ულამაზესი წყვილის რომანტიკული კადრები: ანი ბებიასა და ილო ბეროშვილის ბედნიერი ოჯახი - Marao

ულამაზესი წყვილის რომანტიკული კადრები: ანი ბებიასა და ილო ბეროშვილის ბედნიერი ოჯახი

2025-12-07 00:45:31+04:00

მშვენიერი მსახიობი ანი ბებია სოციალურ ქსელში მეუღლესთან, ასევე მსახიობ და ტელეწამყვან ილო ბეროშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. წყვილი მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა. 

bebia

 

ანი ბებიას ოჯახი და კარიერა 

ანი ბებია საქართველოში ერთ-ერთია, ვისაც განსაკუთრებული ნიჭი და გარეგნობა გამოარჩევს. ის ფართო საზოგადოებამ სერიალიდან "ხელოვნური სუნთქვა" გაიცნო, თუმცა ანის ფილმოგრაფია მრავალფეროვანი და საინტერესოა - ის მონაწილეობდა ლევან თუთბერიძის ფილმში "მოირა", რომელიც აზიური ქვეყნების კინოფესტივალმა საუკეთესო ფილმად დაასახელა. ასევე ანი გადაღებულია ფილმში „8 წუთი“ და „იზი და ჯადოქარი“. კიდევ ერთი წარმატებული პროექტი მის კარიერაში იყო პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები". 

მსახიობების, ანი ბებიასა და ილო ბეროშვილის წყვილი საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. ისინი ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ეს ფაქტი ხელს არ უშლით, რომ ბედნიერი და სრულყოფილი ოჯახი ჰქონდეთ.

ანი ბებია პირველად რეჟისორ კახი ხუციშვილზე იყო დაქორწინებული: „ერთხელ გოგა პიპინაშვილის სპექტაკლში ვმონაწილეობდი, კახი გოგასთან დადიოდა და იქ გავიცანით ერთმანეთი“ - იხსენებდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ანის მეორე მეუღლე მსახიობი ილო ბეროშვილია. 

"მეც, როგორც ბევრი სხვა, ილოს ეკრანიდან ვიცნობდი. ერთხელ რადიოში მიმიწვიეს, სადაც თანაწამყვანი ილო იყო. საუბრის თემა ეხებოდა სილამაზესა და ჯანსაღ ცხოვრებას. იქ გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ ეს ყველაფერი ნაცნობობით შემოიფარგლა, რადგან მე იმ დროს მყავდა ოჯახი. მახსოვს, პირველი შეხვედრისას უზრდელის შთაბეჭდილება დატოვა, რადგან სტუდიაში რომ შევედი, ტელეფონით იყო დაკავებული, ერთი ამომხედა და ისევ ტელეფონში ჩარგო თავი.

მეუღლეს მალევე გავშორდი, რადგან ურთიერთობაში უკვე გვქონდა პრობლემა. ეს ისე მოხდა, რომ ილო არაფერ შუაში იყო. გადაცემის შემდეგ მომწერა, მადლობა გადამიხადა სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ფოტოებზე მეუღლესთან ერთად ბედნიერად გამოვიყურებოდი. ამის მერე ძალიან ჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობა გაგრძელდა, როგორიც შეიძლება კარგ ნაცნობთან გქონდეს.

ოჯახის დანგრევის შემდეგ საერთოდ არ მინდოდა არავითარი ურთიერთობა. ორიენტირებული ვიყავი საქმეზე, ამიტომაც ილომ მეგობრობის სტრატეგია აირჩია და შემდეგ შემაყვარა თავი" - ამბობდა ანი.

ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას ორი შვილი ჯერი და სემი ჰყავთ, რომლებიც მშობლებთან ერთად სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდებიან.