"13 წლის ვიყავი, როცა მოდელად მუშაობა დავიწყე, ბავშვობაში სიმაღლის კომპლექსიც კი მქონდა..." - ცნობილი ბრენდები, ბედნიერი ოჯახი და ანა შელიას წარმატებული გზა - Marao

"13 წლის ვიყავი, როცა მოდელად მუშაობა დავიწყე, ბავშვობაში სიმაღლის კომპლექსიც კი მქონდა..." - ცნობილი ბრენდები, ბედნიერი ოჯახი და ანა შელიას წარმატებული გზა

2025-12-07 00:08:20+04:00

ანა შელია, ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, არაერთხელ მოქცეულა ყურადღების ცენტრში. მისი დედა ყოფილი მოდელი, ლიკა კვარაცხელიაა, მამა კი - 1990-იანი წლების საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წამყვანი მოთამაშე, მურთაზ შელია. 

შეუძლებელია, ანა შელიას გამორჩეული გარეგნობა შეუმჩნეველი დაგრჩეთ. სწორედ ამიტომ, მან კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, როცა ჯერ კიდევ 14 წლის იყო. 

ანამ განსაკუთრებული პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2017 წელს მონაწილეობა ბრიტანული მოდის სახლის, Ralph & Russo-ს ჩვენებაში Victoria's Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად მიიღო.

მას შემდეგ მის კარიერაში არაერთი მნიშვნელოვანი ჩვენება თუ თანამშრომლობა ყოფილა, მოგვიანებით კი, როცა ანა დედა გახდა, კარიერაზე დროებით უარი თქვა. ახლა კი მშვენიერი მოდელი კვლავ უბრუნდება პროფესიას და დროდადრო მონაწილეობს ისეთი ბრენდებისა თუ კომპანიების სარეკლამო კამპანიებში, როგორებიცაა: PSP, S-SOCIETY, PARFOIS, OYSHO, Lutecia და სხვ. სულ ცოტა ხნის წინ ანა შელია Marie Claire-ის ფრანგული გამოცემისთვის გადაიღეს. ფოტო ჟურნალიდან თავად ანამ გაგვიზიარა.

ამჯერად ანა განვლილი გზის, კარიერისა და სამომავლო გეგმების შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობს: 

"13 წლის ვიყავი, როცა Modeling Industry-ში დავიწყე მუშაობა. საკუთარ თავს ვეტყოდი - დარჩი ის, ვინც ხარ და არასდროს დაკარგო საკუთარი სინათლე. მთავარია, გამოცდილება დააგროვო და განვითარდე". 

ana_shelia

"საზღვარგარეთ მოდელობამ მასწავლა დისციპლინა და სწრაფი ადაპტაციის უნარი. ასევე, პროფესიონალური დამოკიდებულება და მოდის ინდუსტრიის რეალური მხარე. ეს გამოცდილება საკმაოდ მაძლიერებს ჩემს პროექტებში". 

ana_shelia

"სიმაღლეში ვარ 181 სმ. ბავშვობაში სიმაღლის კომპლექსიც კი მქონდა". 

ana_shelia

"სიმაღლის კომპლექსი მაშინ დავძლიე, როცა გავაცნობიერე, რომ სხვა ადამიანებთან შედარება არაფრისმომცემია. მთავარია, დავაფასოთ საკუთარი თავი და შესაძლებლობები". 

ana_shelia

ana_shelia

"მოდელობას არ შევეშვი. ჯერ კიდევ ვმონაწილეობ საინტერესო პროექტებში, რომლებიც მე მომწონს. უბრალოდ, საზღვარგარეთ აღარ ვმუშაობ, ანუ, მინიმუმ 2-3 თვით აღარ მივფრინავ. Direct Booking-ზე მუშაობას ვფიქრობ, როცა მარტო ფრენის შიშს გადავლახავ". 

ana_shelia

ანა შელიასა და ლაშა ლომიძის ოჯახი 

ჩვენს ქვეყანაში არაერთი ახალგაზრდა, ლამაზი და წარმატებული წყვილია, რომელთან შესახებაც ჩვენ ხშირად გიყვებით ხოლმე. ქვემოთ კი უფრო ახლოს გაგაცნობთ მოდელისა და მორგაბის წყვილს - ანა შელიასა და ლაშა ლომიძეს. მათი სიყვარული 7 წელს ითვლის და ისინი ორ უსაყვარლეს შვილს ზრდიან. 

  • "ეს იყო ნამდვილი დღესასწაული" - როგორი იყო მომღერალი ნუცა თოფურიას დაბადების დღის წვეულება: ქართველი სელებრითები, გრანდიოზული ტორტი და ულამაზესი შოუ

ანას მეუღლე მორაგბე ლაშა ლომიძეა. ლაშა 1992 წლის 30 ივნისს დაიბადა. ლაშა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მე-8 ნომერია. 2012 წელს საფრანგეთში გუნდ „მონტპელიეს“ შემადგენლობაში თამაშობდა. 2 წლის შემდეგ ფრანგულ „ბეზიერსში“ გადავიდა. 2017-2018 წლებში ლაშა ბრიტანულ კლუბში თამაშობდა, შემდეგ ლაციოში გადავიდა, 2020 წლიდან კი ფრანგულ კლუბში "DAX" თამაშობდა.

  • "9 წლის შემდეგ" - რუსა ჩაჩუას ბედნიერი ოჯახის 12 წელი და კადრები მეუღლესთან ერთად

ანამ და ლაშამ 2018 წლის 19 მაისს დაიწერეს ჯვარი. სოციალურ ქსელში მათი ნიშნობის ფოტოებმა მალევე დაიმსახურა მოწონება. ანას ულამაზესი სადა აბრეშუმის კაბა ეცვა. 

  • კადრები პირდაპირ ბრძოლიდან: მერაბ შარიქაძის მეუღლის ემოციები და წუთები სანუკვარი გამარჯვების შემდეგ

ანა და ლაშა უკვე 7 წელია, ქორწინებაში არიან. მათ ორი უსაყვარლესი შვილი, ელი და ვატო ჰყავთ, რომლებიც საფრანგეთში დაიბადნენ. 

წყვილი შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობს. მშობლები ელის და ვატოს აღზრდაში აქტიურად არიან ჩართული და ანა სხვა დედებს სასარგებლო რჩევებსაც ხშირად აძლევს.