ვატო არველაძეები და უკვე ორგზის დედამთილია. მისი რძლები მაკუნა ზედაშიძე და ქეთი წიქვაძე არიან. თეონას ორივე მათგანთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და ამის შესახებ არაერთ ინტერვიუშიც უსაუბრია. „მე, თეონა და რეზი უფრო ვმეგობრობთ, ვიდრე ვრძალ-ვდედამთილ-ვმამამთილობთ…“ - ამბობდა ქეთი.