"ერთადერთი ფიქრი მქონდა - რა ცუდია, ჩემი შვილები გაიზრდებიან და ამას მე ვერ ვნახავ-მეთქი", - რა შემთხვევას იხსენებს ნანუკა გულუა - Marao

"ერთადერთი ფიქრი მქონდა - რა ცუდია, ჩემი შვილები გაიზრდებიან და ამას მე ვერ ვნახავ-მეთქი", - რა შემთხვევას იხსენებს ნანუკა გულუა

2025-12-05 14:53:27+04:00

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნანუკა გულუამ გადაცემაში "სხვა რაკურსი" ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემთხვევა გაიხსენა: 

"მიმეჩქარებოდა სახლში. მოვყევი საშინელ ავარიაში. არც მანამდე და არც მერე მსგავსი რაღაც არ დამმართნია. ცალმხრივ გზაზე მივდიოდი, თამამი მძღოლი ვიყავი და გადასარევად ვმართავდი. ახლა უკვე ვეღარ ვიტყვი ამას. მოხდა ისე, რომ ახლოს მივყვებოდი დიდ მანქანას. ეს მანქანა გადავარდა უცებ გზიდან.

მე არაფრის საშუალება არ მომეცა და დავეჯახე წინ მდგომ მანქანას, რომელიც გაჩერებული იყო. ეს ხმა ჩემს ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება. ეს იყო საშინელი მტვრევის ხმა. მას შემდეგ ვარ ცუდი მძღოლი. ძალიან ნელა დავდივარ. ალბათ, გამივლის. როცა ეს მტვრევა მოხდა, ერთადერთი აზრი მქონდა, რომ რა ცუდია, ჩემი შვილები გაიზრდებიან და ამას მე ვერ მოვესწრები-მეთქი.

  • "ამაზე არ მიყვარს საუბარი, ძალიან პირადი თემაა, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნივთია..." - ინგა გრიგოლიას აქამდე უცნობი ამბავი, ცხოვრების რთული პერიოდი და თილისმა

მხოლოდ ეს ფიქრი მქონდა. ასევე გავიფიქრე, რომ ნინა არ იჯდა მანქანაში სავარძლის გარეშე. მხოლოდ მძღოლის ადგილი იყო დაუზიანებელი. ძალიან ჩაჭყლეტილი იყო ყველაფერი. როცა გადმოვედი მანქანიდან დავინახე ხალხი, რომელთაც ხელი ჰქონდათ აფარებული სახეზე, რადგან ფიქრობდნენ, რომ ამ მანქანაში ცოცხალი აღარავინ იქნებოდა. გადმოვედი მანქანიდან, დავინახე სასწრაფო მეორე მხარეს და შევხტი ამ მანქანაში. ყველა კიოდა და ყვიროდა. შოკისგან ვერ ვგრძნობდი ვერაფერს.

იმ წამს ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. ექიმები შოკირებულები იყვნენ. დავწექი ჩემით. პატრული მეკითხებოდა, რომ ფხიზელი ხარო. მე ვეუბნებოდი, რომ არ ვიყავი. ისეთი შოკი მქონდა, ვერც ვაცნობიერებდი, რას ვამბობდი. ექიმმა უთხრა, ფხიზელია, აბა რა არის, ლაქტაციის პროცესშიაო. არ ვიცი რას ვამბობდი. უკვე ცუდად გავხდი ის. მხოლოდ ნაკაწრი და შრამი მაქვს. ღმერთს ვყვარებივარ“, – ისაუბრა ნანუკა გულუამ.

gulua

ნანუკა გულუას ოჯახი 

ნანუკა გულუამ რჩეულზე, კახა კაშიაზე 2021 წელს იქორწინა. როგორც თავად ამბობდა, მათი ქორწინება მოულოდნელად გადაწყდა და ამაში დიდი წვლილი ოჯახის წევრებსაც მიუძღვით.

  • "არანაირი ბარიატრია, არანაირი ნემსი, ერთადერთი, რაც გასახდომად გამომიყენებია..." - ნანუკა ჟორჟოლიანი წონის კლების უსაფრთხო მეთოდზე წერს

ნანუკასა და კახას სამი შვილი, ნინა, ირაკლი და კირა ჰყავთ. ნანუკა თავად ხშირად აღნიშნავს, რომ მის ასაკში დედობა კიდევ უფრო განსაკუთრებული გრძნობაა. მისი თქმით, ორი შვილის ყოლა გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა მზადაა, რამდენი შანსიც მიეცემა, იმდენჯერ გახდეს დედა. მსახიობი ცოტა ხნის წინ ხუმრობდა კიდეც, რომ მოსწონს, როცა ორსულობის დროს მასზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და მეოთხე შვილის ყოლაზეც დაფიქრდება.

gulua