"არანაირი ბარიატრია, არანაირი ნემსი, ერთადერთი, რაც გასახდომად გამომიყენებია..." - ნანუკა ჟორჟოლიანი წონის კლების უსაფრთხო მეთოდზე წერს - Marao

"არანაირი ბარიატრია, არანაირი ნემსი, ერთადერთი, რაც გასახდომად გამომიყენებია..." - ნანუკა ჟორჟოლიანი წონის კლების უსაფრთხო მეთოდზე წერს

2025-12-05 10:52:25+04:00

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობს პიროვნული განვითარების, თავის მოვლისა და წონის კლების შესახებ. ტელეწამყვანი ამ მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას გამომწერებს ხშირად უზიარებს და საუბრობს, თუ როგორ მოახერხა წლების განმავლობაში ზედმეტი წონის კლება, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სასურველ ფორმაში ჩადგომა. როგორც ნანუკა ამბობს, მეორე შვილის გაჩენისას ის 108 კილოგრამს იწონიდა, მშობიარობის შემდეგ კი ზედმეტი წონა მისი პრობლემა გახდა და ამ პრობლემას სხვადასხვა გზით ებრძოდა.

  • „ერთხელ მივედი საავადმყოფოში, რომ ოპერაცია გამეკეთებინა..." - იაკო ჭალაგანიძე, როგორც მოტივაცია და მისი დიეტა

ამჯერად ნანუკა ჟორჟოლიანი პასუხობს კითხვებს მენტალური ჯანმრთელობისა და წონის კლების შესახებ და წერს, რომ ზედმეტი კილოგრამები არც რაიმე ნემსით და არც ოპერაციით და დაუკლია: 

nanuka_zhorzholiani

"არანაირი ბარიატრია, არანაირი ნემსი. ერთადერთი, რაც გასახდომად დამილევია, იყო 2011 წელს დეტოქს წამალი და საავადმყოფოში მოვხვდი. დავიფიცე, რომ მსგავსს არაფერს ჩავიდენდი. უფრო მეტიც, გასახდომი დექტოსის პროდუქტებს რეკლამასაც არ გავუკეთებ, რამდენიც არ უნდა გადამიხადონ" .

nanuka_zhorzholiani

"ყველაზე ეფექტურად კალორიული დეფიციტით დავიკელი. ცხოვრების სტილია - ჭამ, რასაც გინდა, როცა გინდა, უბრალოდ დეფიციტში ხარ". 

nanuka_zhorzholiani

"კალორიების რაოდენობა წონასა და სიმაღლეზეა დამოკიდებული. მე 1 200 კალორიას ვიღებ მაშინ, როცა კლება მინდა, 1 600 კალორიას - როცა წონის შენარჩუნება". 

ნანუკა ჟორჟოლიანის წონის კლების გამოცდილება

ნანუკა ჟორჟოლიანს საკუთარ გამოცდილებაზე არაერთხელ უსაუბრია. ის ყოველთვის აღნიშნავს, რომ ზედმეტი წონის დაკლება ჯანმრთელობის დაზიანების გარეშეც შესაძლებელია. 

  • "შევქმნით ჯგუფს, ერთად ვიდიეტებთ და ვივარჯიშებთ" - ნანუკა გულუას ახალი წამოწყება

"საბაზე დაფეხმძიმების შემდეგ ვებრძვი წონას და ამის მიზეზი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ინსულინრეზისტენტული ვარ და საერთო ჯამში, 65-კილოგრამიანი მატება მქონდა და ისევ ჯანმრთელობის მდგომარეობიდანვე გამომდინარე, ზედმეტი კილოგრამების მოშორება გამიჭირდა. ამისთვის ძალიან ბევრი მცდელობა დამჭირდა. ბოლოს მივადექი 18-საათიან დიეტას. მე ვერ ვშიმშილობ და სამ-ოთხ საათში ერთხელ ჭამა არ მშველის. ინსულინრეზისტენტულების გამო, რაც უფრო იშვიათად შევჭამ, მით უფრო კარგია ჩემი ჯანმრთელობისთვის. ჩემი ინსპირაციის წყარო ჩემი ორი თანამშრომელი გახდა. 18-საათიანით ორივემ დიდი წონა დაიკლო. ეს არაა დიეტა, ესაა ხანგრძლივი პროცესი, ფაქტობრივად, ცხოვრების სტილია. თავიდან 16-საათიანით დავიწყე. ბოლო კვება საღამოს ექვსზე მქონდა, პირველი – დილის ათზე. რაციონიდან ამოღებული მქონდა ყველანაირი ბურღულეულობა. მხოლოდ შავ მაკარონს ვჭამდი და ძალიან იშვიათად – მჭადს. პური და ხაჭაპური საერთოდ დავიწყებული მქონდა. ამოვიღე ტკბილი, ნამცხვრები, ყველანაირი კრემიანი.

  • მარიამ გეგუჩაძის რჩევები წონის კლებასთან დაკავშირებით - რა არის OMAD დიეტა?

ყურძენს, კარალიოკს და ლეღვს – არა, მაგრამ ბანანს ვჭამდი, რომელიც საკმაოდ კალორიულია. საუზმეზე ვჭამდი კვერცხს, ყველს და ასე შემდეგ, მერე წავიხემსებდი დიაბეტიკების სპეციალური წასახემსებლით ან ხილით და შემდეგ უკვე კარგად ვჭამდი. ერთი წელი ხორცზე უარი მქონდა ნათქვამი, მაგრამ ვიღებდი თევზეულს, ბოსტნეულს და ასე შემდეგ. ექვსი საათის შემდეგ, რომ მშივდებოდა ცივ წყალს ვსვამდი ყლუპ-ყლუპად, თბილით შეშუპება მეწყებოდა. ორი თვე, საერთოდ, ერთი გრამიც ვერ დავიკელი. შემდეგ დაიწყო კლება ნელი ტემპით, თვეში – ოთხი-ხუთი კილო. ესეც ინდივიდუალურია. მე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს სწრაფად დაკლების საშუალებას. თუმცა, საბოლოო ჯამში, ნელ-ნელა 17 კილო დავიკელი".