"როგორ ფიქრობთ, რამდენი წლის ვარ ამ ფოტოში? დაველოდები თქვენს ვარაუდებს", - წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე და მეგობრებს წლების წინ გადაღებულ, თუმცა აქამდე უცნობ ფოტოს უზიარებს.

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე უკვე არაერთი წელია, ბევრისთვის საყვარელი მსახიობია. ფართო აუდიტორიამ ის სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო. ნინომ სერიალში სახასიათო პერსონაჟის, კატოს როლი მოირგო და გულშემატკივართა დიდი არმიაც შეიძინა. მას შემდეგ მშვენიერი მსახიობი დიდი პოპულარობით სარგებლობს, მას სოციალურ ქსელში166 ათასამდე გამომწერი ჰყავს.
ნინო გაჩეჩილაძის ბიოგრაფია
ნინო გაჩეჩილაძე ცნობილია თავისი მრავალფეროვანი როლებით ქართულ კინოსა და ტელესერიალებში. მისი კარიერა მოიცავს როგორც დრამატულ, ასევე კომედიურ ჟანრებს, რამაც მას განსაკუთრებულ პოპულარობას მოუტანა მაყურებელთა შორის.
გარდა კინოროლებისა, ნინო გაჩეჩილაძე აქტიურად მონაწილეობს თეატრალურ წარმოდგენებში, სადაც მისი შესრულება ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს. მისი პროფესიონალიზმი და მრავალმხრივი ნიჭი მას ერთ-ერთ გამორჩეულ მსახიობად აქცევს ქართულ კულტურულ სივრცეში.
წლების მანძილზე ნინომ თეატრის სცენასა თუ კინოში არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. გარდა „ჩემი ცოლის დაქალებისა", მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა: „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", „წვრილვარსკვლავთა ღამე“, „ტაქსი“ და სხვ. თეატრში კი მისი გამორჩეული როლები შემდეგ სპექტაკლებს უკავშირდება: სემუელ ბეკეტის „ბედნიერი დღეები“, დოსტოევსკის „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“, ლაშა თაბუკაშვილის „თოვლივით თეთრი თოვლი“, ვაჟა-ფშაველა „გველისმჭამელი“, ბერტოლტ ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“, ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონი“, ლევ ტოლსტოის „ჰაჯი-მურატ“, ლევან წულაძის და სანდრო ელოშვილის „მთვრალი ალუბალი“, ვაცლავ ჰაველის „წასვლა“ და სხვ.
მაგრამ მისი ფილმოგრაფიიდან ყველზე ცნობილი მაინც კატო კირვალიძის როლია... სამი სეზონის შემდეგ ნინო გაჩეჩილაძემ სერიალი დატოვა, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მაშინ მსახიობი ამბობდა, რომ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი უსამართლობა გახდა: გაჩეჩილაძე თავისი კუთვნილი ჰონორარის აუნაზღაურებლობაზე საუბრობდა, თუმცა სხვა ვერსია აქვთ სერიალის პროდიუსერებს - აზრთა შეუთავსებლობის გამო თანამშრომლობა ვერ მოხერხდა. თუმცა 2015 წელს ნინო გაჩეჩილაძე ჩემი ცოლის დაქალებს კვლავ დაუბრუნდა.
მსახიობი ამბობს, რომ ცხოვრებაში სიყვარული მხოლოდ ერთხელ ეწვია: „რაც უფრო მეტი დავთმე, თუნდაც პირად ცხოვრებაში, მით მეტი შეცდომა დავუშვი. ადამიანმა, ამ შემთხვევაში ქალმა, როცა იცის, რომ მართალია, პირველ რიგში საკუთარ თავთან და მერე სხვა ადამიანთან, არ უნდა წავიდეს დათმობაზე, თუნდაც იმიტომ, რომ ვიღაცა სხვას ასიამოვნოს ამით. თითქოს მე ყველაფერს სწორად ვაკეთებ, მაგრამ გარშემო ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გინდა“, - ამბობდა ნინო გაჩეჩილაძე.