"ეს იყო ნამდვილი დღესასწაული" - როგორი იყო მომღერალი ნუცა თოფურიას დაბადების დღის წვეულება: ქართველი სელებრითები, გრანდიოზული ტორტი და ულამაზესი შოუ - Marao

"ეს იყო ნამდვილი დღესასწაული" - როგორი იყო მომღერალი ნუცა თოფურიას დაბადების დღის წვეულება: ქართველი სელებრითები, გრანდიოზული ტორტი და ულამაზესი შოუ

2025-12-06 22:55:38+04:00

ნუცა თოფურია უნიჭიერესი მომღერალია, რომელიც ქართველმა მაყურებელმა პროექტ „მხოლოდ ქართულიდან“ გაიცნო, თუმცა მისი, როგორც მომღერლის, წარმატებები გაცილებით ადრე, ათი წლის ასაკში დაიწყო. ნუცა სწავლობდა ნიჭიერთა ათწლედში, სკოლის დამთავრების შემდეგ - ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. დღეს ნუცა ქართველ ახალგაზრდებში ერთ-ერთი პოპულარული სახეა, მის ცხოვრებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ადევნებს თვალს და, რა გასაკვირია, რომ მის დაბადების დღის წვეულებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

  • ზღაპრული გარეგნობა, საოცარი ხმა და ქარიზმა: როგორია ახალგაზრდა მომღერალი, ნუცა თოფურია ეკრანს მიღმა

5 დეკემბერს ნუცა თოფურია იუბილარი იყო - მომღერალი 26 წლის გახდა. საღამოს უამრავი ცნობილი ქართველი სახე ესწრებოდა - მსახიობი რუსკა ქარქაშაძე, ჟურნალისტი სალომე ლემონჯავა მეუღლესთან, გიორგი ცხადაძესთან ერთად, მომღერალი ანდრია გველესიანი, მოდელი ლიკუნა მეტრეველი, ძმები გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები და სხვ. 

  • "ძალიან მჯერა ავი თვალის, ბოლო პერიოდში – განსაკუთრებით და ვუფრთხილდები ყველაფერს" - მარიამ შენგელიას ახალი ამპლუა და ახდენილი ოცნება

ნუცას დაბადების დღის წვეულების მთავარი ფერი წითელი ფერი იყო - დეკორაციები, ტორტი და იუბილარის ჩაცმულობაც სწორედ ამ ტონში იყო გადაწყვეტილი. საღამოს, რა თქმა უნდა, არ ჩაუვლია ცოცხალი სიმღერის გარეშე - ნუცა თოფურიამ მეგობრებთან ერთად არაერთი სიმღერა შეასრულა და უამრავმა ადამიანმა აღნიშნა, რომ ეს არა უბრალოდ წვეულება, არამედ ნამდვილი დღესასწაული იყო. 

nuca_topuria

nuca_topuria

nuca_topuria

ნუცა თოფურია 

"მშობლები მეუბნებიან, რომ თურმე, ძალიან პატარა ასაკიდან, სამი წლიდან „იავნანას“ ვმღეროდი. თუმცა იმ დოზით არა, რომ ყველას ეფიქრა, ეს მომღერალი გახდებაო. როცა წამოვიზარდე, მერე სულ ვმღეროდი. თუმცა, პატარაობიდანვე ძალიან ბეჯითი მოსწავლე ვიყავი და ათწლედში ჩაბარებაზე არ მიფიქრია. ჩემი პირველი პროექტი ათი წლის ასაკში იყო – „ანა ბანა“ და იქიდან დაიწყო ჩემი მუსიკალური კარიერა. დედა წინააღმდეგი იყო, რადგან ვოკალის პედაგოგი არასდროს მყოლია და ეგონა, რომ მოუმზადებლად შედეგს ვერ მივაღწევდი. როცა დედა სახლში არ იყო, მე და ბებიამ დავრეკეთ და დავრეგისტრირდი. დედას მერე ვუთხარი, ქასთინგზე მივდივარ-მეთქი. სხვა რაღა გზა ჰქონდა, წამომყვა და გზაში მეკითხებოდა, ასე მოუმზადებელმა რა უნდა იმღეროო. მე ყველაფერი მოგვარებული მქონდა, სიმღერაც მზად მქონდა და კონკურსისთვის ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავი. ძალიან კარგად ჩაიარა პირველმა ტურმა. მარინა ბერიძე იყო ჟიურის წევრი და პირდაპირ მითხრეს, გადასული ხარ მეორე ტურშიო. მეორე ტურიდან რომ გამოვედი, დედას ვუთხარი, დიდი ალბათობით ვერ გადავედი, რადგან მარინამ ჩემი ანკეტა, სადაც ცოტა ფურცლები იდო, იქ გადადო, სადაც ბევრი იდო, იქ ვერ მოვხვდი-მეთქი. ორ საათში დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ საუკეთესო 12 ბავშვში მოვხვდი."მშობლები მეუბნებიან, რომ თურმე, ძალიან პატარა ასაკიდან, სამი წლიდან „იავნანას“ ვმღეროდი. თუმცა იმ დოზით არა, რომ ყველას ეფიქრა, ეს მომღერალი გახდებაო. როცა წამოვიზარდე, მერე სულ ვმღეროდი. თუმცა, პატარაობიდანვე ძალიან ბეჯითი მოსწავლე ვიყავი და ათწლედში ჩაბარებაზე არ მიფიქრია.

  • "ძალიან ბევრი სიახლე მაქვს, პირად ცხოვრებაშიც..." - დიდი სიახლე ნინი ქარსელაძის ცხოვრებაში და ახალი ინტერვიუ

ჩემი პირველი პროექტი ათი წლის ასაკში იყო – „ანა ბანა“ და იქიდან დაიწყო ჩემი მუსიკალური კარიერა. დედა წინააღმდეგი იყო, რადგან ვოკალის პედაგოგი არასდროს მყოლია და ეგონა, რომ მოუმზადებლად შედეგს ვერ მივაღწევდი. როცა დედა სახლში არ იყო, მე და ბებიამ დავრეკეთ და დავრეგისტრირდი. დედას მერე ვუთხარი, ქასთინგზე მივდივარ-მეთქი. სხვა რაღა გზა ჰქონდა, წამომყვა და გზაში მეკითხებოდა, ასე მოუმზადებელმა რა უნდა იმღეროო. მე ყველაფერი მოგვარებული მქონდა, სიმღერაც მზად მქონდა და კონკურსისთვის ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავი. ძალიან კარგად ჩაიარა პირველმა ტურმა. მარინა ბერიძე იყო ჟიურის წევრი და პირდაპირ მითხრეს, გადასული ხარ მეორე ტურშიო. მეორე ტურიდან რომ გამოვედი, დედას ვუთხარი, დიდი ალბათობით ვერ გადავედი, რადგან მარინამ ჩემი ანკეტა, სადაც ცოტა ფურცლები იდო, იქ გადადო, სადაც ბევრი იდო, იქ ვერ მოვხვდი-მეთქი. ორ საათში დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ საუკეთესო 12 ბავშვში მოვხვდი.

"ძალიან გახარებული ვარ, რადგან დავასრულე სოლო ალბომზე მუშაობა, რაც პანდემიის გამო გაიწელა. პრეზენტაცია, სავარაუდოდ, მაისში გაიმართება, რასაც მოუთმენლად ველი. პანდემიის მიუხედავად, ვცდილობ, ვიაქტიურო და იმედია, წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი გველოდება" - ამბობდა ნუცა ერთ-ერთ ინტერვიუში.