"9 წლის შემდეგ" - რუსა ჩაჩუას ბედნიერი ოჯახის 12 წელი და კადრები მეუღლესთან ერთად - Marao

"9 წლის შემდეგ" - რუსა ჩაჩუას ბედნიერი ოჯახის 12 წელი და კადრები მეუღლესთან ერთად

2025-12-06 23:35:09+04:00

"9 წლის შემდეგ", - წერს მოდელი რუსა ჩაჩუა და მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს 9-წლიანი სხვაობით აქვეყნებს. 

rusa_chachua

rusa_chachua

"ერთხელ მითხრა: 40 წელი შენს ლოდინში მოსესავით დავიარებოდიო.

  • "კარგია, 6 საათის მერე თუ არ შეჭამთ, რაციონიდან ამოიღებთ ცომს და ტკბილეულს, შემწვარ და ცხიმიან კერძებს" - რუსა ჩაჩუას სილამაზის რჩევები

მის გვერდით აღარ ვმალავ ასაკს (ჩემი მეგობრები გაიგებენ) - პირიქით, მშვიდად ველოდები სიბერეს, რადგან ვიცი, ეს იქნება ყველაზე საინტერესო მოგზაურობა მომავალში, სადაც ყოველი წელი მხოლოდ უფრო ღრმად აძლიერებს ჩემს სიყვარულს. 7 სექტემბერი და ეს საყვარელი 12 წელი..." - წერდა სოციალურ ქსელში უმშვენიერესი მოდელი, რუსა ჩაჩუა და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებდა. 

რუსა ჩაჩუას ბედნიერი ოჯახი და შვილები 

რუსა ჩაჩუამ პირველი ოჯახი 17 წლის ასაკში შექმნა.  3 წელი კომპანია "მაგთიში" მუშაობდა, ნასტიას დაბადებიდან მალევე კი მოდელი არჩილს გაშორდა. რამდენიმე წლის წინ ულამაზეს რუსა ჩაჩუას ვანიკო თარხნიშვილთან ერთად პროექტი „ბრავო“ მიჰყავდა. მას შემდეგ რუსა ეკრანზე აღარ გამოჩენილა და მხოლოდ რეკლამებში მონაწილეობს. მის პირად ცხოვრებაზე კი პრესაში ხშირად წერენ.

  • 40+ ყველაზე მოდური ქალები საქართველოში: ისინი ამტკიცებენ, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია

როგორც ამბობენ, რუსა მკაცრი და"გიჟი" დედაა, შვილებისგან მაქსიმუმს მოითხოვს და არც თვითონ იშურებს ენერგიასა და დროს. მოდელის პირველი შვილი, თაზო სახვაძე, თინეიჯერებსა და დედის გამომწერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

  • 90-იანების გამორჩეული სახეები: ქართული სილამაზის მაგალითი - თეონა თავართქილაძე, ნინა ცქიტიშვილი და რუსა ჩაჩუა

რუსა ჩაჩუას თანამედროვე კონკიას უწოდებენ. „შემიძლია ვთქვა, რომ მის გვერდით პრინცესა ვარ“, – თქვა რუსამ დიმა ნაფეტვარიძესთან ქორწინების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში. მიუხედავად იმისა, რომ რუსა პროფესიით მოდელი არ არის და პოდიუმზე არც ისე ხშირად ჩნდება, მას ფოტოსესიებში ხშირად იწვევენ, ვინაიდან მისი სილამაზე ეკრანსა და ჟურნალების გარეკანებს ძალიან უხდება.