"საბა არის ჩემი მზე, მთვარე, ჩემი კომფორტის ზონა..." - ნანუკა ჟორჟოლიანი უმცროსი შვილის, საბა კოდუას შესახებ წერს - Marao

"საბა არის ჩემი მზე, მთვარე, ჩემი კომფორტის ზონა..." - ნანუკა ჟორჟოლიანი უმცროსი შვილის, საბა კოდუას შესახებ წერს

2025-12-05 10:33:30+04:00

ნანუკა ჟორჟოლიანსა და მის ოჯახს საზოგადოება უკვე არაერთი წელია, რაც კარგად იცნობს. ნანუკა ცნობილი სახეა, ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე, გარდა ჟურნალისტური საქმიანობისა, ის სამოქალაქო აქტივისტიცაა და პერიოდულად აორგანიზებს მარათონებს, რომლებიც სხვადასხვა საჭიროების ადამიანებისა თუ ოჯახებისთვის ეწყობა. 

ნანუკა ჟორჟოლიანის უფროს შვილს, მარიამ გეგუჩაძეს საქართველოში ასევე კარგად იცნობენ, ხოლო უმცროს ვაჟს, საბა კოდუას - ნაკლებად.

  • "ჩემს გარეგნობასთან დაკავშირებით არავის აზრი არ მაინტერესებს, ერთადერთი ადამიანის გარდა" - ნანუკა ჟორჟოლიანი კრიტიკოსებს პასუხობს 

საბას კერებთან გამოჩენა არ უყვარს, თუმცა მის ფოტოებს ოჯახის წევრები დროდადრო მაინც აზიარებენ. საბა უკვე 16 წლისაა: "საშინლად არ უყვარს საჯაროობა, მაგრამ წელიწადში ერთხელ თავს უფლებას მივცემ გითხრათ, ძალიან კარგი ბიჭია საბა. ყველაზე კეთილია, ვისაც ვიცნობ. მინდა ზუსტად ისეთი ცხოვრება გქონდეს, როგორიც შენ გენდომება", - წერდა მის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი.

ამჯერად ნანუკა ჟორჟოლიანმა უმცროსი შვილის, საბა კოდუას შესახებ ისაუბრა: "საბა არის ჩემი მზე, მთვარე, ჩემი კომფორტის ზონა. ჩემი სიყვარული, მეგობარი - ანუ, ძალიან მიყვარს, ვგიჟდები მასთან ერთად ყოფნაზე", - წერს ნანუკა. 

nanuka

ნანუკა ჟორჟოლიანის ბიოგრაფია

ნანუკა ჟორჟოლიანი 1979 წლის 26 ივნის დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

  • რომანტიკული კადრები სიყვარულის ქალაქიდან: მარიამ გეგუჩაძე მეუღლესთან ერთად იტალიაში მოგზაურობს

"პირველად კორეაში" - ნანუკა ჟორჟოლიანი მოგზაურობის კადრებს აქვეყნებს  1999 წელს დაიწყო მუშაობა გადაცემა „ალიონში“, „პირველ არხზე“. 2001 წელს გადავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე. მუშაობდა პოლიტიკური სიახლეების მიმართულებით. 2008 წელს იყო რეპორტიორი რუსეთ-საქართველოს ომში. 2009 წლიდან 2019 წლამდე ჰქონდა საავტორო გადაცემა „ნანუკას შოუ“, რომელიც 2009-2012 წლებში "იმედზე", ხოლო 2013-2019 წლებში "რუსთავი 2"-ზე გადიოდა. 2019 წლიდან გადავიდა „მთავარ არხზე“, სადაც მიჰყავს გადაცემა „სხვა ნანუკა“. დღეს კი ნანუკა ტვ პირველზე საქმიანობს.

2020 წლის 23 სექტემბერს „ძალა ერთობაშიამ“ ნანუკა წარადგინა წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად. ნანუკა აქტიურად არის ჩაბმული დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციებში. 

  • გზა მათემატიკოსობიდან - იუმორისტებამდე: ერთი შვილი, ბედნიერი ოჯახი და ვანო ჯავახიშვილის ცხოვრება ეკრანს მიღმა

ნანუკა 16 წლის ასაკში დაოჯახდა ნიკოლოზ გეგუჩაძეზე. ნანუკას და ნიკოლოზის ქორწინებამ 2 წელს გასტანა. ნანუკას ნიკოლოზისგან ერთი საერთო შვილი, მარიამი ჰყავს.

წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ნანუკა მეორედ, ირაკლი კოდუაზე დაოჯახდა. მათ ერთი შვილი საბა კოდუა ჰყავთ. წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა.